ალფრედ რედლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალფრედ რედლი
Redl Alfred.jpg
Redl Alfred
ეროვნება ავსტრია-უნგრეთის დროშა Austria-Hungary ავსტრიელი (ავსტრიელ-უნგრელი)
დაბადების თარიღი 14 მარტი, 1864
დაბადების ადგილი ლემბერგი, გალისია, ავსტრიის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 25 მაისი, 1913 (49 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვენა, ავსტრია-უნგრეთის იმპერია
ჯარის სახეობა Austro-Hungarian Army
წოდება პოლკოვნიკი
ჯილდოები რკინის გვირგვინის ორდენი

ალფრედ რედლი (ინგლ. Alfred Redl; დ. 1864 წლის 14 მარტი, ლემბერგი, გალისია, ავსტრიის იმპერია - გ. 1913 წლის 25 მაისი, ვენა, ავსტრია-უნგრეთის იმპერია) - ავსტრიელი სამხედრო ოფიცერი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ევიდენზბიუროს, ავსტრია-უნგრეთის არმიის გენერალური შტაბის კონტრდაზვერვის ფრთას. რედლი პირველი მსოფლიო ომის ჯაშუშთა სამსახურის ერთ-ერთი წამყვანი პიროვნება იყო;

რედლი ფარულად ასევე იმპერიული რუსეთის არმიის სადაზვერვო სამსახურში მუშაობდა. მას შემდეგ რაც რუსმა ჯაშუშმა ამხილა ის, რედლმა თავი მოიკლა. მიუხედავად იმისა, რომ ჯაშუშობის მოტივაცია გაურკვეველია, ზოგი ისტორიკოსის აზრით, რედლს აშანტაჟებდა რუსეთის დაზვერვა, რომელმაც აღმოაჩინა მისი ჰომოსექსუალობა. სხვა შესაძლო მიზეზები, რომლებიც ისტორიკოსებმა განიხილეს, იყო სიხარბე, კარიერული იმედგაცრუება, მონარქიის უკმაყოფილება / ან ნარცისიზმი. მიუხედავად იმისა, რომ მან თავი მოიკლა, მაინც უცნობი რჩება, პოლკოვნიკი რედლი დიდწილად იყო პასუხისმგებელი თუ არა ავსტრია-უნგრეთის კატასტროფულ სამხედრო მარცხებსა და დამანგრეველ საბრძოლო დანაკარგებზე პირველი მსოფლიო ომის დროს. ამ მიზეზით, ჰაბსბურგის იმპერიის მრავალი ისტორიკოსი, მათ შორის ამერიკელი ალენ დულესი და საბჭოთა კავშირის გენერალი მიხეილ მილშტეინი, ეთანხმებიან იმ ფაქტს რომ რედლი ისტორიაში ერთ-ერთი მთავარ მოღალატედაა შერაცხული.[1]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რედლი ავსტრიის იმპერიაში, გალიციაში (ახლანდელი ლვოვი, უკრაინა) დაიბადა ღარიბ ოჯახში. მამა რკინიგზის თანამშრომელი იყო. რედლი სწავლობდა ვენაში, ომის სკოლაში, რომელიც ჩვეულებრივ წელიწადში მხოლოდ 50 აბიტურიენტს იღებდა დაახლოებით ათასი განმცხადებლიდან. რედლი შეუერთდა ავსტრია-უნგრეთის გენერალური შტაბის სადაზვერვო ბიუროს და 1900 წელს დაინიშნა რუსეთის განყოფილებაში.

