ამაზასპი (ფარსმან I-ის ძე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამაზასპი.

ამაზასპი — იბერიის მეფის ფარსმან I-ის ძე. მოხსენებულია რომში აღმოჩენილ ეპიტაფიაში, სადაც ნათქვამია, რომ პართიის წინააღმდეგ იმპერატორ ტრაინეს ლაშქრობის დროს (114-115) ამაზასპი მეთაურობდა იმპერატორის დასახმარებლად მოსულ იბერიელთა რაზმს. გარდაიცვალა ქ. ნიზიბინთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970, გვ. 524-525;
  • Меликишвили Г. А., К истории древней Грузии, Тб., 1959;