ამარავატი
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
ამარავატი | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
კოორდინატები | 16°30′00″ ჩ. გ. 80°29′00″ ა. გ. / 16.50000° ჩ. გ. 80.48333° ა. გ. |
დაარსდა | 2015 |
ფართობი | 217.23 კვადრატული კილომეტრი |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
საფოსტო ინდექსი | 520 xxx, 521 xxx, 522 xxx |
ამარავატი (ინგლ. Amaravati) ― ინდოეთის შტატ ანდჰრა-პრადეშის დედაქალაქი. მდებარეობს გუნტურის რაიონში, მდინარე კრიშნას მარჯვენა ნაპირზე, ვიჯაიავადის სამხრეთ-დასავლეთით. ქალაქს სახელი ეწოდა ამარავატის ისტორიული ძეგლის შესაბამისად, რომელიც დარანიკოტის მიმდებარედ მდებარეობდა. დარანიკოტა ანტიკური ქალქი იყო, რომელიც სატავაჰანას დინასტიის დედაქალაქი იყო 2 200-ზე მეტი წლის წინ. ანდჰრა-პრადეშის დედაქალაქის რეგიონი მოიცავს მეზობელ ქალაქებს: გუნტურსა და ვიჯაიავადას.
ქალაქში ურბანული განვითარებისა და დაგეგმარების საქმიანობებს Amaravati Development Corporation Limited და ანდჰრა-პრადეშის დედაქალაქის რეგიონის განვითარების სააგენტო ახორციელებს. ამ უკანასკნელს იურისდიქცია აქვს როგორც ქალაქზე, ისე კონურბაციაზე, რომელიც ანდჰრა-პრადეშის დედაქალაქის რეგიონსაც მოიცავს. დედაქალაქის ფართობი 217.23 კმ²-ია. მისი ბირთვი 16.94 კმ²-ია.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამარავატი პირადპირ თარგმანში „უკვდავთა ადგილს“ ნიშნავს. სახელწოდება ისტორიული, სულიერი და მითოლოგიური თვალსაზრისითაა განპირობებული. XVIII საუკუნეში ამარავატი დარანიკოტის მახლობლად მდებარე სოფელს ეწოდებოდა.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული და შუა საუკუეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამარავატის მახლობლად მდებარე დარანიკოტა სატავაჰანას დინასტიის დედაქალაქი იყო. მისი ისტორია ძვ.წ. II საუკუნიდან იწყება.[2] სატავაჰანებს ანდრჰა-პრადეშის ისტორიაში დიდი ადგილი უკავიათ. მათი მთავარი ენა პრაკრიტი იყო, რომლის ჩასაწერადაც ბრაჰმის დამწერლობას იყენებდნენ. ბრაჰმის დაეფუძნა ტელუგუ ენის დამწერლობაც. წამყვანი რელიგია ბუდიზმი იყო და დინასტიამ დიდი როლი ითამაშა რეგიონში ბუდიზმის გავრცელებაში.[2] ქალაქს დიდი ბუდისტური სტუპა ჰქონდა, რომელსაც ამარავატის სტუპა ეწოდებოდა. ქალაქი ბუდისტური სწავლებისა და ხელოვნების ცენტრს წარმოადგენდა, რის გამოც მას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან ბევრი ბუდისტი სტუმრობდა.[2]
სხვადასხვა დროს ამარავატის ტერიტორიას მართავდნენ: სატავაჰანას დინასტიის წარმომადგენლები, იკშვაკუები, ვიშნუკუნდინაები, პალავას, ჩოლასა და კაკატიის დინასტიის წარმომადგენლები, დელის სულთნები, ნაიაკები, ბაჰმანის სულთნები, ვიჯაიანაგარის იმპერიის წარმომადგენლები, გოლკონდის სულთნები და მოგოლები. 1724 წელს ქალაქის ტერიტორია ჰაიდარაბადის ნიზამის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა. 1750 წელს იგი საფრანგეთს გადაეცა, თუმცა 1759 წელს ოსტინდოეთის კომპანიამ დაიპყრო. ნიზამს 1768 წელს დაუბრუნდა, თუმცა კიდევ ერთხელ გადაეცა ბრიტანეთს 1788 წელს.[3][4][5]
ამარავატის დაარსება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 ანდჰრა-პრადეშის რეორგანიზაციის აქტის მიხედვით, ჰაიდარაბადი ახლადშექმნილი შტატის, ტელანგანის დედაქალაქი გახდა. ანდჰრა-პრადეშის ახალი დედაქალაქის ალტერნატივების გამოსაკვლევად ცენტრალურმა მთავრობამ ექპერტთა კომიტეტი შექმნა, რომელიც სხვადასხვა ეროვნული ინსტიტუტის ექსპერტებით იყო დაკომპლექტებული. ანდჰრა-პრადეშის ახალი დედაქალაქის ალტერნატივების გამოსაკვლევად. ინფორმაციის ანალიზის, ადგილების მონახულებისა და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად კომიტეტმა სხვადასხვა ადგილი შეამოწმა იმის დასადგენად, თუ რამდენად გამოდგებოდა ისინი ქალაქისთვის. კომიტეტის მოვალეობებს შორის იყო მიწის, წყლისა და ბუნებრივი რესურსების ხელმისაწვდომობის შეფასება მდგრადობისა და ურბანული ზრდის პოტენციალის გათვალისწინებით. კომიტეტმა ასევე შეამოწმა საგზაო, სარკინიგზო და საჰაერო სატრანსპორტო შესაძლებლობები ახალი დედაქალაქის სხვა მთავარ ქალაქებთან დასაკავშირებლად.