ამბავი კოლხი ასულისა
იერსახე
| ამბავი კოლხი ასულისა | |
|---|---|
| საერთო სათაური | ამბავი კოლხი ასულისა |
| ჟანრი | ისტორიული რომანი |
| ავტორი | ლევან სანიკიძე |
| მშობლიური ენა | ქართული ენა |
| დაწერის ადგილი | საქართველოს სსრ |
ამბავი კოლხი ასულისა — ისტორიკოს ლევან სანიკიძის ისტორიულ-მითოლოგიური რომანი პირველი ქართველი პრინცესის, მედეას შესახებ. რომანში ძვ. წ. (დაახლოებით) XV საუკუნეში განვითარებული მოვლენებია აღწერილი, რომელთაც ადგილი ჰქონდათ ძველ დასავლეთ საქართველოში — კოლხეთში; ფართოდ არის გაშუქებული ქალაქ ქუთაიაში, აიეტ მეფის კარზე დატრიალებული ეროვნული ტრაგედია, როდესაც ოქროს საწმისის წასაღებად მოსულ არგონავტებს მეფის უმცროსი ქალიშვილი, მედიცინის ფუძემდებელი მედეა ეხმარება სანუკვარი მიზნის მიღწევაში.