ამბროსი პერტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამბროსი პერტია
დაბადების თარიღი 5 სექტემბერი, 1968 (1968-09-05) (55 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ამბროსი პერტია (დ. 5 სექტემბერი, 1968, ბათუმი) — ქართველი გეოგრაფი ასევე ექიმი ონკო-უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1992-1993 წლებში იყო უროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტის ინტერნი. 1993 წელს — ბათუმის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი-უროლოგი; 1993-1995 წლებში — უროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტის კლინიკური ორდინატორი ხოლო 1995 წლიდან — ამავე უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებიც ეხება შარდის ბუშტის ინვაზიური კიბოს მკურნალობის საკითხებს. უროლოგიის ეროვნული ცენტრის კლინიკური დირექტორი, ლაპარასკოპიული სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1997 წელს „მამაკაცებში შარდის ბუშტის კიბოს შარდსადენ მილში გავრცობისა და ურეთრექტომიის საკითხისათვის“. სადოქტორო დისერტაციის თემა — დაიცვა 2006 წელს „თირკმელუჯრედოვანი კიბოს მკურნალობა და პროგნოზირების აქტუალური საკითხები“.

ორგანიზაციის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ევროპის უროლოგთა ასოციაცია, წევრი (1996-)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 233
  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ჯაფარიძე ი., თბ., 2012, გვ. 360

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]