შინაარსზე გადასვლა

ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინგლ. American Academy of Arts and Sciences
დევიზი Sub Libertate Florent
შეიქმნა 4 მაისი, 1780
ტიპი სწავლული საზოგადოება, სამეცნიერო გამომცემლობა და არაკომერციული ორგანიზაცია
დამფუძნებელი (-ები) ჯონ ადამსი და ჯეიმზ ბოუდოინი
ქვეყანა აშშ
თავმჯდომარე Laurie L. Patton[1] და David W. Oxtoby[2]
კავშირები American Council of Learned Societies[3] , Consortium of Social Science Associations[4] , National Humanities Alliance[5] და Committee on Publication Ethics[6]
http://www.amacad.org

ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია (ინგლ. American Academy of Arts and Sciences) ― შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო ორგანიზაციაა, რომელიც ფუნქციონირებს როგორც მეცნიერების, ხელოვნებისა და საჯარო პოლიტიკის კვლევის დამოუკიდებელი ცენტრი. აკადემიის შტაბ-ბინა მდებარეობს კემბრიჯში, მასაჩუსეტსის შტატში. აკადემია ამერიკის სამეცნიერო საზოგადოებების საბჭოს წევრია.[7]

აკადემიას ხელმძღვანელობს პრეზიდენტი. პირველი პრეზიდენტი იყო ჯეიმს ბოუდოინი (1780–1790). წლების განმავლობაში ამ თანამდებობას იკავებდნენ ჯონ ადამსი, ჯონ კუინსი ადამსი, ასა გრეი და სხვები. 2019 წლიდან აკადემიის პრეზიდენტები არიან დევიდ ოქსტობი და ლორი პატონი.

აკადემია დაარსდა 1780 წლის 4 მაისს, ბოსტონში, ამერიკის რევოლუციის დროს. მისი დამფუძნებლები იყვნენ ჯეიმს ბოუდოინი, ჯონ ადამსი და ჯონ ჰენკოკი. მისი წესდების თანახმად, ორგანიზაციის მიზანია ხელოვნებისა და მეცნიერების განვითარება თავისუფალი და დამოუკიდებელი საზოგადოების საკეთილდღეოდ.

აკადემიის პირველ წევრებს შორის იყვნენ ბენჯამინ ფრანკლინი, ჯორჯ ვაშინგტონი, ტომას ჯეფერსონი და ალეგზანდერ ჰამილტონი.

აკადემიაში წევრობა არჩევითია. მის წევრებს შორის არიან წამყვანი მეცნიერები საბუნებისმეტყველო, ზუსტი, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგში, ხელოვანები, ბიზნეს ლიდერები, ასევე სამთავრობო და საზოგადო მოღვაწეები.

2022 წლის მონაცემებით, აკადემიაში დაახლოებით 13,500 წევრი აირჩიეს, რომელთაგან 5,700-ზე მეტი აქტიურია. შეერთებული შტატების გარდა, წევრების მნიშვნელოვანი რაოდენობა საზღვარგარეთ ცხოვრობს, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოში.[8]

აკადემიის მთავარი გამოცემაა კვარტალური ჟურნალი „Dædalus“. ორგანიზაცია მასპინძლობს სამეცნიერო კონფერენციებს, ახორციელებს კვლევით პროექტებს და აწყობს ღონისძიებებს წევრებისთვის კემბრიჯში. აკადემია ასევე აწესებს და გასცემს პრესტიჟულ ჯილდოებს, მათ შორის რუმფორდის პრემიას.