ილია ალხაზიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ალხაზიშვილი, ილია)
Jump to navigation Jump to search
ილია ალხაზიშვილი
დაბ. თარიღი 16 (28) ნოემბერი 1853
დაბ. ადგილი ზიარი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 27 იანვარი 1921(1921-01-27) (67 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქმიანობა მწერალი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი (დ. 28 ნოემბერი [ძვ. სტ. 16 ნოემბერი], 1853, სოფ. ზიარი, ახლანდელი გურჯაანის რაიონი ― გ. 27 იანვარი, 1921, თბილისი) — ქართველი მწერალი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1891 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, სამშობლოში დაბრუნდა და 1918 წლამდე პროვიზორად მუშაობდა ქ. ახალქალაქში. ალხაზიშვილის თხზულებანი 1875 წლიდან იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. ავტორია ეთნოგრაფიული-ფოლკლორული, ისტორიული და სამედიცინო ნაშრომებისა „ბუნება და ცხოვრება“ (1897), „მტკვარი, ჭოროხი, რიონი“ (1912-1914), „სამკურნალო მცენარენი საქართველოში“ (1899), „ვარძიის მონასტერი“ და სხვა. ალხაზიშვილს წვლილი მიუძღვის ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშავებაში: „საანატომიო და საფიზიოლოგიო ტერმინები“, 1913; „ქართული ენა და სამეცნიერო ტერმინოლოგია“, 1915; „ბუნების ლექსიკონი“, 1916. მისი თაოსნობით რამდენიმე სოფელში გაიხსნა სკოლა და ბიბლიოთეკა-სამკითხველო, ახალქალაქში — ქართული გიმნაზია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კეკელიძე კ., ილია ალხაზიშვილი, „მნათობი“, 1953, № 11