შინაარსზე გადასვლა

ალფონსო (მთვარის კრატერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთვარის კრატერი
ალფონსო
ლათ. Alphonsus
მონაცემები
ზვინულის სიმაღლე 1.54 კმ (2015)[1]
დიამეტრი 110.54 კმ[2]
მოცულობა 12505.67 კმ³ (2015)[1]
უდიდესი სიღრმე 2.89 კმ (2015)[1]
ტიპი დარტყმითი კრატერი
სახელწოდება
ეპონიმი ალფონსო X
დამტკიცებულია IAU (1935)
მდებარეობა
13.39° ს. გ. 2.85° დ. გ. / 13.39° ს. გ. 2.85° დ. გ. / -13.39; -2.85
ციური სხეული მთვარე
ალფონსო (მთვარის კრატერი) — მთვარე
ალფონსო (მთვარის კრატერი)
ალფონსო ვიკისაწყობში

კრატერი ალფონსო (ლათ. Alphonsus) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის ხილული მხარის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა კასტილიის მეფისა და ასტრონომის, ალფონსო X-ის პატივსაცემად (დაამტკიცა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა 1935 წელს).[2] კრატერის ფორმირება ნექტარული პერიოდით ივარაუდება.[1]

კრატერის სახელწოდება მომდინარეობს, მისი ეპონიმის — ალფონსო X-ს (ინგლ. Alfonso X) ლათინიზებური ვარიანტისაგან — „ალფონსო“ (ლათ. Alphonsus). შესაბამისად, კრატერის ქართული სახელწოდებაა „ალფონსო“ და არა „ალფონსი“, როგორც ეს 2009 წლის მთვარის ზედაპირის სახელწოდების რუსული ნომენკლატურული რიგის მიხედვითაა (რუს. Альфонс).[3]

ჩრდილოეთით კრატერი ოდნავ ფარავს პტოლემეოსის კრატერს.[4] კრატერის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს ალ-ბიტრუჯის კრატერი, სამხრეთით კი არზაჩელის კრატერი. კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 13°23′S 2°51′W / 13.39° ს. გ. 2.85° დ. გ. / -13.39; -2.85, დიამეტრი — 110.54 კმ,[2] სიღრმე — 2.89 კმ.[1]

კრატერის კიდე ოდნავ შერყეულია და თითქმის ექვსკუთხა ფორმა აქვს, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ფსკერიდან კიდის სიმაღლე დაახლოებით 1.54 კმ-ია.[1] კრატერის ფსკერს სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით კვეთს შეჯახების დროს გამოტყორცნილი ქანების ნაოჭები. ცენტრალურ მწვერვალს (ალფონს ალფა) პირამიდული ფორმა და ციცაბო ფერდობები აქვს, რომელიც კრატერის ფსკერიდან დაახლოებით 1500 მ-ით მაღლა ადის, სავარაუდოდ, ანორთოზიტით არის წარმოქმნილი. კრატერის თასის შედარებით ბრტყელი დასავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილები დაფარულია ღარების სისტემით. კრატერის მოცულობა 12505.67 კმ³-ია.[1]

კრატერის თავისებურებაა პიროკლასტური ქანების მრავალრიცხოვანი კვალი, რომლებიც ალფონსის კრატერის თასში არსებული რამდენიმე პატარა კრატერის გარშემო ბნელ ჰალოს ქმნიან და მის შიდა კიდეს ესაზღვრებიან. ასეთი ქანების არსებობამ, დაკვირვებულ მოკლევადიან მთვარის მოვლენებთან ერთად (იხილეთ ქვემოთ), კრატერში ვულკანური აქტივობის კვალის ვარაუდის საფუძველი მისცა, თუმცა, თანამედროვე წარმოდგენების თანახმად, ეს ქანები მთვარის ზღვის ქანებია, რომლებიც რეგოლითის ფენაზე დარტყმის დროს გამოიტყორცნა.

