ალფრედ რუსელი
| ალფრედ რუსელი | |
|---|---|
![]() | |
| დაბადების თარიღი | 25 აგვისტო, 1817[1] |
| დაბადების ადგილი | ლექსინგტონი |
| გარდაცვალების თარიღი | 4 აპრილი, 1884[1] (66 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ლიბერია |
| მოქალაქეობა |
|
ალფრედ რუსელი (დ. 25 აგვისტო 1817 — გ. 4 აპრილი 1884) — ამერიკელ-ლიბერიელი მისიონერი, პლანტატორი და პოლიტიკოსი, რომელიც ლიბერიის მეათე პრეზიდენტი იყო 1883 წლიდან 1884 წლამდე მას შემდეგ, რაც ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა ენტონი გარდინერის დროს, რომელიც მან პრეზიდენტის პოსტზე შეცვალა.
დაბადებული ლექსინგტონში, კენტუკის შტატში, რუსელი 1833 წელს გათავისუფლდა მონობისგან (დედასთან, ამელი „მილი“ კროუფორდთან ერთად) მათი მფლობელის, მერი ოუენ ტოდ რუსელ უიკლიფის მიერ (რომელიც რასელის ბებია იყო მისი თეთრკანიანი მამის მხრიდან). უიკლიფმა ასევე გაათავისუფლა მისი ბიძაშვილი, ლუკრეცია რუსელი და მისი ოთხი შვილი. ორივე ოჯახი იმავე წელს ერთად გადასახლდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ლიბერიაში. მოგვიანებით ალფრედ რუსელი დაქორწინდა და შეეძინა ქალიშვილი, სახელად ჯულია ანი, რომელიც მოგვიანებით ცოლად გაჰყვა ჯონ დაგლას სიმპსონს აშშ-ის ფლორიდის შტატის ერთ-ერთ პირველ შავკანიან კონგრესმენს. მათ რამდენიმე შვილი შეეძინათ, მათ შორის ალფა დაგლას სიმპსონი ლიბერიის მომავალი ვიცე-პრეზიდენტის, კლარენს ლ. სიმპსონ უფროსის მამა. ალფრედ რუსელი მსახურობდა მეთოდისტ მისიონერად, მოგვიანებით კი ფლობდა ყავისა და შაქრის ლერწმის დიდ ფერმას. რუსელი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგაც აგრძელებდა მოღვაწეობას მეთოდისტ მინისტრად; იგი ასევე არჩეულ იყო ლიბერიის სენატში და მსახურობდა ლიბერიის სენატის დროებით პრეზიდენტად (President Pro Tempore).[2]
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსელი დაიბადა მონობაში 1817 წელს ლექსინგტონში, კენტუკის შტატში; იგი იყო შერეული რასის, ძალიან ღია კანის მქონე ვაჟი ამელი „მილი“ კროუფორდისა ასევე შერეული რასის ქალისა, რომელიც აღწერილი იყო როგორც „ოქტორონი“ (რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი წინაპრების 7⁄8 ევროპული წარმოშობისა იყო). მათი მფლობელი იყო ჯეინ ჰოკინს ტოდ ირვინი. რუსელის ახალგაზრდობისას ის და დედამისი ლექსინგტონში ჭორების საგნად იქცნენ. რობერტ ბრეკინრიჯმა გამოაქვეყნა პამფლეტი, რომელშიც ამჟღავნებდა, რომ ალფრედ ფრენსის რუსელის მამა იყო ჯონ რუსელი ირვინის შვილიშვილი და მერი ოუენ ტოდ რასელ უიკლიფის პირველი ქორწინებიდან შეძენილი ვაჟი. ბებიასთან საზაფხულო ვიზიტის დროს, ჯონ რუსელმა, რომელიც მაშინ პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, გააუპატიურა მონობაში მყოფი ოქტორონი მილი კროუფორდი.[3] შესაბამისად, მათი ვაჟი ალფრედი თავისი წარმოშობითა და გარეგნობით აბსოლუტურად ევროპული იერისა იყო და გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ 1⁄16-ით იყო აფრიკელი.
