ამერიკის შეერთებული შტატების ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამერიკის შეერთებული შტატების ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმი
ინგლ. United States Holocaust Memorial Museum
United States Holocaust Memorial Museum interior.JPG
38°53′13″ ჩ. გ. 77°01′59″ დ. გ. / 38.88694° ჩ. გ. 77.03306° დ. გ. / 38.88694; -77.03306
დაარსდა 1993 წლის 22 აპრილი
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
მისამართი ვაშინგტონი[1]
ვიზიტორები 1.6 მილიონი (2016)
ოფიციალური საიტი http://www.ushmm.org/

ამერიკის შეერთებული შტატების ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმი (ინგლ. United States Holocaust Memorial Museum) — ჰოლოკოსტისადმი მიძღნვილი მუზეუმი ვაშინგტონში. მუზეუმი უზრუნველყოფს ჰოლოკოსტის ისტორიის დოკუმენტირებას, შესწავლასა და ინტერპრეტაციას.[2]

მუზეუმის ბიუჯეტი 2018 წლის სექტემბრის მონაცემებით 120.6 მილიონი დოლარია.[3] 2008 წელს მუზეუმს ჰყავდა 400-მდე თანამშრომელი, 125 კონტრაქტორი და 650 მოხალისე. მას აქვს ადგილობრივი ოფისები ნიუ-იორკში, ბოსტონში, ბოკა რატონში, ჩიკაგოში, ლოს ანჯელესსა და დალასში.[4]

დაარსებიდან (1993 წლის 22 აპრილი) დღემდე მუზეუმს ჰყავდა თითქმის 40 მილიონი ვიზიტორი, მათ შორის 10 მილიონზე მეტი სკოლის მოსწავლე, 99 სახელმწიფოს მეთაური და 3500-ზე მეტი უცხოელი ჩინოვნიკი 211-ზე მეტი ქვეყნიდან. მუზეუმის ვებგვერდს 2008 წელს ჰყავდა 25 მილიონი ვიზიტი, საშუალოდ 100 ქვეყნიდან ყოველდღიურად.

მუზეუმის კოლექციები შეიცავს 12,750-ზე მეტ ექსპონატს, 49 მილიონ გვერდ საარქივო დოკუმენტს, 85,000 ისტორიულ ფოტოს, 200,000-ზე მეტ რეგისტრირებულ გადარჩენილს და მათ ოჯახებს, 1000 საათის საარქივო მასალას, 93,000 ბიბლიოთეკაში დაცულ ნივთს და 9,000 ზეპირსიტყვიერ ჩვენებას. მუზეუმს ასევე ჰყავს მასწავლებლები შეერთებული შტატების ყველა შტატში და 1994 წლიდან, თითქმის 400 უნივერსიტეტის სტიპენდიატი 26 ქვეყნიდან.[4] შეერთებული შტატების ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმის მკვლევრებმა აღწერეს და აღრიცხეს 42,500 გეტო და საკონცენტრაციო ბანაკი, რომლებიც ნაცისტებმა შექმნეს გერმანიის მიერ ევროპის კონტროლირებად რეგიონებში 1933 წლიდან 1945 წლამდე.[5]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრეზიდენტის კომისია ჰოლოკოსტის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

14th Street Entrance of USHMM. Large, rectangular façade with rounded opening.
მუზეუმის მე-14 ქუჩის შესასვლელი

1978 წლის 1 ნოემბერს პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა ჩამოაყალიბა პრეზიდენტის კომისია ჰოლოკოსტის შესახებ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ელი ვიზელი, გამოჩენილი ავტორი, აქტივისტი და ჰოლოკოსტის გადარჩენილი. მისი მანდატი იყო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალის შექმნის შესახებ გამოძიების ჩატარება. მანდატი შეიქმნა ვიზელისა და რიჩარდ კრიგერის ერთობლივი ძალისხმევით (ორიგინალური ნაშრომები გამოფენილია ჯიმი კარტერის მუზეუმში). 1979 წლის 27 სექტემბერს კომისიამ წარუდგინა თავისი ანგარიში პრეზიდენტს, რომელიც რეკომენდაციას უწევდა ვაშინგტონში ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმის დაარსებას, სამი ძირითადი კომპონენტით: ეროვნული მუზეუმი/მემორიალი, საგანმანათლებლო ფონდი და ქონშენსის კომიტეტი.[6]

ხსოვნის დარბაზის პანორამული ხედი

1980 წელს შეერთებული შტატების კონგრესის მიერ ერთხმად კენჭისყრის შემდეგ მუზეუმის დაარსების შესახებ, ფედერალურმა მთავრობამ მშენებლობისთვის გამოყო 1,9 ჰექტარი (0,77 ჰა) მიწა ვაშინგტონის მონუმენტთან. კერძო წყაროებიდან თითქმის 190 მილიონი აშშ დოლარი იქნა შეგროვებული შენობის დიზაინის, არტეფაქტების შეძენისა და გამოფენის შესაქმნელად.

