ამალ კლუნი
ამალ კლუნი | |
---|---|
არაბ. أمل علم الدين - ამალ კლუნი 2018 წ. | |
დაბადების სახელი | ალამუდინი |
დაბადების თარიღი |
3 თებერვალი, 1978 წ. ბეირუთი, ლიბანი |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთი |
საქმიანობა | იურისტი, ადამიანის უფლებათა დამცველი, მწერალი |
მეუღლე(ები) | ჯორჯ კლუნი |
შვილ(ებ)ი | 2 |
ამალ კლუნი (ინგლ. Amal Clooney; დაბ. ალამუდინი; არაბ. أمل علم الدين; დ. 3 თებერვალი, 1978, ბეირუთი, ლიბანი) — ლიბანური წარმოშობის ბრიტანელი იურისტი. ცნობილი ადამიანის უფლებათა დამცველი.[1][2][3]
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამალ ალამუდინ კლუნი დაიბადა ბეირუთში, ლიბანში. მისი სახელი არაბულიდან მომდინარეუბს أمل ʾამალ, რაც ნიშნავს "იმედს".
გოგონას ოჯახმა ლიბანი დატოვა, როდესაც ის ორი წლის იყო, ლიბანის სამოქალაქო ომის დროს და დასახლდა ჯერარდ კროსში, ბუკინგემშირში. მამამ, რამზი ალამუდდინმა, ლიბანელმა დრუზმა ბაკლაინის ალამუდინების ოჯახიდან (სოფელი ჩოუფის რაიონში), მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების დიპლომი ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში. იგი ლიბანში დაბრუნდა 1991 წელს. დედა, ბარია (დაბ. მიქნასი), ჩრდილოეთ ლიბანიდანაა, ტრიპოლიდან, სუნიტი მუსლიმების ოჯახიდან. ის პოლიტიკური ჟურნალისტი და პანარაბული გაზეთის al-Hayat (ალ-ჰაიათ)-ის უცხოელი რედაქტორია, დამფუძნებელია კომპანიისა International Communication Experts.[4]
ამალ კლუნს, ჰყავს სამი და-ძმა: ერთი და ორი ნახევარძმა მამის პირველი ქორწინებიდან.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამალმა იურიდიული განათლება მიიღო დიდ ბრიტანეთშა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტის სენტ ჰიუს კოლეჯი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა საერთაშორისო სამართლის, ექსტრადიციისა და ადამიანის უფლებების დაცვის სპეციალობით. საუბრობს ინგლისურ, ფრანგულ და არაბულ ენებზე.
პროფესიული საქმიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამალ კლუნი 2002 წელს ნიუ- იორკის ადვოკატთა კოლეგიის წევრი გახდა.
2004 წელს დაიკავა თანამდებობა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში.
2010 წელს დაიწყო მუშაობა იურიდიულ ფირმაში Doughty Street Chambers. მუშაობდა იურიდიულ საკითხთა მრჩევლად იუგოსლავიის საერთაშორისო სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ასევე იყო პროკურორის უფროსი იურიდიული მრჩეველი ლიბანის საკითხების შემსწავლელ სპეციალურ ტრიბუნალზე.
2019 წელს იგი დაინიშნა მედიის თავისუფლების სპეციალურ წარმომადგენლად გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის მიერ. ხსენებული თანამდებობიდან გადადგა 2020 წელს.