ირვინის გარდაცვალების შემდეგ 1822 წელს, ალფრედ რუსელი და დედამისი მიჰყიდეს ირვინის ქალიშვილს, მერი ოუენ ტოდ რასელ უიკლიფს და მის ქმარს, რობერტს. (მერი უიკლიფი ჯონ რასელის დედა იყო მისი გარდაცვლილი ქმრისგან, ჯეიმს რასელისგან).[4] ალფრედი და დედამისი ახალ მფლობელს „მისის პოლის“ ეძახდნენ; იგი იყო მესაზღვრე პოლკოვნიკ ჯონ ტოდის მდიდარი მემკვიდრე.[5] ჯონი იყო ლევი ტოდის მერი ტოდ ლინკოლნის ბაბუის ძმა.[6]
1833 წელს მერი უიკლიფმა გაათავისუფლა ალფრედი (მისი შვილიშვილი სისხლით) და დედამისი მილი; მან ასევე გაათავისუფლა მისი ბიძაშვილი ლუკრეცია (ლუსი) რუსელი და მისი ოთხი შვილი: სინტია, გილბერტი, ჯორჯი და ჰენრი — ყველა მათგანი მეტწილად თეთრკანიანი წინაპრების შთამომავალი იყო. იმავე წელს ისინი თითქმის 200 სხვა კოლონისტთან ერთად „ამერიკის კოლონიზაციის საზოგადოების“ ეგიდით ბრიგ „აიაქსით“ (Ajax) ლიბერიაში გადასახლდნენ;[7][8] ალფრედი თხუთმეტი წლის იყო, როდესაც სხვა დასახლებულებთან ერთად ლიბერიაში 1833 წლის 11 ივლისს ჩავიდა. მოგზაურობას დაახლოებით 146 პიონერი გადაურჩა; დაახლოებით 30 ბავშვი კი გზაში გარდაიცვალა.[4][9]
პიონერები ლიბერიაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რუსელები იყვნენ იმ 1400 მოსახლეს შორის, რომლებიც კოლონიაში ბოლო ტალღით ჩავიდნენ. პიონერებისთვის პირობები ძალიან მძიმე იყო; ისინი დიდწილად იტანჯებოდნენ ადგილობრივი დაავადებებისგან, მათ შორის მალარიისგან, ხოლო კოლონიაში გარკვეული დროის განმავლობაში მარაგი უკიდურესად მწირე იყო. „საცხოვრებელი იყო არაადეკვატური, საკვები დეფიციტური, ხოლო სამედიცინო მომსახურება თითქმის არ არსებობდა“.[3] მისი ბიძაშვილი ლუსი, მისი ქალიშვილი სინტია და ორი უფროსი ვაჟი მალევე დაემორჩილნენ ადგილობრივ ციებ-ცხელებას, რომელიც წყლულებს იწვევდა. სინტია გარდაიცვალა 1836 წელს, ხოლო გილბერტი 1839 წელს. ამ დაავადებით ალფრედ რუსელიც იტანჯებოდა, რის გამოც 1835 წლისთვის მას ყავარჯნის გამოყენება დასჭირდა.[10]
რუსელის დედა, მილი, დაქორწინდა ჯორჯ კროუფორდზე, სხვა ემიგრანტზე. იგი გარდაიცვალა 1845 წელს „წყალმანკით“ (dropsey), ხოლო მისი მეუღლე მომდევნო წელს გარდაიცვალა.[10] რუსელი 1855 წელს აფრიკაში მათი ბრძოლის შესახებ წერდა: „იმდენი ხანი დაგვჭირდა, სანამ აფრიკას შევეგუებოდით როგორ გვეცხოვრა მასში და რა გაგვეკეთებინა გადასარჩენად რომ სიცოცხლის ძიებაში თითქმის სიკვდილამდე მივედით“.[11]
ლუსი რუსელი დაქორწინდა მამაკაცზე, გვარად ბრაიანტზე. 1857 წლისთვის მას უკვე ესწავლა წერა-კითხვა, რადგან ლიბერიიდან სწერდა თავის ყოფილ ბატონს, რობერტ ვიკლიფს, და სთხოვდა, მოეკითხა მისი ქალიშვილები და სხვა ნაცნობები.[12]
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მას შემდეგ, რაც რუსელმა გადაიტანა ავადმყოფობა, რამაც მისი ცალი ფეხის დაზიანება გამოიწვია, იგი მასწავლებლად გადამზადდა. მოგვიანებით ის გახდა ეპისკოპალური ეკლესიის მღვდელი სენტ-პოლის მდინარის მიდამოებში, სადაც ფლობდა 200 აკრ მიწას კლეი ეშლენდის ოლქში; ეს მიწა კენტუკის კოლონიზაციის საზოგადოებამ (ACS-ის ფილიალი) ფერადკანიანი თავისუფალი ადამიანებისთვის შეისყიდა.[11] იქ მოჰყავდა შაქრის ლერწამი და ყავა, რისთვისაც ადგილობრივ მუშახელს ქირაობდა.[11]
რუსელი პოლიტიკურადაც გააქტიურდა. 1881 წელს მან კენჭი იყარა ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ენტონი გარდინერთან ერთად, რომელმაც პრეზიდენტობა მესამე ვადით მოიპოვა. როდესაც სამი წლის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემების გამო გარდინერი გადადგა, რუსელი პრეზიდენტი გახდა.
პრეზიდენტობა (1883–1884)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტერიტორიული კონფლიქტი ბრიტანელებთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონფლიქტი ბრიტანელებთან, რომელმაც კრიზისს გარდინერის ადმინისტრაციის დროს მიაღწია, კვლავ გადაუჭრელი რჩებოდა. რუსელის თანამდებობაზე შესვლიდან ორი თვის შემდეგ, 1883 წლის მარტში, ბრიტანეთის მთავრობამ მოახდინა მდინარე მანოს დასავლეთით მდებარე გალინასის ტერიტორიის ანექსია და ოფიციალურად შეუერთა იგი თავის კოლონიას, სიერა-ლეონეს, რომელიც ლიბერიის მსგავსად თავისუფალი შავკანიანებისა და გათავისუფლებული მონების ჩასასახლებლად იყო შექმნილი.
