ამანულაჰ მირზა ყაჯარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამანულაჰ მირზა ყაჯარი
امان الله میرزا قاجار‎‎
დაბადების თარიღი 8 იანვარი 1857
დაბადების ადგილი შუშა, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1937 (79-80 წლის)
გარდაცვალების ადგილი თეირანი, ირანი
კუთვნილება {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
აზერბაიჯანის დროშა ადრ
ირანის დროშა სპარსეთი
ჯარის სახეობა ქვეითი ჯარი
სამხედრო სამსახურის წლები 1879—1920
წოდება გენერალ-მაიორი
ბრძოლები/ომები რუსეთ-იაპონიის ომი
პირველი მსოფლიო ომი
სომხეთ-აზერბაიჯანის ომი
ჯილდოები წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი და ოქროს ხმალი მამაცობისათვის

ამანულაჰ მირზა ყაჯარი (სპარს. امان الله میرزا قاجار; დ. 8 იანვარი 1857, შუშა, რუსეთის იმპერია — გ. 1937, თეირანი, ირანი) — სპარსეთის ყაჯარების დინასტიის პრინცი და რუსეთის იმპერიისა და აზერბაიჯანის სამხედრო მეთაური, რომელსაც გენერალ-მაიორის წოდება ჰქონდა.

რუსეთის არმიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამანულაჰ მირზა ყაჯარი დაიბადა 1857 წლის 8 იანვარს ქალაქ შუშაში, რუსეთის იმპერიაში (დღეს აზერბაიჯანი). იყო სპარსეთის პრინცის ბაჰმან მირზა ყაჯარის მე-17 ვაჟი, მისი უკანასკნელი უმცროსი ცოლისგან. აქედან გამომდინარეობს მისი რუსული გვარი „პერსიდსკი“ (ანუ „სპარსელი“). 1879 წლის 19 ივლისს, ამანულაჰი შევიდა სამხედრო სამსახურში, ზაქათალის 164-ე ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში. 1883 წელს, დაწინაურდა მეორე ლეიტენანტის წოდებამდე. 1886 წლის 20 ნოემბერს, იგი ყუბანის კაზაკების მე-2 ბატალიონის პლაზტუნში გადავიდა. 1902 წლის 9 მაისს, ამანულაჰ მირზმა თავისი წარმატებული ქმედებებისა და სამსახურისთვის დაწინაურდა. 1909 წლის 16 აპრილს, ყუბანის პლაზტუნის მე-9 ბატალიონის არმიის ესეაული გახდა.

პირველი მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის დროს, მირზა ყაჯარი ავსტრიის ფრონტზე იბრძოდა. სამსახურში ყოფნისას მას მიენიჭა „წმინდა ანას II ხარისხის ორდენით“ და ხმლებით, „წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენით“ და მახვილით, და „წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენით“. 1915 წლის 25 აპრილს მას პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. ფეხის მძიმე ჭრილობის გამო, მირზა ყაჯარი დროებით გაიგზავნა მკურნალობისთვის, ხოლო 1916 წელს იგი დაბრუნდა ფრონტზე. თავისი ბატალიონის გამაგრებით დაიცვა სოფელი მარხონოვკა, ასევე ამანულაჰმა ბრძოლისას გაანადგურა მტრის ცოცხალი ძალა. 1916 წლის 5 ნოემბერს, ოპერაციების დროს, მას მიენიჭა „წმინდა გიორგის ხმალი“. სამაგალითო სამსახურისთვის, 1917 წელს ამანულაჰ მირზა ყაჯარს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. თებერვლის რევოლუციის შემდეგ, იგი ცხოვრობდა ტიფლისში და ცოტა ხანი შუშაში.

ადრ-ის არმიაში და ემიგრაციაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ (ადრ) შექმნა თავისი პირველი არმია, როგორც ახლადშექმნილი სახელმწიფო, ამანულაჰ მირზამ 1918 წლის 1 დეკემბერს შეიტანა განცხადება ახლად დაარსებულ თავდაცვის სამინისტროში, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში დაშვების მოთხოვნით. 1919 წლის მარტში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო დიპლომატიური მისიის შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო სპარსეთის მთავრობასთან თეირანში. მას ასევე ეკავა ცენტრალური სამხედრო სამსახურის თავმჯდომარეს თანამდებობა. 1920 წლის 27 იანვარს, გენერალ-მაიორი ამანულაჰ მირზა ყაჯარი დაინიშნა ადრ-ის პირველი ქვეითი სამმართველოს უფროსის მოადგილედ და ხანქენდისა და შუშას გარნიზონის ხელმძღვანელად. ამანულაჰ მირზამ, ასევე მონაწილეობა მიიღო სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ 1920 წლის 23 მარტსა და 22 მარტს, ადრ-ის სამხედრო ნაწილებზე თავდასხმების მოგერიებაში.

ადრ-ის დაცემისა და ბოლშევიკების რეპრესიასთან დაკავშირებით, ამანულაჰ მირზა ყაჯარმა იძულებული გახდა ირანში გაემგზავრა. თეირანში ცხოვრობის დროს, მირზა ყაჯარი სამხედრო სკოლაში ასწავლიდა და მონაწილეობდა ირანის რეგულარული არმიის ფორმირებაში. ასევე იყო ირანის მეჯლისის (პარლამენტის) დეპუტატი და ირან-საბჭოთა მეგობრობის საზოგადოების თავმჯდომარე. ამანულაჰ მირზა ყაჯარი, 1937 წელს თეირანში გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Назирли Шамистан. Расстрелянные генералы Азербайджана (Güllələnmiş Azərbaycan Generalları). 2-е изд. М. Баку. 2006. გვ. 79-80
  • Азербайджанская Демократическая Республика (1918—1920). Армия. (Документы и материалы). — Баку, 1998
  • Азербайджанская Демократическая Республика (1918—1920). Внешняя политика. (Документы и материалы). — Баку, 1998