მუზეუმის ოფიციალურ გახსნამდე ჩატარებული ცერემონიები 1993 წლის 22 აპრილს, მოიცავდა ამერიკის პრეზიდენტის ბილ კლინტონის, ისრაელის პრეზიდენტის ჩაიმ ჰერცოგის, თავმჯდომარეების ჰარვი მეერჰოფისა და ელი ვიზელის გამოსვლებს. 1993 წლის 26 აპრილს მუზეუმი გაიხსნა ფართო საზოგადოებისთვის. მისი პირველი სტუმარი იყო დალაი-ლამა.[7]

თავდასხმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წელს ფედერალურმა ნაფიცმა მსაჯულებმა გაასამართლეს ლეო ფელტონი და ერიკა ჩეისი, რომლებიც გეგმავდნენ რიგი დაწესებულებების დაბომბვას, მათ შორის იყო ამერიკის შეერთებული შტატების ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმი.[8] 2009 წლის 10 ივნისს, 88 წლის ჯეიმს ფონ ბრუნმა, ანტისემიტმა, ესროლა მუზეუმის პოლიციის თანამშრომელს სტივენ ტაირონ ჯონსს. ის მოგვიანებით გარდაიცვალა მიღებული დაზიანებების შედეგად. თავდამსხმელი გარდაიცვალა სისხლის სამართლის პროცესის დროს ფედერალურ სასამართლოში,[9] ბუტნერის ფედერალურ ციხეში ჩრდილოეთ კაროლინაში.[10]

გამოფენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხსოვნის დარბაზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხსოვნის დარბაზი არის მუზეუმის ოფიციალური მემორიალი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა და გადარჩენილთა ხსოვნისადმი.[11]

მუდმივი გამოფენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქეთის, ისრაელის და ამერიკულ-ებრაული ორგანიზაციების ლობირების შედეგად მუდმივ გამოფენაზე არ არის ნახსენები სომეხთა გენოციდის შესახებ. მუზეუმში ჩართულმა პირებმა, მათ შორის სტიუარტ ეიზენშტატმა და მონრო ჰ. ფრიდმანმა განაცხადეს, რომ თურქმა დიპლომატებმა უთხრეს მათ, რომ თურქეთში ებრაელების უსაფრთხოება არ იქნებოდა გარანტირებული, თუ მუზეუმში სომხების გენოციდის შესახებ იქნებოდა რაიმე ნახსენები თუ ნაჩვენები.[12][13]

მუზეუმის პირველ სართულზე ლიფტებში შესვლისთანავე ვიზიტორებს ეძლევათ პირადობის მოწმობები, რომელთაგან თითოეული მოგვითხრობს ადამიანის შესახებ, როგორიცაა ჰოლოკოსტის შემთხვევითი მსხვერპლი ან გადარჩენილი. მეოთხე სართულზე ამ ლიფტების ასვლისთანავე სტუმრები გადიან ჰოლოკოსტის ქრონოლოგიურ ისტორიას, დაწყებული ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლით ადოლფ ჰიტლერის მეთაურობით, 19331939. განხილული თემებია არიული იდეოლოგია, კრისტალნახტი, ანტისემიტიზმი და ამერიკელების პასუხი ნაცისტურ გერმანიაზე. სტუმრები ინაცვლებენ მესამე სართულზე, სადაც ისინი ეცნობიან გეტოს და ნაცისტების ქმედებებს. პერმანენტული გამოფენა მთავრდება მეორე სართულზე მოკავშირე ძალების მიერ ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკების განთავისუფლებით. იგი მოიცავს ჰოლოკოსტის გადარჩენილთა ჩვენების უწყვეტად გადაღებულ ფილმს.

