ამერიკული დინგნიჩაბა
იერსახე
| ამერიკული დინგნიჩაბა | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Polyodon spathula (Walbaum, 1792) | |||||||||||||||
| სინონიმები[1][2] | |||||||||||||||
|
სია
| |||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
|
IUCN 3.1 Vulnerable : 17938 | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ამერიკული დინგნიჩაბა (ლათ. Polyodon spathula) — თევზი დინგნიჩაბასებრთა რიგისა. აქვს წაგრძელებული სხეული, ქვევით განლაგებული პირი ორი ულვაშით, გვერდითი ხაზის არხები თავსა და ტანზე გარშემორტყმულია ფხებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის მდინარეებსა და ტბებში, მდინარე მისისიპის აუზში. სიგრძეში აღწევს 2 მეტრს, მასით — 70 კილოგრამს. დინგი ნიჩაბს წააგავს (აქედან სახელწოდება). პირი წინ არ იწევა, სალაყუჩე ფოთოლაკები გრძელი და მრავალრიცხოვანია. იკვებება ზოოპლანქტონით. შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაში. ზოგ ქვეყანაში შეყვანილია როგორც აკვაკულტურის ობიექტი; ჰყავთ სათევზე მეურნეობებში, უშვებენ წყალსაცავებში, სადაც წარმატებით იზრდება და შთამომავლობასაც იძლევა.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Froese, R.; Pauly, D.. Polydontidae. FishBase (2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — August 24, 2017. ციტირების თარიღი: 18 მაისი, 2017
- ↑ Polydontidae. Deeplyfish- fishes of the world. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-24. ციტირების თარიღი: 18 მაისი, 2017
- ↑ Решетников Ю. С. Веслоносовые // Большая российская энциклопедия. т. 5. — М., 2006. — стр. 206.
