ამანდა ბაინსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამანდა ბაინსი
Amanda Bynes 2009.jpg
ბაინსი 2009 წელს
დაბადების სახელი ამანდა ლორა ბაინსი
დაბადების თარიღი 3 აპრილი, 1986 (1986-04-03) (35 წლის)
კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1993-2010

ამანდა ლორა ბაინსი (ინგლ. Amanda Laura Bynes; დ. 3 აპრილი, 1986) — ამერიკელი მსახიობი. იგი ცნობილია ტელევიზიასა და კინემატოგრაფიაში მოღვაწეობით მთელი 1990-იანი და 2000-იანი წლების განმავლობაში. [1] [2] მან მიიღო რამდენიმე ჯილდო, მათ შორის არის შვიდი Kids 'Choice Awards და კრიტიკოსების არჩევანის კინო-ჯილდოები.

ბაინსმა სამსახიბო კარიერა ბავშვობის ასაკში დაიწყო, მუშაობდა ესკიზურ კომედიურ სერიალზე All That (19962000) და გადიღეს სერიალში ''ამანდას შოუ'' (19992002), რისთვისაც მან მიიღო რამდენიმე ჯილდო. თინეიჯერობის ასაკში მან პოპულარობა მოიპოვა ჰოლი ტაილერის როლისთვის WB სიტკომში რა მომწონს შენში (20022006) და შეასრულა მხატვრული ფილმის დებიუტი კაილის როლით, ფილმში დიდი მსუქანი მატყუარა (2002). ბაინსმა მონაწილეობა მიიღო არაერთ წარმატებულ ფილმში, მათ შორის არის: რა სურს გოგონას (2003) და რობოტები (2005); მოიპოვა დიდება მისი როლებისთვის ფილმებში: ის კაცია (2006), თმის ვარცხნილობა (2007) და მსუბუქი ყოფაქცევის ფრიადოსანი (2010). [3]

2010 წელს გამოაცხადეს რომ სხვადასხვა პირადული პრობლემების გამო, იგი რამდენიმე წლით მსახიობობას შეწყვეტდა. 8 წლის შემდეგ, 2018 წელს, მან ტელევიზიაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი ამერიკელი მსახიობი ამანდა ლაურა ბაინსი დაიბადა კალიფორნიაში, 1986 წლის 3 აპრილს. არის სტომატოლოგის ასისტენტის, ლინის და სტომატოლოგის და ოფისის მენეჯერის, რიკ ბაინსის მესამე, ყველაზე უმცროსი შვილი. მისი მამა კათოლიკეა, წარმოშობით ირლანდიელი, ლიეტვუელი და პოლონელი. დედა ებრაელია და დაიბადა კანადელი წყვილის ოჯახში, რომელთა ოჯახები იყვნენ პოლონეთიდან, რუსეთიდან და რუმინეთიდან.[4]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამანდა ბაინსმა პროფესიონალური მოღვაწეობა 7 წლის ასაკში დაიწყო და გამოჩნდა Buncha Crunch-ის ტკბილეულის სატელევიზიო რეკლამაში. [5] ბავშვობის პერიოდში ის ასევე გამოჩნდა სხვადასხვა მიუზიკლებსა და სპექტაკლებში, მათ შორისაა: მიუზიკლი ენი, საიდუმლო ბაღი, მუსიკის კაცი და მუსიკის ხმა. [6] მოგვიანებით ლოს-ანჯელესში, სიცილის ქარხანაში კომედიურ ბანაკში იყო. სადაც შეამჩნია, ნიკელოდეონის პროდიუსერმა. 1996 წლიდან 2000 წლამდე სხვადასხვა როლები ითამაშა კომედიურ სკეჩში, ''All That'' 1996. ჩვენებამ ბაინს დიდი აღიარება მოუტანა და 2000 წელს მოიგო ''Kid's Choce Award''. ბაინსი, 1997 წლიდან 1999 წლამდე ასევე თამაშობდა სერიალში, გარკვევა. [7]

13 წლის ასაკში, 1999 წლიდან 2002 წლამდე თამაშობდა სატელევიზიო პროგრამაში, ამანდას შოუ . [8] აღნიშნულ შოუში, მისმა შესრულებულმა როლმა დიდი მოწონება დაიმსახურა, რითაც მოიპოვა ოთხი Kids 'Choice Awards და ორი ახალგაზრდა შემსრულებლის პრემიის ნომინაცია. [9]

ბაინსი რობოტების პრემიერაზე 2005 წელს

2002 წელს, შედგა ბაინსის დებიუტი მხატვრულ ფილმში " დიდი მსუქანი მატყუარა", სადაც მან ითამაშა, პერსონაჟი კეილის როლი, რომელიც პერსონაჟის, ფრენკი მუნიზის საუკეთესო მეგობარია. მიუხედავად იმისა, რომ ფილმს არაერთგვაროვანი შეფასებები ჰქონდა, კომერციულად წარმატებული იყო , ხოლო ამანდამ აღნიშნული როლისთვის, მოიგო საბავშვო არჩევანის ჯილდო. 2002 წელს, მან მთავარი როლი მიიღო სიტკომში რა მომწონს შენში, სადაც მან 2002 წლიდან 2006 წლამდე, ითამაშა მსახიობთან,, ჯენი გარტთან ერთად. სერიალმა დადებითი შეფასებები მიიღო, ხოლო ბაინსმა მიიღო მრავალი ნომინაცია, მათ შორის: Teen Choice Awards და ''ახალგაზრდა მსახიობის ჯილდო''. 2003 წელს გამოჩნდა Vanity Fair-ის 2003 წლის ივლისის გამოცემის გარეკანზე.[10] ახმოვანებდა ანიმაციურ ფილმს, შარლოტის ქსელი 2: უილბერის დიდი თავგადასახალი, რომელიც კრიტიკოსებმა გააპროტესტეს. მან 2005 წელს პიპერ პინვილერი გაახმოვანა ანიმაციაში, რობოტები, რასაც დიდი კომერციული წარმატება მოჰყვა. [11] 2005 წელს მან ითამაშა რომანტიკულ კომედიაში, Love Wrecked .