ამალ კლუნი წარმოადგენს კამბოჯის მთავრობას ტერიტორიულ დავაში ტაილანდთან მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს წინაშე, სომხეთის მხარეს სასამართლოში დოგუ პერინჩეკის წინააღმდეგ, ჩაგოს არქიპელაგის მოსახლეობას, რომელიც იბრძვის კუნძულებზე დაბრუნების უფლების მოპოვების გამო, საიდანაც ისინი განდევნეს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის განლაგებისას.[5][6][7]
ამალ კლუნის კლიენტებს შორის არიან WikiLeaks– ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი, უკრაინის ყოფილი პრემიერ მინისტრი იულია ტიმოშენკო, მალდივის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამედ ნაშიდი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა, ეგვიპტელ – კანადელი ჟურნალისტი მუჰამედ ფაჰმი და სხვა ცნობილი პიროვნებები.[8][9][10]
ქველმოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამალა კლუნი არის კლუნის სამართლის ფონდის პრეზიდენტი, რომელიც მან და მისმა მეუღლემ ჯორჯ კლუნიმ დააარსეს 2016 წლის ბოლოს. ფონდის მიზანია ა სამართლიანობის დამკვიდრება სასამართლო დარბაზებში, თემებსა და საკლასო ოთახებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
მისი თაოსნობით დაწესდა ამალ კლუნის სახელობის სტიპენდია, რომელიც მიზნად ისახავს ყოველწლიურად ლიბანიდან ერთი სტუდენტი გოგონას გაგზავნას დილიჯანის საერთაშორისო კოლეჯში ორწლიანი პროგრამით.[11]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის 27 სექტემბრიდან ამალი დაქორწინებულია მსახიობ და რეჟისორ ჯორჯ კლუნზე. მეუღლეებს ტყუპები ჰყავთ - ვაჟი ალექსანდრე და ქალიშვილი ელა (დაბ. 06.06.2017).[12][13]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Russian, Ale (5 February 2018). "Amal's Big 40! George Clooney Celebrates Wife's Birthday on 24-Hour Getaway". People.
- ↑ George Clooney Finally Mets His Match With Human Rights Lawyer[მკვდარი ბმული] Vanity Fair. 29 March 2017.
- ↑ "Amal Clooney: A test for democracy in the Philippines", by Amal Clooney,[მკვდარი ბმული] The Washington Post, June 12, 2020. Retrieved December 26, 2020.
- ↑ Rothman, Michael (19 March 2014). "5 Things About Amal Alamuddin". ABC News.
- ↑ "Amal Clooney- The Most Wanted Woman In Britain" Tatler. 19 January 2016. Archived from the original on 30 August 2017. Retrieved 5 August 2018.
'"I remember her as humane and brainy," adds Ghil'ad Zuckermann, now a professor of linguistics at the University of Adelaide, Australia, who was also at St Hugh's with Amal. "Students were talking about Amal even then, especially those from Middle Eastern backgrounds. I remember being told around 1997, about her famous journalist mother."
- ↑ Karam, Joyce (28 April 2014). "Who is Clooney’s fiancée Amal Alamuddin?"[მკვდარი ბმული] Al Arabiya. Retrieved 28 September2014.
- ↑ "Amal Alamuddin". Doughty Street Chambers. Archived from the original on 31 July 2015. Retrieved 14 May 2015.
- ↑ Kingsley, Patrick (6 November 2014). " Amal Clooney Calls on Egypt to release journalist Mohamed Fahmy"[მკვდარი ბმული] The Guardian. Retrieved 20 September 2019.
- ↑ "Amal Clooney Tells Amnesty International Why the Former President of the Maldives Must Be Released". Amnesty International. 14 October 2015. Retrieved 16 October 2015.
- ↑ "UN: Gloria Arroyo's detention 'violates int'l law'" დაარქივებული 2021-01-26 საიტზე Wayback Machine. . Rappler. 9 October 2015. Retrieved 9 October 2015.
- ↑ Los Angeles Times (17 December 2015). "Amal Clooney launches scholarship for Lebanese girls".[მკვდარი ბმული] latimes.com.
- ↑ Johnston, Ian (27 April 2014). "George Clooney Engaged To Amal Alamuddin: Actor To Marry British Human Rights Lawyer Who Has Represented Julian Assange".[მკვდარი ბმული] The Independent.
- ↑ Rothman, Michael (10 February 2017). "Matt Damon Says George and Amal Clooney Will Be 'Great Parents'". ABC News.