ამიერკავკასიური ზაზუნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამიერკავკასიური ზაზუნა
Хомяк брандта.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Mesocricetus brandti (Nehring, 1898)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 NT ka.svgსაფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 13220

ამიერკავკასიური ზაზუნა (ლათ. Mesocricetus brandti) — ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. გავრცელებულია ბულგარეთში, რუმინეთში, მცირე აზიაში, ჩრდილო-დასავლეთ ირანში, ამიერკავკასიაში, დაღესტანში. საქართველოში გვხვდება ლიხის (სურამის) ქედის აღმოსავლეთით; სამცხე-ჯავახეთში, ქართლში, კახეთში. ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 2800 მეტრამდე. ბინადრობს ველებზე, ნათეს მინდვრებში, ზეგნებზე, ზოგჯერ 2 მეტრამდე სიღრმის სოროს თხრის.

აქვს 40–50 გრამის ტევადობის ლოყისქვეშა პარკები, რომლებიც იხსნება პირის ღრუში. ამ პარკებით ამიერკავკასიურ ზაზუნას საკვები გადააქვს და იკეთებს ზამთრის მარაგს. მრავლდება წელიწადში ორჯერ. თითოეულ ჯერზე შობს 12–15 ნაშიერს. ზიანს აყენებს მარცვლეულის ნათესებს. საქართველოში მცირერიცხოვანია. შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]