შინაარსზე გადასვლა

ალჰაზენი (მთვარის კრატერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთვარის კრატერი
ალჰაზენი
ლათ. Alhazen
მონაცემები
ზვინულის სიმაღლე 0.97 კმ (2015)[1]
დიამეტრი 34.65 კმ[2]
მოცულობა 857.61 კმ³ (2015)[1]
უდიდესი სიღრმე 2.10 კმ (2015)[1]
ტიპი დარტყმითი კრატერი
სახელწოდება
ეპონიმი იბნ ალ-ჰაისამი
დამტკიცებულია IAU (1935)
მდებარეობა
15.91° ჩ. გ. 71.83° ა. გ. / 15.91° ჩ. გ. 71.83° ა. გ. / 15.91; 71.83
ციური სხეული მთვარე
ალჰაზენი (მთვარის კრატერი) — მთვარე
ალჰაზენი (მთვარის კრატერი)
ალჰაზენი ვიკისაწყობში

კრატერი ალჰაზენი (ლათ. Alhazen) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის ხილული მხარის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა არაბი მათემატიკოსის, ფიზიკოსისა და ასტრონომის იბნ ალ-ჰაისამის პატივსაცემად (დაამტკიცა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა 1935 წელს).[2] კრატერის ფორმირება ადრეიმბრიული ეპოქით ივარაუდება.[1]

კრატერის სახელწოდება მომდინარეობს, მისი ეპონიმის — იბნ ალ-ჰაისამის (ინგლ. Ibn al-Haytham) ლათინიზებური ვარიანტისაგან — „ალჰაზენი“ (ლათ. Alhazen). შესაბამისად, კრატერის ქართული სახელწოდებაა „ალჰაზენი“ და არა „იბნ ალ-ჰაისამი“, როგორც ეს 2009 წლის მთვარის ზედაპირის სახელწოდების რუსული ნომენკლატურული რიგის მიხედვითაა (რუს. Ибн Аль Хайсам).[3]

კრატერის უახლოესი მეზობლებია სამხრეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთით ჰანსენის კრატერი და სამხრეთ-დასავლეთით კონდორსეტის კრატერი. იბნ ალ-ჰაითამის კრატერის დასავლეთით მდებარეობს კრიზისების ზღვა, ჩრდილო-დასავლეთით — გველების ზღვა, სამხრეთით — ტალღების ზღვა.[4] კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 15°55′N 71°50′E / 15.91° ჩ. გ. 71.83° ა. გ. / 15.91; 71.83, დიამეტრი — 34.65 კმ,[2] სიღრმე — 2.10 კმ.[1]

კრატერს აქვს მრავალკუთხა ფორმა და მნიშვნელოვნად დანგრეულია. მიმდებარე ტერიტორიის ზემოთ რგოლის სიმაღლე 940 მ-ს აღწევს, კრატერის მოცულობა დაახლოებით 700 კმ³-ია. თასის ფსკერი ბრტყელია, შესამჩნევი სტრუქტურების გარეშე. ჰანსენის კრატერისკენ მიმართული დაბალი ქედი კრატერის სამხრეთ ნაწილს ესაზღვრება.

სატელიტური კრატერები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ალჰაზენი კოორდინატები დიამეტრი, კმ
A 16°10′N 74°18′E / 16.17° ჩ. გ. 74.3° ა. გ. / 16.17; 74.3 (Ибн Аль Хайсам A) 16.1
D 19°41′N 75°10′E / 19.68° ჩ. გ. 75.17° ა. გ. / 19.68; 75.17 (Ибн Аль Хайсам D) 34.2

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Andersson, L. E.; Whitaker, E. A. (1982) NASA Catalogue of Lunar Nomenclature. NASA RP-1097. 
  • Bussey, B.; Spudis, P. (2004) The Clementine Atlas of the Moon. New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-81528-4. 
  • Cocks, Elijah E.; Cocks, Josiah C. (1995) Who's Who on the Moon: A Biographical Dictionary of Lunar Nomenclature. Tudor Publishers. ISBN 978-0-936389-27-1. 
  • McDowell, Jonathan. (July 15, 2007) Lunar Nomenclature. Jonathan's Space Report. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-08. ციტირების თარიღი: 2007-10-24
  • Menzel, D. H.; Minnaert, M.; Levin, B.; Dollfus, A.; Bell, B. (1971). „Report on Lunar Nomenclature by the Working Group of Commission 17 of the IAU“. Space Science Reviews. 12 (2): 136–186. Bibcode:1971SSRv...12..136M. doi:10.1007/BF00171763. S2CID 122125855.
  • Moore, Patrick (2001). On the Moon. Sterling Publishing Co.. ISBN 978-0-304-35469-6. 
  • Price, Fred W. (1988). The Moon Observer's Handbook. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-33500-3. 
  • Rükl, Antonín (1990). Atlas of the Moon. Kalmbach Books. ISBN 978-0-913135-17-4. 
  • Webb, Rev. T. W. (1962). Celestial Objects for Common Telescopes, 6th revised, Dover. ISBN 978-0-486-20917-3. 
  • Whitaker, Ewen A. (1999). Mapping and Naming the Moon. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-62248-6. 
  • Wlasuk, Peter T. (2000). Observing the Moon. Springer. ISBN 978-1-85233-193-1. 
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Lunar Impact Crater Database (2015) Losiak et al., LPI Lunar Exploration Intern Program (2009). Revised by T. Öhman, LPI (2011) and (2015).
  2. 2.0 2.1 2.2 საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი — Alhazen
  3. С. Г. Пугачева, Ж. Ф. Родионова, В. В. Шевченко, Т. П. Скобелева, К. И. Дехтярева, А. П. Попов. НОМЕНКЛАТУРНЫЙ РЯД НАЗВАНИЙ ЛУННОГО РЕЛЬЕФА. selena.sai.msu.ru. ციტირების თარიღი: 2019-09-22
  4. Кратер Ибн Аль Хайсам на карте LAC-63. ციტირების თარიღი: 2020-07-05