შინაარსზე გადასვლა

ალ-ზარქალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალ-ზარქალი
არაბ. أَبُو إِسْحَاقَْ إِبْرَاهِيمُ بْنُ يَحْيَى التُّجِيبِيُّ النَّقَّاشُ الزَّرْقَالِيُّ
დაბ. თარიღი 1027[1]
დაბ. ადგილი სავარ. ტოლედო
გარდ. თარიღი 1100[2] [3] [4]
გარდ. ადგილი კორდობა
მოქალაქეობა ალ-ანდალუსია
საქმიანობა ასტრონომი, ასტროლოგი და clockmaker

აბუ ისჰაკ იბრაჰიმ იბნ იაჰია ალ-ნაკაშ ალ-ზარქალი (არაბ. إبراهيم بن يحيى الزرقالي; დ. დაახლ. 1027 — გ. დაახლ. 1100) — არაბი ასტრონომი და მათემატიკოსი. დასავლეთ ევროპაში იგი ცნობილია როგორც არზახელი (Arsachel) ან ეიზარახელი (Eizarachel). მისმა ნაშრომებმა შთააგონა ისლამური ასტრონომების თაობა ალ-ანდალუსში და, თარგმანის შემდეგ, დიდი გავლენა იქონია ევროპაში. მის მიერ გამოგონილი საფი (გაუმჯობესებული ასტროლაბი) ძალიან პოპულარული აღმოჩნდა და XVI საუკუნემდე ფართოდ გამოიყენებოდა ნავიგაციაში.[5]

ცხოვრება და მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ტოლედოში, კასტილიაში, ალ-ანდალუსიაში, ხოლო 1085 წელს რეკონკისტას დროს ტოლედოს ესპანური დაპყრობის შემდეგ, ემიგრაციაში წავიდა სევილიაში. თავდაპირველად გრავიორი იყო, ასტრონომებისთვის ასტრონომიულ ინსტრუმენტებს ამზადებდა, მოგვიანებით კი თავად გახდა ცნობილი ასტრონომი.

ალ-ზარქალმა დაწერა რამდენიმე ნაშრომი ასტრონომიულ ინსტრუმენტებზე, მათ შორის „ოპერაციების წიგნი ზიჯ ტიმპანუმით“, რომელშიც აღწერილია „ზარქალის“ ასტროლაბი, საიდანაც მიიღო მეტსახელი. ეს ინსტრუმენტი დაფუძნებულია ციური სფეროს სტერეოგრაფიულ პროექციაზე ერთ-ერთი ბუნიობიდან ციურ პოლუსებსა და მზებუდობებში გამავალი დიდი წრის სიბრტყეზე. სახელწოდება „ზიჯ ტიმპანუმი“ გამომდინარეობს იქიდან, რომ ამ ინსტრუმენტს შეუძლია გადაჭრას მრავალი პრობლემა, რომლებიც ჩვეულებრივ ზიჯებში ნაპოვნი ცხრილების გამოყენებით წყდება. „ზარქალის“ ასტროლაბი ფართოდ გავრცელდა ევროპაში საფაეა არზაქელისის სახელით.

ალ-ზარყალიმ შექმნა „ტოლედოს ზიჯი“, რომელიც დასავლეთ ევროპაში ცნობილია, როგორც „ტოლედოს ფირფიტებზე არზახელის კანონი“. იგი ასევე ითვლება ეკვატორის გამომგონებლად.

მის პატივსაცემად, მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს არზახელი.

  • Колчинский И. Г., Корсунь А. А., Родригес М. Г. Астрономы: Биографический справочник. — Киев: Наукова думка, 1986.
  • Матвиевская Г. П., Розенфельд Б. А. Математики и астрономы мусульманского средневековья и их труды (VIII—XVII вв.): В 3 т.. — М.: Наука, 1983.
  • Таги-Заде А. К., Вахабов С. А. Астролябии средневекового Востока // Историко-астрономические исследования. — 1975. — Т. 12.
  • Puig, Roser (2007). „Zarqālī: Abū Isḥāq Ibrāhīm ibn Yaḥyā al-Naqqāsh al-Tujībī al-Zarqālī“. In Hockey, Thomas; et al. (eds.). The Biographical Encyclopedia of Astronomers. New York: Springer. pp. 1258–60. ISBN 978-0-387-31022-0. (PDF version)
  • Vernet, J. (1970). „Al-Zarqālī (or Azarquiel), Abū Isḥāqibrāhīm Ibn Yaḥyā Al-Naqqāsh“. Dictionary of Scientific Biography. New York: Charles Scribner's Sons. ISBN 0-684-10114-9.
  • E. S. Kennedy. A Survey of Islamic Astronomical Tables, (Transactions of the American Philosophical Society, New Series, 46, 2.) Philadelphia, 1956.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  3. Complete Dictionary of Scientific Biographyდეტროიტი: Charles Scribner's Sons, 2008. — ISBN 978-0-684-31559-1
  4. https://boletinrsg.com/index.php/boletinrsg/article/view/81/90 — გვ. 118.
  5. Spain - Muslim, Architecture, Cuisine | Britannica (2024-07-03). ციტატა: „A number of these scholars sought to simplify the astrolabe, and finally al-Zarqālī (Azarquiel; died 1100) achieved success by inventing the apparatus called the azafea (Arabic: al-ṣafīḥah), which was widely used by navigators until the 16th century.“ ციტირების თარიღი: 2024-07-04