შინაარსზე გადასვლა

ალ-ბაქრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალ-ბაქრი
არაბ. ayman el bekri
დაბ. თარიღი 1014[1] [2]
დაბ. ადგილი უელვა, კორდოვის სახალიფო
გარდ. თარიღი 1094[3] [4] [1] [2]
გარდ. ადგილი კორდობა, ალმორავიდები
მოქალაქეობა კორდოვის სახალიფო
Taifa of Córdoba
Taifa of Seville
საქმიანობა გეოგრაფი, ისტორიკოსი და ბოტანიკოსი[5]

აბუ უბაიდ აბდულაჰ იბნ აბდულ-აზიზ ალ-ბაქრი (უმეტესად ცნობილი, როგორც ალ-ბაქრი; არაბ. أبو عبيد عبد الله بن عبد العزيز البكري; დ. 1014 გ — 1094) — არაბი ისტორიკოსი და გეოგრაფი. ძველი, წარჩინებული არაბული გვარის წარმომადგენელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი ბაბუა აბუ ზეიდი იყო უელვისა და სალტესის გუბერნატორი, მაგრამ დაახლოებით 1014 წელს მან ისარგებლა პოლიტიკური არეულობით და თავი დამოუკიდებელ მმართველად გამოაცხადა. თუმცა, მან მალევე დაკარგა დამოუკიდებლობა, ხოლო 1081 წელს მის შვილს აბდულ-აზიზს მოუწია კორდობაში გადასვლა — იმდროინდელი ტახტიდან ჩამოგდებული მმართველების — ადგილას. კორდოვში აბდულ-აზიზი, თავისი სიმდიდრის, მაღალი სოციალური მდგომარეობისა და კეთილშობილური წარმომავლობის გამო, კარგად მიიღეს და მაშინვე შეიძინა ბევრი მეგობარი, რასაც ასევე დიდად შეუწყო ხელი, იმდროინდელი ისტორიკოსების ჩვენებით, იმით, რომ აბდულ-აზიზს ჰყავდა ვაჟი აბდულა, რომელიც გამოირჩეოდა განათლებითა და ფართო ცოდნით. დაახლოებით 1066 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ, აბდულა წავიდა ალმერიაში, შემდეგ გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა სევილიის სასახლეში. სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა ესპანეთში და გარდაიცვალა 1094 წელს.

შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალ-ბაკრიმ დატოვა ნაშრომები ფილოლოგიაზე, თეოლოგიაზე, მედიცინასა და გეოგრაფიაზე. მაგრამ მისი ყველაზე ხანგრძლივი პოპულარობა მას მისმა ორმა გეოგრაფიულმა კრებულმა მოუტანა:

  • არაბ. معجم ما استعجم — ძირითადად არაბული გეოგრაფიული სახელების ლექსიკონი, რომელიც გვხვდება პოემებში, ძველ არაბ ისტორიკოსებში და ლეგენდებში;
  • გზებისა და ქვეყნების წიგნი — რომელიც უკიდურესად დიდი პოპულარობით სარგებლობდა დასავლეთსა და აღმოსავლეთში. მისი მიზანი იყო თანამედროვეთათვის ცნობილი ქალაქებისა და ქვეყნების დამაკავშირებელი მარშრუტების აღწერა. პირველი ქვეყანა კონკრეტულად აღწერილია არაბეთი, შემდეგ სპარსეთი, კირმაკი, სირია, პალესტინა, ეგვიპტე და ა.შ.

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მის საპატივცემულოდ მთვარის ერთ-ერთი კრატერს ეწოდა მისი სახელი ალ-ბაქრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]