გარკვეული სურათებისა და საგნების გამო, მუზეუმი რეკომენდებულია 11 წლის ზემოთ ასაკის ვიზიტორებისთვის.[14]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Belau, L. M. 1998. "Viewing the Impossible: The U.S. Holocaust Memorial Museum". Reference Librarian. (61/62): 15–22.
  • Berenbaum, Michael, and Arnold Kramer. 2006. The world must know: the history of the Holocaust as told in the United States Holocaust Memorial Museum. Washington, D.C.: United States Holocaust Memorial Museum.
  • Freed, James Ingo. 1990. The United States Holocaust Memorial Museum: what can it be? Washington, D.C.: U.S. Holocaust Memorial Council.
  • Hasian, Jr, Marouf. 2004. "Remembering and forgetting the "Final Solution": a rhetorical pilgrimage through the U.S. Holocaust Memorial Museum". Critical Studies in Media Communication. 21 (1): 64–92.
  • Linenthal, Edward Tabor. 1995. Preserving memory: the struggle to create America's Holocaust Museum. New York: Viking.
  • Pieper, Katrin. 2006. Die Musealisierung des Holocaust: das Jüdische Museum Berlin und das U.S. Holocaust Memorial Museum in Washington D.C.: ein Vergleich. Europäische Geschichtsdarstellungen, Bd. 9. Köln: Böhlau.
  • Strand, J. 1993. "Jeshajahu Weinberg of the U.S. Holocaust Memorial Museum". Museum News – Washington. 72 (2): 40.
  • Timothy, Dallen J. 2007. Managing heritage and cultural tourism resources: critical essays. Critical essays, v. 1. Aldershot, Hants, England: Ashgate.
  • United States Holocaust Memorial Museum. 2001. Teaching about the Holocaust: a resource book for educators. Washington, D.C.: U.S. Holocaust Memorial Museum.
  • United States Holocaust Memorial Museum. 2007. You are my witnesses: selected quotations at the United States Holocaust Memorial Museum. Washington, D.C.: United States Holocaust Memorial Museum.
  • Weinberg, Jeshajahu, and Rina Elieli. 1995. The Holocaust Museum in Washington. New York, N.Y.: Rizzoli International Publications.
  • Young, James E, and John R Gillis. 1996. "The Texture of Memory: Holocaust Memorials and Meaning". The Journal of Modern History. 68 (2): 427.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 archINFORM — 1994.
  2. About the Museum. Ushmm.org. ციტირების თარიღი: 2012-05-03
  3. 2018 Financial Statements.
  4. 4.0 4.1 Press Kit. Ushmm.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-05. ციტირების თარიღი: 2012-05-03
  5. Lichtblau, Eric. "The Holocaust Just Got More Shocking." The New York Times. March 3, 2013.
  6. President's Commission on the Holocaust. Ushmm.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 9, 2012. ციტირების თარიღი: სექტემბერი 27, 2021.
  7. History of the United States Holocaust Memorial Museum. Secure.ushmm.org. ციტირების თარიღი: 2012-05-03
  8. Haskell, Dave (2002-07-26). „Jury convicts white supremacists“. UPI. ციტირების თარიღი: 2009-10-31.
  9. Wilgoren, Debbi; Branigin, William (2009-06-10). „2 People Shot at U.S. Holocaust Museum“. The Washington Post. ციტირების თარიღი: 2009-06-11.
  10. Associated Press January 6, 2010, 2:03 p.m.. (2010-01-06) LA Times article on von Brunn's death. Latimes.com. ციტირების თარიღი: 2012-05-03
  11. Remarks by Joel Geiderman and Memorial Candle Lighting — United States Holocaust Memorial Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-26. ციტირების თარიღი: 2021-09-27. ციტირების თარიღი: 2016-12-09
  12. Baer, Marc D. (2020) Sultanic Saviors and Tolerant Turks: Writing Ottoman Jewish History, Denying the Armenian Genocide (en). Indiana University Press. ISBN 978-0-253-04542-3. „Astonishingly, President Jimmy Carter’s Jewish aide, Stuart Eizenstat, reported that Turkish ambassador Şükrü Elekdağ (in office 1979–1989) told him that although Turkey had treated its Jews well for centuries and had taken in Jewish refugees from Nazi Germany, if the Armenian genocide were included in the new museum, “Turkey could no longer guarantee the safety of the Jews in Turkey.” Elekdağ was also reported making a similar comment to another member of the Holocaust Memorial Museum Committee... With the opening of the new United States Holocaust Memorial and Museum in 1993, Turkey worked together with Israel and a number of major American Jewish organizations to ensure that the Armenian genocide would not be mentioned in the permanent exhibition. One month before its opening, the Turkish chief rabbi sent a fax to the museum’s directors criticizing even minimal mention of Armenians, demanding that the museum include Turkish ambassadors in Europe who had allegedly rescued Jews from the Holocaust. Kamhi would later boast about it in his autobiography: “As Kâmuran Gürün mentions in his memoirs, we worked to ensure that no other claims would be included in the museum.” Accordingly, “Our Jewish community Presidents Jak Veissid and Naim Güleryüz and I, as well as Nedim Yahya and many other community members worked tirelessly on this issue.” And “with the help of certain Israeli and American Jewish organizations, we were able to prevent the inclusion of the ‘so-called Armenian genocide’ in the Washington Holocaust Museum.”“ 
  13. „Genocide Seminar, Opposed by Israel, Opens“. The New York Times. 22 June 1982. ციტირების თარიღი: 25 December 2020.
  14. What's Inside. Ushmm.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-11. ციტირების თარიღი: 2021-09-27. ციტირების თარიღი: 2012-05-03