ამარკოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ამარკოში (სანსკრიტი „বাংলা“ — ამარის ლექსიკონი, ავტორის სახელი „ამარა“ ნიშნავს „უკვდავს“, „კოში“ („კოშა“) ნიშნავს „ლექსიკონს“) — სანსკრიტული ენის ყველაზე ძველი და ყველაზე ცნობილი ლექსიკონი. მას აქვს მეორე სახელწოდება „ნამლინგანუშასანი“.

ავტორის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლექსიკონი შექმნილია VI-ს. სწავლულის ამარის ან ამარასინგხის მიერ. ამარასინგხის რელიგიური კუთვნილების შესახებ განსხვავებული აზრი არსებობს. ზოგიერთის აზრით, ის იყო ბუდიზმის მიმდევარი, ზოგიერთის აზრით კი იყო ჯაინისტი. მისმა ლექსიკონმა დროის მოთხოვნებს გაუძლო.

ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ამარასინგხი იყო ერთ-ერთი ნავარატნატი გუპტას მეფის ჩანდრაგუპტა II-ის კარზე. ზოგიერთი წყარო მიუთითებს, რომ ის მიეკუთვნებოდა ვიკრამადიტის ეპოქის მე-7 საუკუნეს.

მირაში მიუთითებს ამარკოშის შედგენის თარიღს, რომლის თანახმად, ლექსიკონი მე-9 საუკუნეს უნდა მიეკუთვნებოდეს.

თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლექსიკონი ევროპულ ენებზე ცნობილი გახდა მხოლოდ 1798 წელს, როცა მისი პირველი ნაწილი გამოქვეყნებული იქნა რომში. იგი სრულად გამოიცა ინგლისური თარგმანით 1808 წელს სანსკრიტოლოგ გ.ტ. ქოულბრუკის მიერ. 1839 წელს გამოიცა ლექსიკონის ფრანგული თარგმანი, ა.ლ. დელონშანის მიერ შესრულებული. დღეისათვის თარგმნილია, აგრეთვე, გერმანულ და სხვა ევროპულ ენებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]