ალფონსო პორტილიო
| ალფონსო პორტილიო | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 24 სექტემბერი, 1951[1] [2] [3] (75 წლის) |
| დაბადების ადგილი | Zacapa |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | Autonomous University of Guerrero და National Autonomous University of Mexico |
| მეუღლე/ები | Evelyn Morataya და María Eugenia González |
|
| |
ალფონსო პორტილიო (დ. 24 სექტემბერი, 1951) — გვატემალელი პოლიტიკოსი, რომელიც იყო გვატემალის 45-ე პრეზიდენტი 2000-დან 2004 წლამდე.
იგი თანამდებობაზე 2000 წლის 14 იანვარს შევიდა, როგორც „გვატემალის რესპუბლიკური ფრონტის“ (FRG) წარმომადგენელი პარტიისა, რომელსაც მაშინ გადამდგარი გენერალი და ყოფილი სამხედრო მმართველი ეფრაინ რიოს მონტი (1926–2018) ხელმძღვანელობდა. 2014 წელს, პრეზიდენტობიდან წასვლიდან ათი წლის შემდეგ, პორტილიომ ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოში თავი დამნაშავედ ცნო კორუფციაში.[4][5]
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პორტილიო დაიბადა საკაპაში. აკადემიური კვალიფიკაცია მან მექსიკაში მიიღო. იგი ამტკიცებდა, რომ სოციალური მეცნიერებების ხარისხი მიიღო გერეროს ავტონომიურ უნივერსიტეტში (UAG) ჩილპანსინგოში (გერერო), ხოლო დოქტორის ხარისხი მექსიკის ეროვნულ ავტონომიურ უნივერსიტეტში (UNAM) მეხიკოში. თუმცა, ამ მტკიცებულებების უტყუარობა კვლავ დაუდგენელია, რადგან მათი დამადასტურებელი საბუთები არ წარდგენილა.[6]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1970-იანი წლების ბოლოს იგი დაკავშირებული იყო გერეროს მემარცხენე მკვიდრთა ჯგუფებთან და „გვატემალის ეროვნულ რევოლუციურ ერთობასთან“ (URNG). 1980-იან წლებში იგი პოლიტიკურ მეცნიერებებს ასწავლიდა ჩილპანსინგოს უნივერსიტეტში. ამ პერიოდში პორტილიომ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ორი სტუდენტი. მოგვიანებით იგი ამტკიცებდა, რომ სტუდენტებს თავდაცვის მიზნით ესროლა. თუმცა, მისი პოლიტიკური ოპონენტები აცხადებდნენ, რომ მან ორი უიარაღო სტუდენტი „ბარის ჩხუბის“ დროს მოკლა. სროლის ფაქტზე მას ბრალი არასოდეს წარდგენია, ხოლო 1995 წელს მექსიკელმა მოსამართლემ საქმე „არააქტიურად“ გამოაცხადა."[7][8]
1989 წელს პორტილიო გვატემალაში დაბრუნდა და შეუერთდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (PSD), რომელმაც წინა წელს „ნამდვილი რევოლუციური პარტია“ ჩაანაცვლა. ნაკლებად ცნობილი PSD იყო ერთ-ერთი იმ მცირე მემარცხენე პარტიათაგანი, რომელიც გადაურჩა 1970-იანი და 1980-იანი წლების სამხედრო რეპრესიებს. შემდეგ იგი გადავიდა „გვატემალის ქრისტიან-დემოკრატებში“ (DCG), რომელიც იმ დროს მმართველი პარტია იყო. 1992 წელს იგი დაინიშნა გვატემალის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის (IGESP) დირექტორად, რასაც 1994 წლამდე ხელმძღვანელობდა. 1993 წელს იგი გახდა DCG-ის გენერალური მდივანი, 1994 წელს აირჩიეს დეპუტატად და გახდა მათი ფრაქციის ხელმძღვანელი კონგრესში. ამავდროულად, იგი იყო გაზეთ Siglo Veintiuno-ს სარედაქციო მრჩეველი.
