ალ რაშიდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯებელ-შამარის საამიროს დროშა 1835 - 1920 წლებში.
ჯებელ-შამარის საამიროს დროშა 1920 - 1921 წლებში.

ალ რაშიდები (არაბ. آل رشيد Āl Rashīd) — არაბეთის ნახევარკუნძულის ყოფილი დინასტია, რომლებიც მართავდნენ ჯებელ-შამარის საამიროს. ისინი იყვნენ საუდების (რომლებიც მართავდნენ ნეჯდს) მთავარი მოწინააღმდეგე ნახევარკუნძულზე ბატონობისთვისს. რაშიდების ცენტრი იყო ქალაქი ჰაილი, რომელიც მდებარეობდა ჰაჯის შემსრულებელი პილიგრიების გზაზე. ქალაქი ასევე წარმოადგენდა მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრს, რომელიც მრავალ მოგზაურს იზიდავდა. ქალაქის მმართველები იყვნენ აბდულ იბნ რაშიდის შთამომავლები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაშიდების ტერიტორიები მათ ზენიტში

რაშიდების დინასტია მოდის აბდულ იბნ რაშიდისგან, რომელმაც შექმნა ჯებელ-შამარის საამირო და იყო მისი პირველი ემირი. რაშიდებს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ოსმალეთის იმპერიასთან.

1890 წელს რაშიდებმა მოახდინეს ერ-რიადის ოკუპაცია. მათ დაამარცხეს საუდები და აიძულეს დევნილობაში წასულიყვნენ, ჯერ ბაჰრეინში, შემდეგ ყატარში, ხოლო შემდეგ ქუვეითში.[1]

რაშიდების დინასტიაში (ისევე როგორც სხვა არაბულ ოჯახებში) არ იყო ცალსახად განსაზღვრული მმართველი ამირას არჩევის წესი, რამაც გამოიწვია კლანის შიგნით ომები. XIX საუკუნის ბოლო წელს 6 რაშიდი ლიდერი დაიღუპა ძალადობრივი გზით. ამის მიუხედავად ისინი ერთად იბრძოდნენ საუდი-რაშიდების ომში.

XX საუკუნის პირველი 20 წელი არაბეთის ნახევარკუნძულზე მიმდინარეობდა განუწყვეტელი ომები. რაშიდებს ემხრობოდა არაბული ტომების უმეტესობა და მათ ჰქონდათ გარკვეული უპირატესობა, თუმცა 1921 წელს რაშიდების მთავარი ქალაქი ჰაილი დაიპყრეს ბრიტანელებმა და ის გადასცეს საუდებს. ამის შემდეგ რაშიდებმა დატოვეს არაბეთი და გადავიდნენ ერაყში. 1990-იანი წლებისთვის რაშიდების მხოლოდ მცირე რაოდენობა შემორჩა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Charles Montagu Doughty (1888): Travels in Arabia Deserta. (Reprinted many times)
  • Gertrude Bell (1907): The Desert and the Sown (republished 1987)
  • D. G. Hogarth (1905): The Penetration of Arabia: a Record of Western Knowledge Concerning the Arabian Peninsula.
  • Freeth, Zahra, and Winstone, H.V.F.: Explorers of Arabia from the Renaissance to the End of the Victorian Era, Allen & Unwin, London, 1978

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. McHale, T. R. (Autumn 1980). „A Prospect of Saudi Arabia“. International Affairs (Royal Institute of International Affairs 1944-). 56 (4): 622–647. ციტირების თარიღი: 1 August 2012.