შინაარსზე გადასვლა

ამბროჯო ლორენცეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამბროჯო ლორენცეტი
დაიბადა 1290[1] [2]
დაბადების ადგილი სიენა[3] [4]
გარდაიცვალა 9 ივნისი, 1348(1348-06-09)
გარდაცვალების ადგილი სიენა[5]

ამბროჯო ლორენცეტი (იტალ. Ambrogio Lorenzetti; დ. 1290, სიენა – გ. 1348, იქვე) — იტალიელი ფერმწერი, ტრეჩენტოს ეპოქის სიენის სკოლის წარმომადგენელი. იმავე სკოლის წარმომადგენელი იყო მისი ძმა პიეტრო ლორენცეტი. შეისწავლა ანტიკური ქანდაკება, დაინტერესებული იყო პერსპექტივის პრობლემებით. მისი ძირითადი ნამუშევარია სიენის პალაცო პუბლიკოს ალეგორიულ მოხატულობათა ციკლი (1337-1339).