ალ-ხანსა
იერსახე
| ალ-ხანსა | |
|---|---|
| არაბ. الخنساء | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 575[1] |
| დაბადების ადგილი | ნეჯდი |
| გარდაცვალების თარიღი | 645[2] |
| გარდაცვალების ადგილი | ნეჯდი |
| საქმიანობა | პოეტი[3] და მწერალი |
| ენა | არაბული ენა |
უმ ამრ თუმადირ ბინთ ამრ იბნ ალ-რაშიდი (არაბ. تماضر بنت عمرو بن الحرث بن الشريد السُلمية), უფრო ცნობილია, როგორც ალ-ხანსა (არაბ. الخنساء დ. 575, ნეჯდი, არაბეთი — გ. 645, ნეჯდი, არაბეთი) — არაბი პოეტი ქალი სულაიმის ტომისა. ალ-ხანსას შემოქმედება მთლიანად მარსიებისაგან (სამგლოვიარო ლექსი) შედგება, რომელიც ეძღვნება წარმართობის დროს ბრძოლაში დაღუპულ მის ძმებს მუავიასა და სახრს. ალ-ხანსას მარსიები გულწრფელი გრძნობებითა და დახვეწილი სტილით გამოირჩევა. მოესწრო ისლამის გავრცელებას, გამაჰმადიანდა შვილებთან ერთად[4].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფურცალაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 432.