ალჩიდე დე გასპერი
| ალჩიდე დე გასპერი | |
დე გასპერი 1953 წელს | |
| იტალიის პრემიერ-მინისტრი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 10 დეკემბერი, 1945 – 17 აგვისტო, 1953 | |
| პრეზიდენტი | ენრიკო დე ნიკოლა, ლუიჯი ეინაუდი |
| მონარქი | ვიტორიო ემანუელე III, უმბერტო II |
| წინამორბედი | ფერუჩო პარი |
| მემკვიდრე | ჯუზეპე პელა |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 11 მაისი, 1954 – 19 აგვისტო, 1954 | |
| წინამორბედი | პოლ-ანრი სპააკი |
| მემკვიდრე | ჯუზეპე პელა |
| დაბადებული | 3 აპრილი, 1881 პიევე-ტეზინო, ავსტრია-უნგრეთი |
| გარდაცვლილი | 19 აგვისტო, 1954 (73 წლის) ბორგო-ვალსუგანა, იტალია |
| პოლიტიკური პარტია | ქდპ (1943-1954) |
| მეუღლე | ფრანჩესკა რომანი |
| შვილები | 4 |
| განათლება | ინსბრუკის უნივერსიტეტი, ვენის უნივერსიტეტი |
| პროფესია | ჟურნალისტი, ფილოლოგი, პოლიტიკოსი |
ალჩიდე დე გასპერი (იტალ. Alcide De Gasperi; დ. 3 აპრილი, 1881 — გ. 19 აგვისტო, 1954) — იტალიელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც დააარსა პარტია „ქრისტიანული დემოკრატია“ და იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა რვა თანმიმდევრულ კოალიციურ მთავრობაში 1945 წლიდან 1953 წლამდე.[1]
დე გასპერი იტალიის სამეფოს უკანასკნელი პრემიერ-მინისტრი იყო, რომელიც როგორც ვიტორიო ემანუელ III-ის, ისე უმბერტო II-ის მმართველობისას მსახურობდა. იგი ასევე იყო იტალიის რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრი და ხანმოკლე დროით იკავებდა სახელმწიფოს დროებითი მეთაურის თანამდებობას მას შემდეგ, რაც იტალიელმა ხალხმა ხმა მისცა მონარქიის გაუქმებასა და რესპუბლიკის დაარსებას. თანამდებობაზე მისი რვაწლიანი მოღვაწეობა თანამედროვე იტალიურ პოლიტიკაში პოლიტიკური ხანგრძლივობის თვალსაჩინო ნიმუშად რჩება. დე გასპერი იტალიის გაერთიანების შემდეგ მეხუთე ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი პრემიერ-მინისტრია.
ღრმად მორწმუნე კათოლიკე დე გასპერი, თავის იტალიელ თანამემამულე ალტიერო სპინელისთან ერთად, ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა იყო.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Alcide De Gasperi and his age: A chronology of the Statesman's life and works, Alcide De Gasperi Foundation
- Alcide De Gasperi Foundation
- Private papers დაარქივებული 2016-03-10 საიტზე Wayback Machine. of Alcide De Gasperi are deposited at the Historical Archives of the European Union in Florence
- (in Italian) De Gasperi: un politico europeo venuto dal futuro დაარქივებული 2021-03-06 საიტზე Wayback Machine. , Centro Studi Malfatti
- ამონარიდები გაზეთებიდან თემაზე: ალჩიდე დე გასპერი ZBW-ის XX საუკუნის პრესის არქივებში
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Alcide De Gasperi (Italian statesman). britannica.com
| ||||||||||||||