კონტრდაზვერვითი სამუშაო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1907 წლისთვის რედლი გახდა სადაზვერვო ბიუროს კონტრდაზვერვის ფილიალის ხელმძღვანელი. როდესაც მას პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა, რედლმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ავსტრია-უნგრეთის კონტრ-ჯაშუშური სამსახურის მიერ გამოყენებული მეთოდები, დანერგა ისეთი ტექნოლოგიური სიახლეები, როგორიცაა კამერები და პრიმიტიული ჩამწერი მოწყობილობები, და შექმნა დაინტერესებული პირების თითის ანაბეჭდის ჩანაწერების მონაცემთა ბაზა.[2] ამასთან, რედლი თავად გახდა რუსეთის ჯაშუში და მისი შემდგომი ექსპოზიცია ძირითადად განპირობებული იყო იმ გაუმჯობესებებით, რომლებიც მან თავად შექმნა.

ღალატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რედლის ღალატის მოტივები დღემდე გაურკვეველია. შესაძლოა ის რუსმა აგენტებმა კომპრომისულ პოზიციაში დაიჭირეს, რადგან იგი ჰომოსექსუალი იყო[3] და ამის გამოვლენა საბედისწერო იქნებოდა მისი კარიერული პერსპექტივებისთვის. სინამდვილეში, იმ დროს ვარშავაში განთავსებულმა რუსულმა სამხედრო დაზვერვამ, პოლკოვნიკ ნიკოლაი ბატიუშინის მეთაურობით, ჯერ კიდევ 1901 წელს აღმოაჩინა რედლის ჰომოსექსუალობა, ინფორმაცია, რომელიც გამოიყენებოდა მისი შანტაჟისთვის საიდუმლო ინფორმაციის გამოსავლენად. 1902 წელს მან რუსებს გადასცა ავსტრია-უნგრეთის საომარი გეგმების ასლი. რუსულ კონტაქტებთან კონსულტაციის შემდეგ, რედლმა რამდენიმე დაბალი დონის აგენტი გამოავლინა, რითაც იცავდა თავს და აძლიერებდა რეპუტაციას.[4]

რედლს რუსეთის საიმპერატორო მთავრობამ კარგად გადაუხადა. 1907 წლის რუსულ მოხსენებაში აღწერილია რედლი, როგორც "უფრო ცბიერი და ცრუ, ვიდრე ინტელიგენტი და ნიჭიერი". 1903 - 1913 წლებში რედლი რუსეთის წამყვანი ჯაშუში იყო. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე მან რუსებს მიაწოდა ინფორმაცია გეგმა III-ის შესახებ, სადაც ავსტრიის თავდასხმის მთელი გეგმა იყო სერბეთზე. ამის შემდეგ რუსებმა სერბეთის სამხედრო სარდლობას აცნობეს III გეგმის შესახებ. შედეგად, როდესაც ავსტრია-უნგრეთის არმია შეიჭრა სერბეთში, სერბები კარგად იყვნენ მომზადებულნი.[5] რედლმა არა მხოლოდ ავსტრიის მრავალი სამხედრო საიდუმლოება და გეგმა მიაწოდა რუსეთს, არამედ მან საკუთარი სამხედრო ხელისუფლების წარმომადგენლებს მიაწოდა არასწორი შეფასებები რუსეთის სამხედრო ძალაზე. რედლს ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მოღალატეს უწოდებენ, რადგან მისი ქმედებები გახდა ნახევარი მილიონი თანამოქალაქის გარდაცვალების მიზეზი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. RICHARD GRENIER (1985-10-13). „COLONEL REDL: THE MAN BEHIND THE SCREEN MYTH“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2008-08-07.
  2. Buttar, Prit. Collusion of Empires, გვ. 81. ISBN 978-1-78200-648-0. 
  3. Lorenz, Dagmar C. G.; Weinberger, Gabriele (1994) Insides and Outsides: Jewish and Gentile Culture in Germany and Austria. Wayne State University Press, გვ. 264. ISBN 0-8143-2497-5. 
  4. Buttar, Prit. Collusion of Empires, გვ. 80. ISBN 978-1-78200-648-0. 
  5. Colonel Alfred Redl biography დაარქივებული 2007-06-30 საიტზე Wayback Machine.