ალფრედ ტერ-მკრტიჩიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალფრედ ტერ-მკრტიჩიანი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 19 მარტი, 1971 (1971-03-19) (48 წლის)
დაბ. ადგილი ერევანი
სიმაღლე 164 სმ სმ
წონა 54 კგ კგ
სპორტი
ქვეყანა გერმანია
სპორტი ჭიდაობა
სახეობა ბერძნულ რომაული
კლუბი დინამო მოსკოვი
VfK 07 სჩიფერსტადი
KSV კოლერბაჩი
მწვრთნელი ფრენკ ჰარტმანი

ალფრედ ტერ-მკრტიჩიანი (სომხ. Ալֆրեդ Տեր-Մկրտչյան; დ. 19 მარტი, 1971, თეირანი, ირანი) — კარიერადასრულებული სომეხი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, რომელიც ასპარეზობდა საბჭოთა კავშირისთვის, ერთიანი გუნდისა და გერმანიისათვის.[1] არის ოლიმპიური ვერცხლის მედალისტი, ევროპის ჩემპიონი (ერთიანი გუნდისთვის) და მსოფლი ჩემპიონი (გერმანიისთვის).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალფრედ ტერ-მკრტიჩიანი დაიბადა 1971 წლის 19 მარტს, ერევანში. 1985 წელს, მოსკოვში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვარჯიში დაიწყო და ამ სპორტით დიდად მოიხიბლა. 1990 წელს მოიგო ევროპის ახალგაზრდული ჭიდაობის ჩემპიონატი. იგი მალევე გახდა საბჭოთა კავშირის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრების წევრი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მან მოიპოვა ოქროს მედალი 1992 წლის ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე; ამავე წელს ერთიანი გუნდისთვის იასპარეზა ბარსელონაში ჩატარებულ, 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. აღნიშნულ ტურნირში იგი ფინალში გავიდა და ოლიმპიურ ჩემპიონს, ჯონ რონინგენს დაუპირისპირდა. იგი შეხვედრას 1:0 იგებდა, თუმცა ბოლო 7 წამში რონინგენმა ორი ქულა მოიპოვა და შედეგად ტერ-მკრტიჩიანი დამარცხდა; ამ შედეგით ვერცხლის მედალი მიიღო. ამავე წელს ატერ-მკრტიჩიანმა სომხეთის მოქალაქეობა მიიღო. მოგვიანებით იგი მშობლებთან ერთად გაემგზავრა აშშ-ში.

შემდგომ პერიოდში იგი ეძებდა საჭიდაოდ უკეთეს გარემოს ეძებდა და ამ მიზნით დაუკავშირდა საბჭოთა კავშირის ყოფილ თანაგუნდელს, არავატ საბეჯევს, რომელიც გერმანიაში ცხოვრობდა. საბეჯევმა მას რეკომენდაცია გაუწია გერმანიის ფედერალურ მთავრობასთან და 1993 წელს, ტერ-მკრტიჩიანმა მიიღო გერმანიის მოქალაქეობა გერმანული ჭიდაობის კლუბის, VfK სჩიფერსტადის თავმჯდომარის, ლიტზენბურგერ რობერტის დახმარებით, რომელაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა სამთავრობო უწყებებთან. გერმანიაში თავდაპირველად კლუბ „VfK სჩიფერსტადისთვის“ ასპარეზობდა, ხოლო შემდგომ კლუბი შეიცვალა და „KSV კოლერბაჩის“ შეუერთდა.

ალფრედ ტერ-მკრტიჩიანს გერმანიაში წარმატებული მოჭიდავის კარიერა ჰქონდა. ტამპერში გამართულ ჭიდაობის 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან ოქროს მედალი მოიპოვა. ამ გამარჯვებით იგი გახდა პირველი გერმანელი, რომელმაც მოიგო ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი 52 კგ წონით კატეგორიაში.

ტერ-მკრტიჩიანი ასპარეზობდა ატლანტაში ჩატარებულ1996 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზეც, თუმცა მედალი ვერ მოიპოვა.

სიდნეიში გამართული 2000 წლის ოლიმპიური თამაშები ტერ-მკრტიჩიანისთვის მესამე ოლიმპიადა იყო. ტურნირში მან მეოთხედფინალამდე მიაღწია, თუმცა საბოლოოდ სამხრეთ კორეელ სიმ კჰონ-ჰო-სთან დამარცხდა. პირველ ტურში ანგარიშით 3:2 ლიდერობდა, თუმცა საბოლოოდ 4:6 დამარცხდა. მეხუთე ადგილისთვის გამართულ მატჩში მან გამარჯვება მოიპოვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ter-Mkrtchyan, Alfred (GER). www.iat.uni-leipzig.de. წაკითხვის თარიღი: 27 January 2013.