ალფრედ ისტი
ალფრედ ისტი (ინგლ.Sir Alfred Edward East )(დ.15 დეკემბერი, 1844 — გ.28 სექტემბერი, 1913 ) — ინგლისელი მხატვარი

ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტი დაიბადა კეტერინგში, ნორთჰემპტონშირში და სწავლობდა გლაზგოს სამხატვრო სკოლაში.[1] მხატვრის რომანტიკულ პეიზაჟებში მკვეთრად იგრძნობა ბარბიზონის სკოლის გავლენა. 1906 წელს გამოაქვეყნა წიგნი სახელად „პეიზაჟის მხატვრობის ხელოვნება ზეთოვანი საღებავებით“. 1888 წლის აპრილში გამართა გამოფენა Fine Art Society-ის გალერეაში ტ. კ. გოტჩთან და უ.ეიერსტ ინგრამთან ერთად, ხოლო შემდეგ წელს საზოგადოების გენერალურმა დირექტორმა, მარკუს ჰუიშმა დაავალა ექვსი თვის განმავლობაში იაპონიაში ყოფნა, რათა შეექმნა ქვეყნის პეიზაჟები.
ისტი ეწვია ესპანეთს მას შემდეგ რაც იმოგზაურა ალხესირასში.[2]
1906 წელს აირჩიეს ბრიტანეთის სამეფო მხატვართა საზოგადოების პრეზიდენტად.პოზიციას იკავებდა გარდაცვალებამდე. იმავე წელს გამოაქვეყნა 107-გვერდიანი ილუსტრირებული წიგნი “პეიზაჟის მხატვრობის ხელოვნება ზეთოვანი საღებავებით”; წიგნში აღწერა ფერების, ნახევარტონებისა და ფანქრის ესკიზების გამოყენების ტექნიკა. წინასიტყვაობაში აღნიშნა: „პეიზაჟის მხატვრობაში უდიდესი შეცდომები გვხვდება – რამდენადაც წინააღმდეგობრივიც არ უნდა ჟღერდეს – არა ტექნიკის საკითხში, არამედ მხატვრის დამოკიდებულებაში ბუნებისადმი”.

ისტის პორტრეტი შექმნა ფილიპ დე ლასლომ. ალფრედ ისტის სახელობის სამხატვრო გალერეა კეტერინგშია, რომელიც დაპროექტებული იყო ჯონ ალფრედ გოტჩის მიერ, გაიხსნა 1913 წლის 31 ივლისს. ალფრედ ისტის გალერეა ნორთჰემპტონშირის უძველესი სამხატვრო გალერეაა.[3] 1899 წელს ისტი აირჩიეს სამეფო აკადემიის ასოცირებულ წევრად, ხოლო 1913 წელს კი აირჩიეს სრულ წევრად. 1913 წლის 28 სექტემბერს ალფრედ ისტი გარდაიცვალა ლონდონის რეზიდენციაში, ბელსაიზ პარკში. ისტის სხეული უკან დააბრუნეს კეტერინგში და განათავსეს სამხატვრო გალერეაში.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
Lake in Autumn
-
The Fiesta
-
Lake Maggiore from Stresa
-
Landscape with a Child
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Peyton Skipwith, 'An Enlightened Artist in Japan', Country Life 5 January 1984
- Sir Hugh Cortazzi, A British Artist in Meiji Japan, Print Pub, 1991
- 1991—East, Sir Alfred. A British Artist in Meiji Japan (ed., Hugh Cortazzi) - reprinted by Weatherhill, Boston, 1997. ISBN 978-1-873047-05-7 (cloth)
- Peyton Skipwith, 'The Monet of the Cotswolds', Country Life, 2 October 2013.
- John Ramm, 'From Barbizon With Love', Antique Dealer & Collectors Guide, August 1994, Vol 48, No.1
- Paul Johnson and Kenneth McConkey, Alfred East: lyrical landscape painter, Bristol: Sansom & Company, 2009. ISBN 978-1-906593-33-9.
- Alfred East, 'The Art of Landscape Painting in Oil Colour', Cassell & Company, 1906. Also see online 1907 reprint and modern reprint ISBN 978-1176203532.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Chisholm, Hugh, ed. (1911). . Encyclopædia Britannica (ინგლისური) (11th ed.). Cambridge University Press.
- ↑ A Spanish Carnival, V & A, accessed March 2013
- ↑ History of the Sir Alfred East Art Gallery | North Northamptonshire Council en. ციტირების თარიღი: 2025-03-02