როდესაც ბრიტანეთი და საფრანგეთი ლიბერიის ხარჯზე მათი კონტროლის ქვეშ არსებული მეზობელი ტერიტორიების გაფართოებას ცდილობდნენ, აშშ-ის სამხედრო ხომალდების პერიოდული გამოჩენა ხელს უშლიდა ხელყოფას. თუმცა, ამერიკის მომდევნო ადმინისტრაციებმა უარყვეს მონროვიის თხოვნები უფრო ქმედითი მხარდაჭერის შესახებ.[13] რუსელს, გარდინერთან ერთად, განსაკუთრებით ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ლიბერიამ ტერიტორიის დიდი ნაწილი ბრიტანეთთან დაკარგა. სავარაუდოდ, სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც იგი პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით აღარ აირჩიეს.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1868 წლის შემდგომ ათწლეულებში მზარდმა ეკონომიკურმა სირთულეებმა შეასუსტა სახელმწიფოს დომინირება სანაპიროს ადგილობრივ მოსახლეობაზე. პირობების გაუარესებასთან ერთად, იმპორტის ხარჯები ბევრად აღემატებოდა ყავის, ბრინჯის, პალმის ზეთის, შაქრის ლერწმისა და ხე-ტყის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალს. ლიბერია სასოწარკვეთილი ცდილობდა თავისი ძირითადად აგრარული ეკონომიკის მოდერნიზებას.
სიკვდილი და მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რასელი გარდაიცვალა თანამდებობის დატოვებიდან სამი თვის შემდეგ, 1884 წლის 4 აპრილს.[14]
რასელს დარჩა მრავალი შთამომავალი ლიბერიასა და დასავლეთ აფრიკაში; ის იყო კლარენს ლორენცო სიმპსონის დიდი პაპა (მამის მხრიდან) და კლარენს ლორენცო სიმპსონ უმცროსის დიდი პაპის მამა. მას ასევე ჰყავს ნათესავები აშშ-ის შტატებში, როგორიცაა მერილენდი, კენტუკი და სამხრეთ კაროლინა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "Alfred Francis Russell," A Durable Memento: Portraits by Augustus Washington, African American Daguerreotypist, exhibit, National Portrait Gallery, Smithsonian Institution
- See History of Liberia, external links
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 https://pantheon.world/profile/person/Alfred_Francis_Russell
- ↑ Dunn, D. Elwood (4 May 2011). The Annual Messages of the Presidents of Liberia 1848–2010: State of the Nation Addresses to the National Legislature. Walter de Gruyter. ISBN 9783598441691.
- 1 2 "Introduction: Four Letters from Kentucky to Liberia" დაარქივებული 2008-10-07 საიტზე Wayback Machine. , James Wesley Smith, Sojourners in Search of Freedom: The Settlement of Liberia by Black Americans [Lanham, Maryland: University Press of America, Inc., 1987], p. 122
- 1 2 Wickliffe-Preston Family Papers, Introduction & Milly Crawford, 1833. ციტირების თარიღი: 2008-03-30
- ↑ Kentucky Ancestors:Genealogical Quarterly of the Kentucky Historical Society. ციტირების თარიღი: 2008-03-30
- ↑ The Genealogy of Mary Todd Lincoln (see generation four)
- ↑ Emigrants to Liberia between 1820 and 1843 დაარქივებული 2011-10-01 საიტზე Wayback Machine. , University of Wisconsin
- ↑ Emigrants to Liberia between 1820 and 1843 დაარქივებული 2011-10-01 საიტზე Wayback Machine. , University of Wisconsin
- ↑ 17th Annual Report of the A.C.S., 11; African Repository, IX (October 1833), p. 243
- 1 2 Ltr: "G.W. McElroy to Mary Owen Todd Russell Wickliffe, September 20, 1835, for Lucy Russell", Letters from Liberia to Kentucky, (Box39, Wickliffe-Preston Family Papers, University of Kentucky Special Collections and Archives)
- 1 2 3 Ltr: "Reverend Alfred F. Russell to Robert Wickliffe in Lexington, Kentucky", Letters from Liberia to Kentucky, (Box 50, Wickliffe-Preston Family Papers, University of Kentucky Special Collections and Archives)
- ↑ Letter: "Lucy Russell Briant to Robert Wickliffe, March 7, 1857", Letters from Liberia to Kentucky (Box 8, Wickliffe-Preston Family Papers, University of Kentucky Special Collections and Archives)
- ↑ Liebenow
- ↑ "A Durable Memento:" Portraits by Augustus Washington, African American Daguerreotypist, exhibit, National Portrait Gallery, Smithsonian Institution
