შინაარსზე გადასვლა

ალ-ხაზინი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალ-ხაზინი
აბუ ალ-ფათ აბდ ალ-რაჰმან მანსურ ალ-ხაზინი

ალ-ზახინის ექსპერიმენტის აღწერა
დაბ. თარიღი XI საუკუნე
დაბ. ადგილი ირანი
გარდ. თარიღი XII საუკუნე
მოქალაქეობა სელჩუკთა სახელმწიფო
საქმიანობა ასტრონომი, ფილოსოფოსი, mechanician, ფიზიკოსი, ასტროლოგი და მათემატიკოსი

ალ-ხაზინიირანელი ასტრონომი, მექანიკოსი და ფიზიკოსი; ბიზანტიური წარმოშობის მეცნიერი, რომელიც ცხოვრობდა სელჩუკთა იმპერიის დროს.[1][2][3][4] სრული სახელია აბუ ალ-ფათ აბდ ალ-რაჰმან მანსურ ალ-ხაზინი; მოღვაწეობდა 1115–1130 წლებში. ცნობილია მისი შედგენილი ასტრონომიული ცხრილები, დაწერილი სულთან სანჯარის მფარველობის ქვეშ (ზიჯ ალ-სანჯარი, 1115), აღნიშნული ითვლება მათემატიკური ასტრონომიის ერთ-ერთ ძირითად ნაშრომად შუა საუკუნეების პერიოდში. [5] ალ-ხაზინს თვლიან თავისი ეპოქის ერთ-ერთ უდიდეს მეცნიერად, [6]გამოარჩევენ ყველა დროის უდიდეს სამეცნიერო ნაშრომების შემქმნელთა შორის და უწოდებენ „ყველა ფიზიკოსთა ფიზიკოსს“.[7]

ალ-ხაზინი არის ერთ-ერთი იშვიათი მეცნიერი ისლამურ ასტრონომებს შორის, რომლებიც ცნობილია ორიგინალური დაკვირვებების ჩატარებით. [8]მან მოგვაწოდა ფიქსირებული ვარსკვლავების პოზიციები და ირიბი აღმავლობებისა და დროის განტოლებები მერვის გრძედის მიხედვით.[9] ასევე ვრცლად დაწერა სხვადასხვა კალენდარული სისტემების შესახებ და კალენდრების [5] სხვადასხვა მანიპულაციების შესახებ. შეიმუშავა მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ინსტრუმენტი სხეულების აწონვისთვის, სპეციფიკური სიმძიმეების განსაზღვრისთვის და შენადნობების შემადგენლობის გამოკვლევისთვის. მისი დეტალური აღწერის საფუძველზე შესაძლებელი გახდა მოეხდინა რთული მექანიზმის რეკონსტრუქცია, რომელსაც თავადვე უწოდა „ყოვლისმომცველი სასწორი“. თანამედროვე კვლევა ადასტურებს მის ამბიციას არაჩვეულებრივ სიზუსტეზე 1:60 000.[10][10]

ალ-ხაზინი იყო ენციკლოპედიის ავტორი მყარი სხეულებისა და სითხეების სასწორების შესახებ, სახელწოდებით „სიბრძნის სასწორის წიგნი“ (Kitab Mizan al-Hikmah, 1121),[11][12] რომელიც იკვლევდა სიმკვრივის თეორიებს, მეტალების, ძვირფასი ქვების და თხევადი ნივთიერებების სპეციფიკურ სიმძიმეებს, ასევე წონასწორობის პრინციპებს. ფიქრობენ, რომ ეს ნაშრომი იყო „ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი სასწორი, რომელიც დამზადდა შუა საუკუნეების ისლამურ სამყაროში“ [13] და „ყველაზე ყოვლისმომცველი ნაშრომი მასების გაზომვის შესახებ შუა საუკუნეებში, ნებისმიერი კულტურული არეალიდან“.[10]

ალ-ხაზინი იყო გათავისუფლებული ბერძენი მონა მერვში,[9]:197[10][14] რომელიც იმ დროს ხორასანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი იყო. [5] ალ-ხაზინმა სახელი მიიღო თავისი ბატონისგან (აბუ'ლ ჰუსაინ ალი იბნ მუჰამედ ალ-ხაზინ ალ-მარვაზი), რომელიც იყო მერვის ხაზინადარი. ტერმინი „ხაზინ“ უბრალოდ იყო სამეფო ხაზინადრის ტიტული ადრეული ისლამური პერიოდიდან.[15] მისმა ბატონმა უზრუნველყო, რომ ალ-ხაზინს მიეღო პირველი კლასის განათლება.[5] ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ალ-ხაზინი იყო ომარ ხაიამის მოწაფე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი დადასტურებული არაა, ალ-ხაზინმა დაწერა ხაიამის შესახებ, კერძოდ, მან აღნიშნა, რომ მის მიერ გამოგონილი წყლის სასწორის (და ალ-ისფიზარის მიერ გაუმჯობესებული) შესახებ რეკომენდაციები ომარ ხაიამისგან მიიღო.[9] ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ისინი თანამშრომლობდნენ სპარსული კალენდრის რეფორმაციაზე 1079 წელს.[16]

