შინაარსზე გადასვლა

აშშ-ის ვირჯინის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აშშ-ის ვირჯინის კუნძულები
ინგლ. Virgin Islands of the United States
აშშ-ის ვირჯინის კუნძულები
აშშ-ის ვირჯინის კუნძულების
დევიზი: ინგლ. "United in Pride and Hope"
„გაერთიანებულნი სიამაყესა და იმედში“
ჰიმნი: „ინგლ. Virgin Islands March
„ვირჯინიის კუნძულების მარში“ (რეგიონალური)

„ინგლ. The Star-Spangled Banner
„ვარსკვლავებით მოჭედილი დროშა“ (ოფიციალური)
სტატუსი აშშ-ის ტერიტორიები
დედაქალაქი
და
შარლოტ-ამალია
18°20′ ჩ. გ. 64°54′ დ. გ. / 18.333° ჩ. გ. 64.900° დ. გ. / 18.333; -64.900
ოფიციალური ენა ინგლისური
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
 -  გუბერნატორი ალბერტ ბრაიანი
დაარსება
 -  დანიისგან იყიდა აშშ-მა 1917 წ. 
ფართობი
 -  სულ 346,36 კმ2 
მოსახლეობა
 -  2020 აღწერა 87 146[1]
 -  სიმჭიდროვე 252,4 კაცი/კმ2 
აგი (2019)0.892[2]
ძალიან მაღალი · 31-ე
ვალუტა აშშ დოლარი (USD)
სასაათო სარტყელი UTC-04:00
თარიღის ფორმატი დდ/თთ/წწწწ
სატელეფონო კოდი +1
ISO 3166 კოდი VI, US-VI
ინტერნეტ-დომენი .vi

აშშ-ის ვირჯინის კუნძულები (ინგლ. United States Virgin Islands), აგრეთვე ეძახიან ვირჯინიის კუნძულები ამერიკის შეერთებულ შტატებში (ინგლ. Virgin Islands of the United States) — არაინკორპორირებული ორგანიზებული სტატუსის მქონე ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფლად ასოცირებული ტერიტორია. არის კუნძულების ჯგუფი კარიბის ზღვაში და წარმოადგენს აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიას. ეს ტერიტორია გეოგრაფიულად მდებარეობს ვირჯინის არქიპელაგში, აქვე მდებარეობს დიდი და მცირე ანტილის კუნძულები. ვირჯინის კუნძულების აღმოსავლეთი სანაპირო მდებარეობს ატლანტის ოკეანის სანაპირო ზოლში.

აშშ-ის ვირჯინის კუნძულების ტერიტორია შედგება შემდეგი კუნძულებისგან: სენტ-კროიქსი, სენტ-ჯონი და სენტ-ტომასი, აშშ-ის ამ ტერიტორიაში შედის სხვა მცირე კუნძულებიც. ვირჯინიის კუნძულების ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი შარლოტ-ამალია, კუნძულების სართო ფართობი შეადგენს 346,4 კმ²-ს, 2000 წლის აღწერის შედეგად აქ ცხოვრობდა 108 612 ადამიანი,[3] ხოლო 2020 წლის აღწერის მონაცემებით 87 146 ადამიანი.[1]

1493 წელს ეს ტერიტორია ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა. 1625 წლიდან ამ მიწებს ფრანგი კოლონისტები აკონტროლებდნენ, კარიბის ზღვის კუნძულების ჩაგდებისთვის ბრძოლა მიდიოდა მსოფლიოს დიდ იმპერიებს შორის. 1666 წელს კუნძული სენტ-ტომასი დანიის შემადგენლობაში შევიდა. აქ აგებული იქნა პორტი, ეკონომიკის თვალსაზრისით აქ დიდი რაოდენობით მოჰყავდათ შაქარი, ეს ყველაფერი დანიას დიდ შემოსავალს აძლევდა. 1917 წელს ვირჯინის კუნძულები 25 მილიონ დოლარად იყიდა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

  1. 1.0 1.1 2020 Island Areas Censuses: U.S. Virgin Islands. United States Department of Commerce. ციტირების თარიღი: January 8, 2022
  2. The Forgotten Isles: A Risk Assessment of the United States' Island Territories, 2008-2020. ციტირების თარიღი: December 20, 2022
  3. 2000 Population Counts for the U.S. Virgin Islands, U.S. Census Bureau.