ალფრედ აჰო
იერსახე
| ალფრედ ვაინო აჰო | |
|---|---|
| ინგლ. Alfred Aho | |
| დაბ. თარიღი | 9 აგვისტო, 1941 |
| დაბ. ადგილი | ტიმინსი (ონტარიო, კანადა) |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | ინფორმატიკოსი[1] , ინჟინერი და პროგრამისტი |
| მუშაობის ადგილი |
ბელის ლაბორატორია კოლუმბიის უნივერსიტეტი |
| ალმა-მატერი | ტორონტოს უნივერსიტეტი, პრინსტონის უნივერსიტეტი |
| ჯილდოები | ტიურინგის პრემია |
| საიტი | cs.columbia.edu/~aho/ |
| სამეცნიერო სფერო | ინფორმატიკა |
ალფრედ ვაინო აჰო (ინგლ. Alfred Vaino Aho; დ. 9 აგვისტო, 1941, ტიმინსი, ონტარიო, კანადა) — კანადელი მეცნიერი კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, უმეტესად ცნობილი თავისი ნამუშევრებით პროგრამირების ენების, კომპილატორების და მასთან დაკავშირებული ალგორითმების სფეროში; ასევე კომპიუტერული პროგრამირების ხელოვნებისა და მეცნიერების სახელმძღვანელოს ავტორი. ტიურინგის პრემიის ლაურეატი (2020).
ბაკალავრის ხარისხი ფიზიკაში მიიღო ტორონტოს უნივერსიტეტში, დოქტორის ხარისხი ელექტროტექნიკასა და ინფორმატიკაში — პრინსტონის უნივერსიტეტში.
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2003 — ჯონ ფონ ნეიმანის მედალი[2]
- 2017 — იაპონური კორპორაცია NEC-ის C&C Prize
- 2020 — ტიურინგის პრემია
- 2022 — აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #135798728 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ Медаль Джона фон Неймана (список награждённых) დაარქივებული 2009-05-09 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)