ალ-ხაზინი ცნობილი იყო როგორც მორიდებული ადამიანი. უარი თქვა ათასობით დინარზე თავისი ნაშრომების სანაცვლოდ. ამბობდა, რომ მას მცირე თანხა სჭირდებოდა საცხოვრებლად, რადგან მხოლოდ კატა და თვითონ იყვნენ მის შინამეურნეობაში.[11] ალ-ხაზინი ისლამური ეპოქის დაახლოებით ოცი ასტრონომიდან ერთ-ერთია, რომელმაც ჩაატარა ორიგინალური დაკვირვებები.[11] მისი ნაშრომების პოპულარობამ მე-14 საუკუნეში ბიზანტიამდეც მიაღწია, კერძოდ, ისინი შეისწავლა გიორგი ქრისოკოკესმა და მოგვიანებით - თეოდორე მელიტენიოტესმა.[5]

ალ-ხაზინის სასწორის შესახებ, ხელნაწერი, თეირანი

ალ-ხაზინს, როგორც ჩანს, მაღალი სამთავრობო თანამდებობა ეკავა სანჯარ იბნ მალიქშაჰის მმართველობისა და სელჩუკთა იმპერიის სულთნის დროს. ძირითადად მოღვაწეობდა მერვში, რომელიც ოდითგანვე ცნობილი იყო საოცარი ბიბლიოთეკებით. [11] ალ-ხაზინის ყველაზე ცნობილი ნაშრომებია „სიბრძნის სასწორის წიგნი“, „ტრაქტატი ასტრონომიულ სიბრძნეზე“ და „ასტრონომიული ცხრილები სანჯარისთვის“. [11] „სიბრძნის სასწორის წიგნი“ არის შუა საუკუნეების მექანიკისა და ჰიდროსტატიკის ენციკლოპედია, რომელიც შედგება რვა წიგნისგან, ჯამში - ორმოცდაათი თავი.[11] წიგნში აღწერილია ჰიდროსტატიკური სასწორის, სტატიკისა და ჰიდროსტატიკის თეორიებისა და ექსპერიმენტების შეხაებ დაწვრილებითი ინფორმაცია, ამავდროულად მოიცავს ფიზიკის სხვა თემებს. „სიბრძნის სასწორის წიგნის“ ოთხი განსხვავებული ხელნაწერი შემორჩა.[11]

სასწორი, რომელიც ალ-ხაზინმა ააგო აჰმედ სანჯარის ხაზინისთვის, მოდელირებული იყო ალ-ისფიზარის სასწორის მიხედვით, რომელიც ერთი თაობით უფროსი იყო ალ-ხაზინზე. აჰმედ სანჯარის ხაზინადარმა შიშით გაანადგურა ალ-ასფიზარის სასწორი; ალ-ხაზინი ამ ამბის მოსმენამ თურმე ძალიან დაამწუხრა. სწორედ ამიტომ თავის სასწორს უწოდა „კომბინირებული სასწორი“ ალ-ისფიზარის პატივსაცემად.[11] სასწორს ხალხი ეძახდა „ჭეშმარიტი განსჯის სასწორს“.[11] ამ სასწორის დანიშნულება იყო ხაზინას დახმარებოდა შემდეგ საკითხებში: დაედგინა რომელი მეტალები იყო ძვირფასი და რომელი თვლები იყო ნამდვილი და რომელი - ყალბი. [11]„სიბრძნის სასწორის წიგნში“ ალ-ხაზინს ყურანიდან მრავალი სხვადასხვა მაგალითი მოჰყავს იმის შესახებ, თუ როგორ თანხვედრაშია მისი სასწორი რელიგიასთან. [11] როდესაც ალ-ხაზინი ხსნის თავისი სასწორის უპირატესობებს, ამბობს, რომ სასწორი „ასრულებს გამოცდილი ხელოსნების ფუნქციებს“, ხოლო სარგებელი არის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სიზუსტე. [11]

სანჯარის ასტრონომიის ცხრილი, თეირანი

„ტრაქტატი ასტრონომიულ სიბრძნეზე“ შედარებით მოკლე ნაშრომია.[11] შედგება შვიდი ნაწილისგან და თითოეული ნაწილი სხვადასხვა სამეცნიერო ინსტრუმენტს ეძღვნება.[11] აღნიშნული ინსტრუმენტები სხვადასხვა ფუნქციით გამოირჩეოდა, მაგალითად, სინათლის სხივის არეკვლისთვის, გადიდებისთვის და სხვა.[11] თან ახლდა ინსტრუქციები. ასევე მოიცავდა რჩევებს მარტივი ექსპერიმენტებისა და დაკვირვებების საწარმოებლად.[11] ამბობენ, რომ „ასტრონომიული ცხრილები სანჯარისთვის“ შედგენილი იყო სულთან სანჯარისთვის, მერვის მმართველისთვის, ხოლო სასწორი დამზადდა სანჯარის ხაზინისთვის.[11] ცხრილები „ასტრონომიული ცხრილები სანჯარისთვის“ არის დღესასწაულების, მარხვების და ა.შ. ერთგვარი კალენდარი.[11] ასტრონომიულ ცხრილებში ორმოცდასამი სხვადასხვა ვარსკვლავის გრძედები და განედები, მათი მაგნიტუდები და „ასტროლოგიური ტემპერამენტები“ იყო აღწერილი. [11]ამ ნაშრომისთვის ალ-ხაზინის დაკვირვებები, სავარაუდოდ, გაკეთდა მერვის სხვადასხვა ობსერვატორიაში მაღალი ხარისხის ინსტრუმენტებით.[11]