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამარავატი გუნტურის ოლქში მდებარეობს, მდინარე კრიშნას ნაპირებზე. ქალაქი ვიჯაიავადიდან 10 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს, გუნტურიდან ― 16 კმ-ით ჩრდილოეთით, ხოლო ტენალიდან ― 45 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით.[6][7] ქალაქის ფართობი 217.23 კმ²-ია. მოიცავს გუნტურის ოლქის 25 სოფელსა და 3 მანდალს (ტულური, მანგალაგირი და ტადეპალი). ქალაქის 25 სოფელში 1 ლახი (=100 000 ადამიანი) მოსახლეობა 27 000 შინამეურნეობაში ცხოვრობს. ანდჰრა-პრადეშის დედაქალაქის რეგიონი გუნტურის, პალნადუსა და კრიშნას ოლქებს მოიცავს. მის შემადგენლობაში შედის ქალაქები: გუნტური, ვიჯაიავადა და ტენალი, მცირე ქალაქებთან და სოფლებთან ერთად. ზამთარში ტემპერატურა 12-30 °C-ს შორისაა. ზაფხულში ტემპერატურა 17-45 °C-ია. კლიმატი ძალიან ტენიანია. ტენიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 68%-ია.[5]
2024 წლის მაჩვენებლებით, ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 800 000 ადამიანს შეადგენს.[8] მოსახლეობის უმრავლესობა ტელუგუზე საუბრობს. მოსახლეობის უმრავლესობა ინდუიზმის მიმდევარია, თუმცა ქალაქში მუსლიმების, ქრისტიანებისა და ბუდისტების თემებიც ცხოვრობენ.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- APCRDA (2016). APCRDA facts and figures Edition 2, Status 04/2016. Government of Andhra Pradesh.
- APCRDA (2017). APCRDA facts and figures, Edition 2, Status 05/2017. Vijayawada: APCRDA. დაარქივებული 2018-03-20 საიტზე Wayback Machine.
- APCRDA (2019). Amaravati Project progress report, Edition 4, Feb 2019.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Amaravati, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- (2015) The new capital region of Andhra Pradesh: The capital region plan and report. დაარქივებული 23 September 2015[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- Capital Tragedy: Amaravati; రాజధాని విషాదం: అమరావతి YouTube-ზე (Parakala Prabhakar's documentary on Amaravati capital issue released on 14 December 2020)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Akbar, Syed (22 October 2015). „After 18 centuries, Amaravati set to become a 'capital' again“. The Times of India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 October 2015. ციტირების თარიღი: 2 August 2017.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Kosambi, Damodar Dharmanand (1956), „Satavahana Origins“, Introduction to the study of India history (second 1975 რედ.), Mumbai: Popular Prakashan, pp. 243, 244, ISBN 978-81-7154-038-9
- ↑ History of Andhra Pradesh. AP Online. Government of Andhra Pradesh. ციტირების თარიღი: 22 July 2012
- ↑ P. Raghunadha Rao (1993). Ancient and medieval history of Andhra Pradesh. Sterling Publishers, 1993, გვ. iv.
- ↑ 5.0 5.1 APCRDA 2017.
- ↑ U Sudhakar Reddy (31 October 2014). „Andhra Pradesh capital to come up on riverfront in Guntur district“. Deccan Chronicle. Hyderabad. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 December 2020. ციტირების თარიღი: 1 November 2014.
- ↑ Explained: Why Amaravati has been chosen as the new Andhra Pradesh capital. The Indian Express (21 October 2015). ციტირების თარიღი: 22 October 2015
- ↑ Amravati, India Metro Area Population 1950-2024. ციტირების თარიღი: 2024-10-03