იაკობ ალხაზიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ალხაზიშვილი, იაკობ)
Jump to navigation Jump to search
იაკობ ქაიხოსროს ძე ალხაზიშვილი, 1877

იაკობ ქაიხოსროს ძე ალხაზიშვილი (დ. 1 იანვარი, 1826 ― გ. 3 ნოემბერი, 1896) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი (1891).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1844 წელს დაამთავრა პეტერბურგის კადეტთა მე-2 კორპუსი და პრაპორშჩიკის ჩინით დაინიშნა ლაიბგვარდიის პოლკში. მონაწილეობდა რუსეთის არმიის თითქმის ყველა იმდროინდელ ლაშქრობაში. 1874 წელს მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი და დაინიშნა კავკასიის ქვეითი ბრიგადის მეთაურად. 1877 წლის 13 ივნისს ალხაზიშვილიმა გურიის, იმერეთისა და ენგურის რაზმებით ილორთან ბრძოლაში დაამარცხა ოსმალთა დიდი დესანტი, რომელმაც საფრთხე შეუქმნა დასავლეთ საქართველოს. 15 ივნისს ოჩამჩირის მახლობლად მან კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა უკუქცეულ მტერს და 20 აგვისტოს ბრძოლით დაიკავა სოხუმი. მონაწილეობდა ალაჯის ბრძოლაში. რუსეთის არმიის მიერ ყარსის ციხესიმაგრის გარემოცვის დროს იერიშით აიღო ორი ფორტი და ქუთაისის ქვეითი ათასეულით ქალაქში ერთ-ერთი პირველი შეიჭრა. ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისათვის ალხაზიშვილს გენერალ-ლეიტენანტის ჩინი მიენიჭა. შემდეგ იგი მეთაურობდა კავკასიის 41-ე ქვეით დივიზიას (1878), კავკასიის გრენადერთა დივიზიას (1883) და კავკასიის მე-3 საარმიო კორპუსს (1885). 1894 წლიდან სიკვდილამდე იყო რუსეთის სამხედრო საბჭოს წევრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]