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს მან თავი აღწერა, როგორც ებრაელი, და ასევე განაცხადა: "მე ვისწავლე როგორც იუდაიზმი, ასევე კათოლიციზმი. ჩემმა მშობლებმა თქვეს, რომ ჩემი გადასაწყვეტი იქნებოდა, თუ რომელ სარწმუნოებას დავიცავდი, როცა გავიზრდებოდი. ჯერ არ გადამიწყვეტია რელიგია. ჯერ ზუსტად არ ვიცი რისი მჯერა. ” [12]

ბავშვობიდან ბაინს აინტერესებდა ილუსტრაცია და მოდის დიზაინი. [13] 2013 წლის დეკემბერში, ბაინსი ჩაირიცხა დიზაინისა და სავაჭრო მოდის ინსტიტუტში ირვინში, კალიფორნიაში. [14] 2018 წელს მან მიიღო ასოცირებული სამხატვრო ხარისხი საქონლის პროდუქტის განვითარებაში და გამოაცხადა, რომ აპირებს დაიწყოს ბაკალავრის პროგრამაზე სწავლა. [15] 2019 წელს ბაინმა დაამთავრა ''FIDM''.

2020 წელს, ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე, მან გამოაცხადა, პოლ მაიკლთან ნიშნობის შესახებ. სამი კვირის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მათ ურთიერთობა გაწყვიტეს, მაგრამ მოგვიანებით ეს განცხადება ყალბი აღმოჩნდა. მაიკლმა თქვა, რომ მათი ინსტაგრამის ანგარიშები გატეხეს. 2020 წლის მარტში, ბაინსმა ინსტაგრამის ანგარიშზე ფოტო გაავრცელა და გამოაცხადა, რომ ისინი პირველ შვილს ელოდებოდნენ. მოგვიანებით მან ეს პოსტი წაშალა და მისმა ადვოკატმა დაადასტურა, რომ წყვილი შვილს არ ელოდა.

2019 წლის დეკემბერში, ბაინსმა აღნიშნა, რომ მარცხენა თვალის ქვეშ გულის ტატუ აქვს გაკეთებული.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Amanda Bynes Sighting! Formerly Troubled Actress Looks Happy & Healthy On Shopping Trip. OK!. Odyssey Magazine Publishing Group (March 7, 2016).
  2. Fab Flash: Amanda Bynes Plays Designer. Popsugar (May 9, 2007).
  3. „Amanda Bynes: 'I'm Doing Amazing'. People. September 19, 2012. ციტირების თარიღი: September 19, 2012.
  4. Harrison, Lily (June 13, 2013). „Amanda Bynes' Latest Twitter Revelation: I Won't Marry a German, Because I'm Jewish“. E! News. ციტირების თარიღი: May 23, 2018.
  5. Amanda Bynes - US Magazine
  6. Fischer, Paul (September 12, 2006). „Amanda Bynes Talks Hairspray On-Set“. Dark Horizons. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 24, 2012. ციტირების თარიღი: July 19, 2007.
  7. Lakshmin, Deepa. 17 'Figure It Out' Secrets Summer Sanders Spilled To Us en. ციტირების თარიღი: 2020-12-08
  8. Amanda Bynes Biography. ციტირების თარიღი: 16 October 2014
  9. How Amanda Bynes went from comedy sensation to a troubled, retired child actress and newly engaged college grad. Insider. ციტირების თარიღი: 2020-12-08Schild, Darcy. "How Amanda Bynes went from comedy sensation to a troubled, retired child actress and newly engaged college grad". Insider. Retrieved December 8, 2020.
  10. „It's Totally Raining Teens!“. Vanity Fair. New York City: Condé Nast. July 2003. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 28, 2008. ციტირების თარიღი: July 19, 2007. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება)
  11. „AMANDA BYNES - ROBOTS Interview (2005)“. Tribute. 2005. ციტირების თარიღი: 2019-02-05.
  12. Bloom, Nate (July 10, 2007). „She's the Man: A Q&A with Amanda Bynes“. InterfaithFamily. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 30, 2012.Bloom, Nate (July 10, 2007). "She's the Man: A Q&A with Amanda Bynes". InterfaithFamily. Archived from the original on April 30, 2012.
  13. Pearlman, Cindy (March 12, 2006). „Teen queen Amanda Bynes channels her masculine side to get the guy“. Chicago Sun-Times. Chicago, Illinois: Sun-Times Media Group. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 5, 2012. ციტირების თარიღი: July 19, 2007. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება)Pearlman, Cindy (March 12, 2006). . Chicago Sun-Times. Chicago, Illinois: Sun-Times Media Group. Archived from the original დაარქივებული 2012-11-05 საიტზე Wayback Machine. on November 5, 2012. Retrieved July 19, 2007.
  14. Rosenbaum, Claudia (September 24, 2012). „Amanda Bynes Too Busy Being Fashionable in New York, No Shows for Suspended-License Hearing“. E!. ციტირების თარიღი: September 28, 2012.
  15. Schreiber, Abby (2018-11-26). „Break the Internet: Amanda, Please“. Paper. ციტირების თარიღი: 2019-02-05.Schreiber, Abby (November 26, 2018). "Break the Internet: Amanda, Please". Paper. Retrieved February 5, 2019.