სატელიტური კრატერები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ალფონსო კოორდინატები დიამეტრი, კმ
A 14°52′S 2°16′W / 14.87° ს. გ. 2.27° დ. გ. / -14.87; -2.27 (Альфонс A) 3.6
B 13°16′S 0°12′W / 13.26° ს. გ. 0.20° დ. გ. / -13.26; -0.20 (Альфонс B) 22.9
C 14°24′S 4°52′W / 14.4° ს. გ. 4.87° დ. გ. / -14.4; -4.87 (Альфонс C) 3.4
D 15°03′S 0°51′W / 15.05° ს. გ. 0.85° დ. გ. / -15.05; -0.85 (Альфонс D) 23.7
G 12°21′S 3°23′W / 12.35° ს. გ. 3.39° დ. გ. / -12.35; -3.39 (Альфонс G) 3.5
H 15°37′S 0°32′W / 15.62° ს. გ. 0.53° დ. გ. / -15.62; -0.53 (Альфонс H) 7.0
J 15°08′S 2°31′W / 15.14° ს. გ. 2.51° დ. გ. / -15.14; -2.51 (Альфонс J) 7.9
K 12°37′S 0°07′W / 12.61° ს. გ. 0.11° დ. გ. / -12.61; -0.11 (Альфонс K) 20.6
L 12°01′S 3°43′W / 12.02° ს. გ. 3.72° დ. გ. / -12.02; -3.72 (Альфонс L) 3.8
R 14°23′S 1°55′W / 14.39° ს. გ. 1.92° დ. გ. / -14.39; -1.92 (Альфонс R) 3.0
X 14°59′S 4°28′W / 14.99° ს. გ. 4.46° დ. გ. / -14.99; -4.46 (Альфонс X) 4.7
Y 14°43′S 1°55′W / 14.71° ს. გ. 1.92° დ. გ. / -14.71; -1.92 (Альфонс Y) 2.6

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Andersson, L. E.; Whitaker, E. A. (1982) NASA Catalogue of Lunar Nomenclature. NASA RP-1097. 
  • Blue, Jennifer. (July 25, 2007) Gazetteer of Planetary Nomenclature. USGS. ციტირების თარიღი: 2007-08-05
  • Bussey, B.; Spudis, P. (2004) The Clementine Atlas of the Moon. New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-81528-4. 
  • Cocks, Elijah E.; Cocks, Josiah C. (1995) Who's Who on the Moon: A Biographical Dictionary of Lunar Nomenclature. Tudor Publishers. ISBN 978-0-936389-27-1. 
  • McDowell, Jonathan. (July 15, 2007) Lunar Nomenclature. Jonathan's Space Report. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-08. ციტირების თარიღი: 2007-10-24
  • Menzel, D. H.; Minnaert, M.; Levin, B.; Dollfus, A.; Bell, B. (1971). „Report on Lunar Nomenclature by the Working Group of Commission 17 of the IAU“. Space Science Reviews. 12 (2): 136–186. Bibcode:1971SSRv...12..136M. doi:10.1007/BF00171763. S2CID 122125855.
  • Moore, Patrick (2001). On the Moon. Sterling Publishing Co. ISBN 978-0-304-35469-6. 
  • Price, Fred W. (1988). The Moon Observer's Handbook. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-33500-3. 
  • Whitaker, Ewen A. (1999). Mapping and Naming the Moon. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-62248-6. 
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Lunar Impact Crater Database (2015) Losiak et al., LPI Lunar Exploration Intern Program (2009). Revised by T. Öhman, LPI (2011) and (2015).
  2. 2.0 2.1 2.2 საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი — Alphonsus
  3. С. Г. Пугачева, Ж. Ф. Родионова, В. В. Шевченко, Т. П. Скобелева, К. И. Дехтярева, А. П. Попов. НОМЕНКЛАТУРНЫЙ РЯД НАЗВАНИЙ ЛУННОГО РЕЛЬЕФА. selena.sai.msu.ru. ციტირების თარიღი: 2019-09-22
  4. Кратер Альфонс на карте LAC-77.. ციტირების თარიღი: 2020-07-05