ამერიკელი ღმერთები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამერიკელი ღმერთები

ამერიკელი ღმერთები — ამერიკული ფანტასტიკური დრამატული სატელევიზიო სერიალი, რომელიც დაფუძნებულია ნილ გეიმანის 2001 წლის ამავე სახელწოდების რომანზე ,,ამერიკელი ღმერთები''. სერიალის ჟანრი არის ზღაპრული და მისტიური. სერიალის პირველი სეზონის პრემიერა შედგა 2017 წლის 30 აპრილს. 2017 წლის მაისში სერიალის მეორე სეზონი გამოვიდა, რომლის პრემიერა შედგა 2019 წლის 10 მარტს. მომდევნო კვირას Starz-მა განაახლა ამერიკელი ღმერთები მესამე სეზონისთვის,რომლის პრემიერა შედგა 2021 წლის 10 იანვარს. 2021 წლის მარტში სერიალი დამთავრდა,სამი სეზონის შემდეგ. სერიალს დადებითი გამოხმაურება მოყვა და მიიღო ორი ნომინაცია გამორჩეული დიზაინისა და განსაკუთრებული ვიზუალური ეფექტებისთვის, მან ასევე მიიღო სამი ნომინაცია კრიტიკოსთა არჩევანის მე-8 სატელევიზიო დაჯილდოებაზე, მათ შორის საუკეთესო დრამატული სერიალი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალის ერთ-ერთ გმირს შედოუს მნიშვნელოვანი წარსული აქვს, მაგრამ ახლა მას მხოლოდ მის ცოლთან ერთად მშვიდი ცხოვრება სურს. მაგრამ მისი ცოლი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდება. როდესაც იგი შინ ბრუნდება ვეტმფრენით , საშინელი შტორმისას, მის ყურადღებას უცნაური ადამიანი მიიპყრობს. ის საკუთარ თავს მისტერ ოთხშაბათს ეძახის. მან შედოუზე ბევრად მეტი იცის, ვიდრე ეს შესაძლებელია. ის შედოუსს აფრთხილებს, რომ კიდევ ერთი შტორმია მოსალოდნელი და ამის შემდეგ მის გარდა აღარაფერი იქნება ისეთი, როგორიც ახლაა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]