შინაარსზე გადასვლა

ალფრედ შნიტკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალფრედ შნიტკე

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 24 ნოემბერი, 1934(1934-11-24)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი ენგელსი[8]
გარდ. თარიღი 3 აგვისტო, 1998(1998-08-03)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (63 წლის)
გარდ. ადგილი ჰამბურგი[8]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
საიტი schnittke.org
ალფრედ შნიტკე ვიკისაწყობში

ალფრედ შნიტკე (რუს. Альфред Гарриевич Шнитке, გერმ. Alfred Schnittke; დ. 24 ნოემბერი, 1934, ენგელსი, სარატოვის ოლქი — გ. 3 აგვისტო, 1998, გერმანია, დაკრძალულია მოსკოვში) — რუსი კომპოზიტორი. რუსეთის სახალხო არტისტი.

დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (1958) და ასპირანტურა (1961) ე. გოლუბევის ხელმძღვანელობით. 1961-1972 წლებში ასწავლიდა კონსერვატორიაში, 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა გერმანიაში. ალფრედ შნიტკე XX საუკუნის მეორე ნახევრის გამოჩენილი კომპოზიტორია, რომლის შემოქმედებამ ფართო აღიარება მოიპოვა. მისი მუსიკა აერთიანებს კლასიკურ ტრადიციებსა და თანამედროვე საკომპოზიციო ტექნიკის ელემენტებს. მიმართავს პოლისტილისტიკას, კოლაჟს და სხვა. მუსიკა აღბეჭდილია კონცეფციურობით, კულტურის წარსულისა და თანამედროვეობის ერთიანობის შეგნებით. ძირითადი ნაწარმოებები: ბალეტები „ლაბირინთები“ (1971), „ესკიზები“ (1985), „პერ გიუნტი“ (1987), კანტატები – „დოქტორ იოჰან ფაუსტის ისტორია“ (1983), რეკვიემი (1975), 5 სიმფონია (1972-88), კონცერტები ორკესტრთან ერთად - 2 ფ-ნოსათვის (1960, 1979), 4 ვიოლინოსათვის (1957-84), 3 სიმებიანი კვარტეტი (1966-84), საფორტეპიანო კვინტეტი (1976), ტრიო (1975), სეპტეტი (1982), დიდი ფორმის საგუნდო ნაწარმოებები, მუსიკალური სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის და სხვები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]