  • -Al-Khazini, Book of the Balance of Wisdom (Eng). - ალ-ხაზინის ნაშრომის „სიბრძნის სასწორის წიგნი“ ინგლისური ვერსია. თარგმანი გაკეთებულია არაბული ხელნაწერიდან აღმოსავლეთის საზოგადოების ჟურნალის რედაქტორების მიერ 1859 წელს. 2015 წლამდე ეს იყო ერთადერთი ხელმისაწვდომი ინგლისური თარგმანი.
  1. Vernet, J. (2012-04-24). „al-K̲h̲āzinī“. Encyclopaedia of Islam, Second Edition (ინგლისური).
  2. Winter, H. J. J. (February 1986). „Persian Science in Safavid Times“, The Cambridge History of Iran (en), გვ. 581–609. DOI:10.1017/CHOL9780521200943.012. ISBN 978-1-139-05498-0. 
  3. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.پژوهش‌های ایرانی | سرنوشت خازنی: داستان غم انگیز دانشمندان ایران fa-IR. ციტირების თარიღი: 2020-04-08
  4. Durant, Will; Durant, Ariel (2011) The Story of Civilization: The Age of Faith. Simon & Schuster, გვ. 352. ISBN 9781451647617. 
  5. 1 2 3 4 5 Montelle, C. (2011). The ‘Well-Known Calendars’: Al-Khāzinī’s Description of Significant Chronological Systems for Medieval Mathematical Astronomy in Arabic. In Steele J. (Ed.), Calendars and Years II: Astronomy and Time in the Ancient and Medieval World (pp. 107-126). Oxford; Oakville: Oxbow Books.
  6. Bosworth, Clifford Edmund (1992). History of Civilizations of Central Asia (en). Motilal Banarsidass Publ., გვ. 215. ISBN 978-81-208-1596-4. 
  7. Afridi, Muhammad Adil (2013). „Contribution of Muslim Scientists to the World: An Overview of Some Selected Fields“. Revelation and Science. 3 (1): 44. doi:10.31436/revival.v3i01.86 (inactive 1 July 2025).CS1-ის მხარდაჭერა: არააქტიური DOI (link)
  8. Al-Khāzinī, Abu’l-Fath ‘Abd Al-Raḥmān [Sometimes Abū Manṣūr ’ Abd Al-Raḥmān or ’Abd Al-Rahmān Manṣūr]., In: Complete Dictionary of Scientific Biography., 2008, pp. 335–351
  9. 1 2 3 Meyerhof, M. (1948). 'Alī al-Bayhaqī's Tatimmat Siwān al-Hikma: A Biographical Work on Learned Men of the Islam. Osiris, 8, 122-217.
  10. 1 2 3 4 Starr, S. Frederick (2015-06-02). Lost Enlightenment: Central Asia's Golden Age from the Arab Conquest to Tamerlane (en). Princeton University Press, გვ. 397. ISBN 978-0-691-16585-1. 
  11. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 Al-Khāzinī, Abu'l-Fath 'Abd Al-Raḥmān [Sometimes Abū Manṣūr ' Abd Al-Raḥmān or 'Abd Al-Rahmān Manṣūr]., Complete Dictionary of Scientific Biography., 2008, pp. 335–351
  12. Khanikoff, N. “Analysis and Extracts of كتاب ميزان الحكمة Book of the Balance of Wisdom, An Arabic Work on the Water-Balance, Written by ’Al-Khâzinî in the Twelfth Century.” Journal of the American Oriental Society, vol. 6, 1858, pp. 1–128. JSTOR, https://doi.org/10.2307/592172. Accessed 16 Dec. 2024.
  13. Yassi, Yousef; Yassi, Reza (2020). „Al-Khazini's Balance of Wisdom: A Masterpiece of Medieval Engineering“. Nuncius. 36 (1): 49–66. doi:10.1163/18253911-03503003. ISSN 0394-7394.
  14. Rosenfeld, B. (1994), Book reviews: Middle ages & renaissance., Journal of the History of Science in Society, pp. 85(4), 686
  15. Floor, Willem. kazinadar. ციტირების თარიღი: 4 December 2017
  16. Mehdi Aminrazavi, The Wine of Wisdom: The Life, Poetry and Philosophy of Omar Khayyam, Oneworld Publications (2007)