ამერიკული პარტია
| ამერიკული პარტია | |
|---|---|
| American party | |
|
ამერიკული პარტიის დროშა წარწერით: „მკვიდრო ამერიკელებო, უფრთხილდით უცხოურ გავლენას“ | |
|
იდეალური მოქალაქის პორტრეტი წარწერით: „ბიძია სემის უმცროსი ვაჟი, მოქალაქე“ 1854წ. | |
| ქვეყანა |
|
| ისტორია | |
| დამფუძნებელი | ლუი ჩარლზ ლევინი |
| დაფუძნდა | 1843 |
| დაიშალა | 1860 |
| პოზიციები | |
| იდეოლოგია | ამერიკული ნაციონალიზმი რესპუბლიკანიზმი ანტიკათოლიციზმი |
| შტაბ-ბინა | ნიუ-იორკი |
ამერიკული პარტია (ინგლ. American party) — აშშ-ის პოლიტიკური პარტია, რომელიც 1843-1860 წლებში არსებობდა.[1]
პარტიის სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1843 წელს ქალაქ ნიუ-იორკში ჩამოყალიბდა პოლიტიკური გაერთიანება „ამერიკული რესპუბლიკური პარტია“. 1845 წელს გამოქვეყნდა კონვენცია, რომლითაც პოლიტიკურ გაერთიანებას „მკვიდრ ამერიკელთა პარტია“ დაერქვა. 1855 წელს პარტიას კვლავ შეეცვალა სახელი და „ამერიკული პარტია“ ეწოდა.
პარტიის მეტსახელი იყო „Know Nothing“(„არაფერი ვიცი“). ეს მეტსახელი პარტიის საიდუმლო ორგანიზაციაში გაჩნდა. პარტიის ერთ-ერთ წევრს ჰკითხეს მის საქმიანობაზე, რაზეც მან უპასუხა: „მე არაფერი ვიცი“. მოწინააღმდეგეები ამერიკული პარტიის წევრებს დაცინვით „არაფრის მცოდნეებს“ ეძახდნენ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1843 წელს ქალაქ ნიუ-იორკში ჩამოყალიბდა „ამერიკული რესპუბლიკური პარტია“, რომელიც მკაცრად დაუპირისპირდა ირლანდიელ და გერმანელ მიგრანტებს. 1844 წელს წარმომადგენელთა პალატაში ამერიკულმა პარტიამ მოიპოვა 6 მანდატი: ნიუ-იორკის შტატში 4 მანდატი, ხოლო პენსილვანიის შტატში – 2 მანდატი.
1852 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ამერიკული პარტიის სახელით კენჭს იყრიდა პენსილვანიელი კონგრესმენი ჯეიკობ ბრუმი. საპრეზიდენტო არჩევნებში ბრუმმა მიიღო 0.1 %. 1854 წლის არჩევნებში ამერიკულმა პარტიამ არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და წარმომადგენელთა პალატაში 51 მანდატი მოიპოვა. 1856 წელს ამერიკული პარტიის წევრი ნათანიელ ბენქსი წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდა. 1856 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ამერიკულმა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა აშშ-ის მე-13 პრეზიდენტი მილარდ ფილმორი. საპრეზიდენტო არჩევნებში ფილმორმა მიიღო 21.5 % და მესამე ადგილზე გავიდა.
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს 1857 წელს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკული პარტიის მონობის მოწინააღმდეგეთა ფრაქციის წევრები შეუერთდნენ რესპუბლიკურ პარტიას, ხოლო ამერიკული პარტიის მონობის მომხრეთა ფრთამ ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე სამხრეთის რამდენიმე შტატში შეინარჩუნა გავლენები.
ამერიკული პარტიის წევრთა დარჩენილი ნაწილი 1860 წელს კონსტიტუციური კავშირის პარტიას შეუერთდა.
ამერიკული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| არჩევნები | კანდიდატი | ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი | მოსახლეობა | პროცენტი % | ამომრჩეველთა კოლეგია | +/- | Outcome of election |
|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1852 | ჯეიკობ ბრუმი |
რეინელ კოუტსი |
2,566 | 0.1 | 0 / 294 |
გაიმარჯვა დემოკრატიულმა პარტიამ | |
| 1856 | მილარდ ფილმორი |
ენდრიუ დონელსონი |
873,053 | 21.5 | 8 / 294 |
გაიმარჯვა დემოკრატიულმა პარტიამ |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Boissoneault, Lorraine. How the 19th-Century Know Nothing Party Reshaped American Politics. Smithsonian Institution.