ამაჯუაკის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამაჯუაკის ტბა
Wfm baffin island.jpg
კოორდინატები: 64°59′ ჩ. გ. 71°11′ დ. გ. / 64.983° ჩ. გ. 71.183° დ. გ. / 64.983; -71.183
მდებარეობა დროშა: კანადა კანადა
სიმაღლე ზღვის დონიდან 113 
ფართობი 3058 კმ²
ამაჯუაკის ტბა — კანადა
ამაჯუაკის ტბა

ამაჯუაკის ტბა (ინგლ. Amadjuak Lake) — გამდინარე ტბა კანადაში, ნუნავუტის ტერიტორიაზე. მდებარეობს ბაფინის მიწის დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 113 მ სიმაღლეზე.[1] ფართობით წარმოადგენს კანადის ერთ-ერთ ყველაზე მოზრდილ ტბას. ზედაპირის ფართობი 3058 კმ², ხოლო საერთო ფართობი 3115 კმ². ნუნავუტის ტბებს შორის ფართობით მესამე ადგილზეა.[2] საზრდოობს სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მხრიდან შემოსული მდინარის წყლებით. ჩამონადენი მდინარე ამაჯუაკზე, რომელიც მიემართება ჩრდილოეთისაკენ ნეტილინგის ტბისკენ, რომლის წყლები, თავის მხრივ, ჩადის ფოქსის აუზში. ტბებს შორის არსებულ ტერიტორიაზე ბინადრობს კარიბუ.[3][4]

დიდი ხნის განმავლობაში ტბა დაფარულია ყინულით. ბინადრობს თევზი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]