ალ-ნასლაა

ალ-ნასლაა (არაბ. صخرة النصلة) — ქვიშაქვის კლდე საუდის არაბეთში, რომელიც გეოლოგიურ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. კლდე ტაიმას ოაზისიდან სამხრეთით დაახლოებით 50 კმ-ში მდებარეობს. მისი სიგანე დაახლოებით 9 მეტრია, ხოლო სიმაღლე - 6 მეტრი. კლდის უნიკალურობა მდგომარეობს მის შუაში არსებული სწორი ჭრილში, რომელიც მას ორ ნაწილად ყოფს . ორივე ნაწილი პატარა „კვარცხლბეკებზე“ დგას.
ალ-ნასლაას ჭრის წარმოშობის ზუსტი მიზეზი მეცნიერებისთვის უცნობია და ის გეოლოგიური კვლევის საგანია. რამდენიმე ჰიპოთეზა მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება იყოს ამინდის ზემოქმედება- ქარის, წვიმის, ტემპერატურის ცვლილებებისა და გეოლოგიური ძალების კომბინაცია; ტექტონიკური მოძრაობები- დედამიწის ქერქის აქტივობა, რაც რეგიონს ხდის მგრძნობიარეს სტრესული ბზარების მიმართ.; ქიმიური პროცესები კლდის სუსტი წერტილების დაშლა ქიმიური რეაქციებით.
გარდა მეცნიერული ახსნისა, პოპულარულია შეთქმულების თეორიებიც, რომლებიც კლდის ჭრის მიზეზად ადამიანურ ან უცხოპლანეტელთა ჩარევას განიხილავენ.
პეტროგლიფები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლდის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი დაფარულია პეტროგლიფებით, რომლებიც პრეისტორიულ პერიოდს განეკუთვნება. ეს ნახატები ასახავს ცხოველებსა და ნადირობის სცენებს; ადამიანურ ფიგურებს; რელიგიურ ან სულიერ სიმბოლოებს, რომლებიც იმდროინდელი კულტურებისთვის სავარაუდოდ, წმინდა იყო.
ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ პეტროგლიფებს შესაძლოა ასტრონომიული მნიშვნელობა ჰქონოდა და ისინი ნავიგაციისთვის ან ციურ მოვლენებზე დაკვირვებისთვის იყენებდნენ.
ალ-ნასლაა, თავისი გეოლოგიური და კულტურული უნიკალურობით, რჩება საიდუმლოსა და ინტერესის საგნად, რაც დამატებით იზიდავს როგორც მეცნიერებს, ისე ტურისტებს.