შინაარსზე გადასვლა

ამერიკის რეჟისორთა გილდია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამერიკის რეჟისორთა გილდია
დარგი კინოინდუსტრია
დაფუძნდა 1960
სათავო ოფისი აშშ
სერვისის ენა ინგლისური
საიტი https://www.dga.org

ამერიკის რეჟისორთა გილდია (ინგლ. Directors Guild of America; DGA) — გილდია, რომელიც წარმოადგენს კინოსა და ტელევიზიის რეჟისორების ინტერესებს შეერთებული შტატების კინოინდუსტრიაში და მის ფარგლებს გარეთ. 1936 წელს დაარსდა, როგორც კინორეჟისორთა გილდია. ჯგუფი გაერთიანდა რადიოსა და ტელევიზიის რეჟისორთა გილდიასთან 1960 წელს და გახდა ამერიკის რეჟისორთა გილდია.[1]

ამერიკის რეჟისორთა გილდია მასპინძლობს ყოველწლიურ დაჯილდოებას, რომელიც ოსკარის დაჯილდოების მნიშვნელოვანი წინამორბედია.[2] თავისი 69-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ამერიკის რეჟისორთა გილდიის პრემია მხატვრულ ფილმში გამორჩეული რეჟისორული მიღწევისთვის თითქმის სრულყოფილი ბარომეტრი იყო როგორც საუკეთესო რეჟისორისთვის, ასევე ზოგიერთ შემთხვევაში, საუკეთესო ფილმის აკადემიის ჯილდოსთვის. მხოლოდ შვიდჯერ არ მიუღია გილდიის პრემიის მფლობელს ოსკარის შესაბამისი საუკეთესო რეჟისორის ჯილდო. [3] წარჩინებულები ჯილდოვდებიან Society Awards-ის მიერ დამზადებული ქანდაკებით.

წესი, რომ ფილმს შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი რეჟისორი, მიღებულ იქნა რეჟისორის ხედვის უწყვეტობის შესანარჩუნებლად და პროდიუსერებისა და მსახიობების ლობირების ან სტუდიების მიერ ერთი ფილმის ან სატელევიზიო ეპიზოდისთვის რამდენიმე რეჟისორის დაქირავების თავიდან ასაცილებლად.

გილდიის შენობა, მანჰეტენი

წესი უქმდება მხოლოდ გილდიის მიერ აღიარებული რეჟისორთა გუნდებისთვის, რომლებსაც აქვთ ერთობლივი მუშაობის და საერთო ხედვის გაზიარების ისტორია. მაგალითებია ვაჩოვსკები, ჯონათან დეიტონი და ვალერი ფარისი, ძმები ჰიუზები, ძმები რუსოები, ფილ ლორდი და კრისტოფერ მილერი და ძმები კოენები. კოენები წლების განმავლობაში ინაწილებდნენ კრედიტებს, ითანი იღებდა საპროდიუსერო, ჯოელი კი სარეჟისორო კრედიტს და ორივე იყოფდა სცენარისტის კრედიტს (მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი სამივე მოვალეობას უზიარებდა ერთმანეთს) 2004 წლამდე, ფილმ „The Ladykillers“- მდე.

მაგალითი იმისა, რომ DGA-მა უარი თქვა სარეჟისორო გუნდის აღიარებაზე, იყო რობერტ როდრიგესის და ფრენკ მილერის ჯგუფი ფილმისთვის „ცოდვილთა ქალაქი“. ისინი უარყვეს, რადგან მანამდე ერთად არასდროს უმუშავიათ. როდრიგესმა დატოვა გილდია, რათა მილერს აეღო რეჟისორის კრედიტი. [4]

არაწევრი რეჟისორები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოლივუდის ყველა რეჟისორი არ არის ამერიკის რეჟისორთა გილდიის წევრი. აღსანიშნავია ცნობილი გამონაკლისები ჯორჯ ლუკასი და რობერტ როდრიგესი.[4] კვენტინ ტარანტინომ გადაიღო ექვსი მხატვრული ფილმი, სანამ 2012 წელს გილდიის წევრი გახდებოდა. ისინი, ვინც არ არიან გილდიის წევრები, არ შეუძლიათ რეჟისორობა დიდი კინოსტუდიებისთვის, რომელთაც გილდიასთან ხელშეკრულებებზე აქვთ ხელი მოწერილი, რომ ყველა რეჟისორი უნდა იყოს გილდიის წევრი.[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Dawes, Amy. (2011)A More Perfect Union. DGA Quarterly. ციტირების თარიღი: May 5, 2016
  2. King, Susan. (January 9, 2012) Woody Allen, Martin Scorsese receive nominations for DGA Award en-US. ციტირების თარიღი: June 4, 2023
  3. Feinberg, Scott. (January 29, 2012) With DGA Win, 'The Artist' and Its Artist Look Virtually Unstoppable at Oscars (Analysis) en-US. ციტირების თარიღი: June 4, 2023
  4. 4.0 4.1 4.2 Engber, Daniel (April 8, 2005). „Why Not Quit the Directors Guild? What Robert Rodriguez can and can't do“. Slate. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 5, 2011. ციტირების თარიღი: December 9, 2011.Engber, Daniel (April 8, 2005).