ალფრედ ფილიპსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალფრედ ფილიპსონი
დაბ. თარიღი 1 იანვარი 1864(1864-01-01)[1][2]
დაბ. ადგილი ბონი[3]
გარდ. თარიღი 30 იანვარი 1953(1953-01-30) (89 წელი) ან 28 მარტი 1953(1953-03-28)[1] (89 წელი)
გარდ. ადგილი ბონი[4]
დასაფლავებულია ბონის ებრაული სასაფლაო
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
მუშაობის ადგილი ბონის უნივერსიტეტი, ბერნის უნივერსიტეტი და ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ბონის უნივერსიტეტი
ჯილდოები კომანდორის ჯვრის ორდენი „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“, Carl-Ritter-Medal, გუსტავ სტაინმანის მედალი და Ernst Zimmermann
Alfred Philippson ვიკისაწყობში

ალფრედ ფილიპსონი (გერმ. Alfred Philippson; დ. 1 იანვარი 1864, ბონი — გ. 28 მარტი 1953, ბონი) — გერმანელი გეოგრაფი და გეოლოგი. ფერდინანდ რიხტჰოფენის მოწაფე.

დაიბადა ქალაქ ბონში, მამამისის რაბინის ლუდვიგ ფილიპსონის ოჯახში. განათლება მიიღო ბონისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში. იყო ბერნის (1904-1906), ჰალეს (1906-1911), ბონის (1911-1929) უნივერსიტეტების პროფესორი.

1892 წელს ქალაქ ბონში გახდა პრივატ-დოცენტი, ხოლო შვიდი წლის შემდეგ პროფესორის ასისტენტი. 1904 წელს ბერნში დაინიშნა გეოგრაფიის პროფესორად. იმოგზაურა იტალიაში, საბერძნეთში, თურქეთსა და მცირე აზიაში. აქვს გამოკვლევები ზოგად ფიზიკურ გეოგრაფიაში, კერძოდ ევროპის, ხმელთაშუაზღვისპირეთის ფიზიკურ გეოგრაფიასა და გეომორფოლოგიაში. მნიშვნელოვანი გამოკვლევები ეკუთვნის აგრეთვე გეოლოგიაში.

მეორე მსოფლიო ომის დროს იმყოფებოდა გერმანელ ფაშისტთა მიერ მოწყობილ ბანაკში, სადაც საკუთარი გამოკვლევების შედეგად დაწერა მემუარები.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Studien über Wasserscheiden, Berlin, 1886;
  • Der Peloponnes, ib. 1892; Europa (with Neumann), Leipzig, 1894;
  • Thessalien und Epirus, Berlin, 1897;
  • Beiträge zur Kenntnis der Griechischen Inselwelt, Gotha, 1901;
  • Das Mittelmeergebiet, Leipzig, 1904.
  • He also published essays in the technical journals, such as Das fernste Italien. Geographische
  • Reiseskizzen und Studien, Leipzig, 1925, and Apulien, Netherlands, 1937.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Record #118791923 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი შემოწმებული აპრილი 9 2014:
  2. data.bnf.fr შემოწმებული ოქტომბერი 10 2015:
  3. Record #118791923 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი შემოწმებული დეკემბერი 10 2014:
  4. Record #118791923 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი შემოწმებული დეკემბერი 30 2014: