ამან ტულეევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამან ტულეევი

ამან ტულეევი (დაბადებისას ამანგელდი ტულეევი, ყაზახ. Аманкелді Молдағазыұлы Төлеев; დ. 13 მაისი, 1944, კრასნოვოდსკი, თურქმენეთის სსრ, სსრკ) — რუსი პოლიტიკოსი. პროფესიონალური განათლების განვითარების ინსტიტუტის კუზბასის რეგიონალური ფილიალის რექტორი 2018 წლის 17 სექტემბრიდან.

კემეროვოს ოლქის სახალხო დეპუტატების საბჭოს დეპუტატი, 2018 წლის 3 აპრილიდან 14 სექტემბრამდე კემეროვოს ოლქის სახალხო დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე. კემეროვოს ოლქის გუბერნატორი 1997-2018 წლებში. გუბერნატორის პოსტზე იყო 20 წელიწადზე მეტი, რის გამოც ამ მაჩვენებლით იკავებდა მეორე ადგილს მთელ რუსეთში ევგენი სავჩენკოს შემდეგ. 2018 წლის 1 აპრილს დატოვა გუბერნატორის პოსტი, საკუთარი სურვილით.

პოლიტიკური მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წელს წარუმატებლად იყარა კენჭის სსრკ-ს სახალხო დეპუტატობაზე.

1991 წელს ტულეევმა კენჭი იყარა რუსეთის პრეზიდენტის პირველ არჩევნებზე. დააგროვა ხმათა 7% და დაიკავა მეოთხე ადგილი ბორის ელცინის, ნიკოლოზ რიჟკოვისა და ვლადიმერ ჟირინოვსკის შემდეგ.[1]

1990-1993 წლებში იყო რსფსრ-ს სახალხო დეპუტატი.[2]

1990-1993 წლებში იკავებდა კემეროვოს სახალხო დეპუტატების საოლქო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს. 1990 წლის დეკემბრიდან 1991 წლის აგვისტომდე იყო კემეროვოს სახალხო დეპუტატების საოლქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე.[3] 1991 წლის აგვისტოში ამან ტულეევი დაპირდა „ГКЧП“-ს ხელმძღვანელს და სსრკ-ს ვიცე-პრეზიდენტ გენადი იანაევს, რომ სახელმწიფო გადატრიალებაში მხარს დაუჭერდა. საბოლოო ჯამში, ამის გამო, პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ტულეევის ნაცვლად კემეროვოს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა კუზბასის მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ კისლიუკი.[4]

1994 წლის მარტში კემეროვოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში მის მიერ შექმნილმა წინასაარჩევნო ბლოკმა მიიღო ხმების 63,3 პროცენტი, აპრილში კი ტულეევი სათავეში ჩუადგა საოლქო საკანონმდებლო ორგანოს. სპიკერის პოსტზე, სისტემატიურად სდებდა ბრალს ელცინის მიერ დდანიშნულ მიხეილ კისლიუკს კორუფციასა და მაქინაციებში, ინიციირებდა ადმინისტრაციის ქმედებების სხვადასხვა სახის საპარლამენტო შემოწმებებს, რის შედეგადაც მან მიიღოდიდი პოპულარობა რეგიონში.[4]

1994-1996 წლებში კემერროვოს ოლქის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეობასთან ერთად იყო რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს წევრი.

1996 წლის 22 აგვისტოს ტულეევი დაინიშნა რუსეთის ფედერაციის ინისტრად დსთ-ს მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებში. დამკვირვებლების აზრით, ეს დანიშვნა მოხდა იმიტომ, რომ ტულეევს ხელი აეღო 1997 წლის კემეროვოს ოლქის გუბერნატორის არჩევნებზე. მაგრამ, 1997 წლის გაზაფხულ-ზაფხულის პეროდში სიტუაცია შეიცვალა: ოლქში ჩატარდა რამდენიმე მასობრივი მიტინგი, ხოლო ოლქის ხელმძღვანელ მიხეილ კისლიუკს მოსახლეობაში ჰქონდა პოპულარობის ძალიან პატარა დონე. ამ პირობებში, კრემლმა თავად შესთავაზა ტულეევს კემეროვოს ოლქის ხელმძღვანელი გამხდარიყო.[4]

1997 წლის 1 ივლისს დაინიშნა კემეროვის ოლქის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად.[5] ეს დანიშვნა განახორციელა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა, კუზბასში მაღალი სოციალური დაძაბულობიდან გამომდინარე.[6]

