ამიერკავკასიის კერძო უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამიერკავკასიის კერძო უნივერსიტეტი — უნივერსიტეტი თბილისში, დაარსდა 1917 წელს. 1917 წლის ოქტომბრამდე ის ცნობილი იყო „ტფილისის ქალთა კერძო უმაღლესი კურსების“ სახელით. 1920 წლის მდგომარეობით, ის ვერ იდგა სათანადო დონეზე. ამის მიზეზი გახდა სამეცნიერო პერსონალის ბაქოში გადასვლა, რის გამოც დაიხურა სიტყვიერებისა და ისტორიის ფაკულტეტი. დანარჩენ ფაკულტეტებზე სასწავლო კურსები შეიკვეცა, სამკურნალო ფაკულტეტის II კურსი, რომლის გახსნაც ჰქონდათ განზრახული, ვეღარ გახსნეს, უნივერსიტეტს პროფესორები ამ ხნის მანძილზე „შემოეფანტნენ“.

1920 სამკურნალო ფაკულტეტზე სრულუფლებიანი მხოლოდ 8 აღმოჩნდა, ამათგან სამი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო პროფესორი. ბევრი ბაქოში ცხოვრობდა და მხოლოდ რამდენიმე ლექციას თუ კითხულობდა თბილისში. ასეთები იყვნენ მაგ: პროფ. ანფიმოვი და მირიგოვოროვი, პრივატ-დოცენტი ტიხონოვიჩი და სხვ. შემოწმების შემდეგ გამოვლინდა ლექტორ-მასწავლებლების არაკვალიფიციულობა, პრაქტიკული ცოდნის მისაღებად აუცილებელი კაბინეტ-ლაბორატორიების, პროზექტურების, კლინიკების, ახალი სამეცნიერო ხელსაწყოების არქონა და სხვ. ცხადი გახდა, რომ საკუთარი ქართული უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ ეს უნივერსიტეტი კარგავდა ფუნქციას და მთავრობასაც არ ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობა მის დასახმარებლად. ამიერკავკასიის კერძო უნივერსიტეტის მთელი უძრავ-მოძრავი ქონება 1919 წლის 7 სექტემბერს მთავრობის დადგენილებით გადაეცა თბილისის ქალაქის თვითმართველობას, კულტურულ-საგანმანათლებო საჭიროებისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჭუმბურიძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 21.