შინაარსზე გადასვლა

ალ-ბაქრი (მთვარის კრატერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთვარის კრატერი
ალ-ბაქრი
ლათ. Al-Bakri
მონაცემები
ზვინულის სიმაღლე 0.46 კმ (2015)[1]
დიამეტრი 12.21 კმ[2]
მოცულობა 72.81 კმ³ (2015)[1]
უდიდესი სიღრმე 1.99 კმ (2015)[1]
ტიპი დარტყმითი კრატერი
სახელწოდება
ეპონიმი ალ-ბაქრი
დამტკიცებულია IAU (1976)
მდებარეობა
14.34° ჩ. გ. 20.25° ა. გ. / 14.34° ჩ. გ. 20.25° ა. გ. / 14.34; 20.25
ციური სხეული მთვარე
ალ-ბაქრი (მთვარის კრატერი) — მთვარე
ალ-ბაქრი (მთვარის კრატერი)
ალ-ბაქრი ვიკისაწყობში

კრატერი ალ-ბაქრი (ლათ. Al-Bakri) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის ხილული მხარის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა არაბი გეოგრაფისა და ისტორიკოსის, ალ-ბაქრის პატივსაცემად (დაამტკიცა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა 1976 წელს).[2]

კრატერის უახლოესი მეზობლებია ჩრდილო-აღმოსავლეთით კრატერი პლინიუსი; სამხრეთ-აღმოსავლეთით — კრატერი როსი; სამხრეთით — კრატერი მაკლი. კრატერის ჩრდილოეთით განლაგებულია ჰემის მთები, სამხრეთით არის მაკლერის ღარები[3]. კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 14°20′N 20°15′E / 14.34° ჩ. გ. 20.25° ა. გ. / 14.34; 20.25, დიამეტრი — 12.21 კმ,[2] სიღრმე — 1.99 კმ.[1]

კრატერს აქვს რეგულარული წრიული ფორმა მკვეთრი ზვინულის კიდით და კრატერის თასის ბრტყელი ფსკერი შესამჩნევი სტრუქტურების გარეშე. ზვინულის მაქსიმალური სიმაღლე მიმდებარე ტერიტორიის მიმართ შეადგენს 0.46 კმ-ს,[1] კრატერის მოცულობა 72.81 კმ³-ია.[1] კრატერის ნათელ შიდა ფერდობზე ჩანს დაბალი ალბედოს ლაქები და რადიალური ზოლები. კრატერის სამხრეთ-სამხრეთ-დასავლეთით შემორჩენილია ორი უძველესი კრატერის ნაშთები, რომლებმაც დამახასიათებელი სილუეტისთვის მიიღეს არაოფიციალური სახელი „თოლია“.

მორფოლოგიური მახასიათებლების მიხედვით, კრატერი მიეკუთვნება BIO ტიპს (ამ კლასის ტიპიური წარმომადგენლის - ბიო კრატერის სახელის მიხედვით).

1976 წელს საკუთარი სახელის მიღებამდე კრატერს ჰქონდა აღნიშვნა Take A (კრატერის სიახლოვეს მდებარე ე.წ. სატელიტური კრატერების აღნიშვნის სისტემაში, რომელსაც აქვს საკუთარი სახელი).

სატელიტური კრატერები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალ-ბაქრის კრატერს, სატელიტური კრატერები არ გააჩნია.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Andersson, L. E.; Whitaker, E. A. (1982) NASA Catalogue of Lunar Nomenclature. NASA RP-1097. 
  • Bussey, B.; Spudis, P. (2004) The Clementine Atlas of the Moon. New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-81528-4. 
  • Cocks, Elijah E.; Cocks, Josiah C. (1995) Who's Who on the Moon: A Biographical Dictionary of Lunar Nomenclature. Tudor Publishers. ISBN 978-0-936389-27-1. 
  • McDowell, Jonathan. (July 15, 2007) Lunar Nomenclature. Jonathan's Space Report. ციტირების თარიღი: 2007-10-24
  • Menzel, D. H.; Minnaert, M.; Levin, B.; Dollfus, A.; Bell, B. (1971). „Report on Lunar Nomenclature by the Working Group of Commission 17 of the IAU“. Space Science Reviews. 12 (2): 136–186. Bibcode:1971SSRv...12..136M. doi:10.1007/BF00171763. S2CID 122125855.
  • Moore, Patrick (2001). On the Moon. Sterling Publishing Co. ISBN 978-0-304-35469-6. 
  • Price, Fred W. (1988). The Moon Observer's Handbook. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-33500-3. 
  • Rükl, Antonín (1990). Atlas of the Moon. Kalmbach Books. ISBN 978-0-913135-17-4. 
  • Webb, Rev. T. W. (1962). Celestial Objects for Common Telescopes, 6th revised, Dover. ISBN 978-0-486-20917-3. 
  • Whitaker, Ewen A. (1999). Mapping and Naming the Moon. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-62248-6. 
  • Wlasuk, Peter T. (2000). Observing the Moon. Springer. ISBN 978-1-85233-193-1.