1997 წლის 19 ოქტომბერს ტულეევმა გაიმარჯვა კემეროვოს ოლქის გუბერნატორის არჩევნებზე ხმათა 94,54 პროცენტით.[7]

2001 წლის 25 იანვარს გადადგა გუბერნატორის პოსტიდან. მისივე თქმით, გადადგომის მიზეზი იყო გუბერნატორისა და მუნიციპალური არჩევნების შეთავსება. 2001 წლის 22 აპრილის ვადამდელ არჩევნებზე კვლავ წამოაყენა თავისი კანდიდატურა და ხმათა 93,5 პროცენტი მიიღო. 2001 წლის 4 მაისს დაიკავა კემეროვოს ოლქის გუბერნატორის თანამდებობა.[8]

სამჯერ, 1991, 1996 და 2000 წელს ამან ტულეევი კენჭს იყრიდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე. 1991 წლის 12 ივნისს, რსფსრ-ის პრეზიდენტის არჩევნებზე მიიღო ხმების 6,81 პროცენტი, დაიკავა მეოთხე ადგილი. 1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხსნა საკუთარი კანდიდატურა ჯერ კიდევ პირველ ტურამდე და მოუწოდა მხარადმჭერებს ხმა მიეცათ „სახალხო-პატრიოტული ბლოკის“ კანდიდატი გენადი ზიუგანოვისთვის. 2000 წლის არჩევნებზე, მიიღო ხმათა 2,95%, თითქმის ყველა ხმა კემეროვოს ოლქში, სადაც მისი მხარდაჭერის დონე 52 პროცენტი იყო და საბოლოო ჯამში არჩევნების გამარჯვებულის, ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერასაც გადააჭარბა.

გადადგომა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის 25 მარტს კემეროვოში, სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაიღუპა 60 ადამიანი, მათ შორის ტულეევის მცირეწლოვანი ნათესავი, ამანა ტულეევა. თავად გუბერნატორი არ ეწვია ტრაგედიის ადგილს საგანგებო სამსახურის მმართველის, ვალდიმერ პუჩკოვის თმით, რათა მას ხელი არ შეეშალა სამაშველო ოპერაციის ჩატარებისთვის.[9][10]

2018 წლის 1 აპრილს ამან ტულეევმა გამოუშვა ღია ვიდეომიმართვა კემეროვოს ოლქის მცხოვრებთათის[11] და მიმართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დროზე ადრე გადადგომის მოთხოვნით საკუთარი სურვილით, რამდენიმე საათში პრეზიდენტმა ტულეევის თხოვნა დააკმაყოფილა.[12][13] სატელფონო საუბარში, ვლადიმერ პუტინმა მადლობა გადაუხადა ამან ტულეევს ოლქის მრავალწლიანი ხელმძღვანელობისთვის.[14]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Илья Азар Кузбассбаши и аномальные цифры // Новая газета. — 2017. — № 84. — 04.08.2017 — С. 11-14
  2. Алфавитный список народных депутатов РСФСР/РФ
  3. http://www.knowbysight.info/1_RSFSR/00281.asp
  4. 4.0 4.1 4.2 Тулеев, Аман — Lenta.ru
  5. https://www.lawmix.ru/pprf/122623
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-08. ციტირების თარიღი: 2018-11-30.
  7. Губернаторские выборы — 1997
  8. Аман Тулеев 25 января уходит в отставку. 24 января 2001. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2018-11-30.
  9. Тулееву помешал приехать на место пожара в «Зимней вишне» глава МЧС. lenta.ru (26.03.2018). ციტირების თარიღი: 2018-04-01.
  10. В МЧС оправдались, почему Тулеев не приехал на место пожара в ТЦ в Кемерове. life.ru (26.03.2018). ციტირების თარიღი: 2018-04-01.
  11. YouTube канал "Пресс-служба АКО". Обращение Амана Тулеева (01.04.2018). ციტირების თარიღი: 2018-04-01.
  12. Губернатор Кемеровской области Аман Тулеев обратился к президенту РФ Владимиру Путину с заявлением об отставке по собственному желанию. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-01. ციტირების თარიღი: 2018-04-01.
  13. Принята отставка Амана Тулеева (2018-04-01). ციტირების თარიღი: 2018-04-01.
  14. Телефонный разговор с Аманом Тулеевым (2018-04-01). ციტირების თარიღი: 2018-04-01.