რეზო ამაშუკელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ამაშუკელი, რევაზ)
Jump to navigation Jump to search
რეზო ამაშუკელი
რეზო ამაშუკელი.jpg
დაბ. თარიღი 24 ივნისი 1936(1936-06-24) (83 წლის)
დაბ. ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა პოეტი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები საქართველოს კომკავშირის პრემია, ღირსების ორდენი და გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია

რევაზ (რეზო) ბიძინას ძე ამაშუკელი (დ. 24 ივნისი, 1936, ქუთაისი) — ქართველი პოეტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილილოგიის ფაკულტეტი. მისი ლექსები და პოემები იბეჭდება 1957 წლიდან. გამოქვეყნებული აქვს წიგნები (1964, 1967, 1970, 1974). 1972 წელს მისი ლექსების კრებული გამოვიდა რუსულ ენაზეც. პოემისათვის „ძახილი“ 1968 წელს მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია.[1] საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი (1986). 1988-1989 წლებში შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე (1993). არის თბილისის საპატიო მოქალაქე (2003). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996). გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა (1982) და საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატი (1968).[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]