ამიენის საკათედრო ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ამიენის ღვთისმშობლის ტაძარი)
ამიენის საკათედრო ტაძარი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 49°53′42″ ჩ. გ. 2°18′08″ ა. გ. / 49.89500° ჩ. გ. 2.30222° ა. გ. / 49.89500; 2.30222
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1981  (მე-5 სესია)
ნომერი 162
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
ტაძრის ერთ-ერთი მოჭიქული მინის ფანჯარა.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 162
ინგლ.რუს.ფრ.

ამიენის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი (ფრანგ.: Cathédrale Notre-Dame d'Amiens) — ყველაზე მაღალი კათედრალი საფრანგეთში უდიდესი ინტერიერის მოცულობით (200.000 მ³). გუმბათოვანი თაღების აპექსი 42.30 მ სიმაღლისაა, რაც თავის მხრივ ყველაზე მაღალია საფრანგეთში. ეს მონუმენტური საკათედრო ტაძარი მდებარეობს ამიენში, პიკარდის მთავარ ქალაქში, მდინარე სომის ხეობაში, პარიზიდან 100 კმ-ში.

წერილობითი წყაროების სიმწირე ამ გოთური კათედრალის აშენების თაობაზე შესაძლოა განპირობებული იყოს ხანძრებით, რომელმაც 1218 და 1258 წლებში ტაძრის არქივები გაანადგურა და თვით კათედრალსაც დიდი ზიანი მიაყენა. 1220 წელს ეპისკოპოსი ევრარ დე ფუილმა წამოიწყო აღდგენითი სამუშაოები; რობერ დე ლუზარქი არქიტექტორი იყო 1228 წლამდე, შემდეგ კი 1258 წლამდე მასზე თომას დე კორმონი მუშაობდა. მისი ვაჟი, რენო დე კორმონი არქიტექტორის მოვალეობას ასრულებდა 1288 წლამდე. კორბის ქრონიკები კათედრალის დასრულების ვადად 1266 წელს მოიხსენიებს. მოპირკეთების სამუშაოები თუმცა გაცილებით მეტ ხანს გრძელდებოდა. ტაძრის იატაკები უამრავი სიმბოლოთია დაფარული, მათ შორის აღსანიშნავია სვასტიკები. ლაბირინთი იატაკს 1288 წელს დაემატა. კათედრალს ასევე უამრავი ბრწყინვალე სკულპტურა ამშვენებს. გადმოცემით კათედრალში უნდა იყოს იოანე ნათლისმცემლის თავი, რომელიც კონსტანტინოპოლიდან ვალონ დე სარტონს უნდა ჩამოეტანა, რომელიც მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობიდან ბრუნდებოდა.

ამიენის ნოტრ-დამი 1981 წლიდან იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]