FRG
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1995 წლის აპრილში პორტილიომ და DCG-ის კიდევ შვიდმა დეპუტატმა დატოვეს პარტია და დამოუკიდებლები გახდნენ მას შემდეგ, რაც საპარლამენტო ჯგუფს კორუფციაში დასდეს ბრალი. 1995 წლის 20 ივლისს იგი შეუერთდა „გვატემალის რესპუბლიკურ ფრონტს“ (FRG). მისი ლიდერი, ეფრაინ რიოს მონტი, იმ დროს კონგრესის ხელმძღვანელი იყო. როდესაც რიოს მონტს კონსტიტუციურად აეკრძალა 12 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა (იმის გამო, რომ მანამდე ძალაუფლება გადატრიალების გზით ჰქონდა მოპოვებული), FRG-მ თავის კანდიდატად პორტილიო აირჩია. პირველ ტურში ხმების 22%-ის მიღების შემდეგ, იგი ალვარო არსუსთან დამარცხდა მეორე ტურში 1996 წლის 7 იანვარს. პორტილიომ ხმების 48.7% მიიღო.[9]
საპრეზიდენტო ამბიციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1998 წლის ივლისში FRG-მ იგი მომდევნო წლის საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა. პორტილიომ დაიწყო კამპანია პოლიტიკურ ცხოვრებაში მორალის დამკვიდრების, კორუფციასთან დაუნდობელი ბრძოლისა და მკვიდრი მოსახლეობისა და ღარიბი გლეხების (campesinos) მცირერიცხოვანი საქალაქო თეთრკანიანი ელიტისგან დაცვის სასარგებლოდ. იგი ასევე დაჰპირდა უსაფრთხოებას არსუს მმართველობის დროს გაზრდილი კრიმინალის ფონზე. 1995 წლისგან განსხვავებით, მექსიკაში მომხდარი მკვლელობების საკითხი წინ წამოიწია და ცენტრალურ საარჩევნო თემად იქცა. პორტილიომ დაუყოვნებლივ აღიარა, რომ ესროლა ორ სტუდენტს, მაგრამ ამტკიცებდა, რომ ეს იყო თავდაცვის აქტი. მან განაცხადა, რომ მექსიკის ხელისუფლებას იმიტომ გაექცა, რომ პოლიტიკური აფილირებისა და უცხოელობის გამო სამართლიანი სასამართლოს იმედი არ ჰქონდა. ამ აღიარებამ პორტილიოს, როგორც „მტკიცე და პირდაპირი“ პოლიტიკოსის იმიჯი გააძლიერა. 7 ნოემბერს მან პირველი ტური ხმების 47.8%-ით მოიგო, ხოლო 26 დეკემბერს მეორე ტურში დამაჯერებლად დაამარცხა ოსკარ ბერჟე ხმების 68.3%-ით.
პრეზიდენტობა (2000–2004)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინაუგურაციის დღეს პორტილიომ განაცხადა, რომ გვატემალა „კოლაფსის ზღვარზეა“ და დაჰპირდა კორუფციის საფუძვლიან გამოძიებას. 2000 წლის 9 აგვისტოს მან აღიარა, რომ წინა ორი ათწლეულის მთავრობები ჩართულნი იყვნენ ადამიანის უფლებების დარღვევაში. მიუხედავად იმისა, რომ იგი თავიდან მტკიცედ ცდილობდა პროგრესული პროგრამის განხორციელებას, მის ადმინისტრაციას მალე გადაუარა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და მაფიოზური კორუფციის რეალობამ. 2001 წლის განმავლობაში მისი მთავრობა მუდმივი პროტესტის ტალღის წინაშე იდგა. FRG-ს ბრალი დასდეს კორუფციის უპრეცედენტო მასშტაბებში. მის მთავრობას ჩრდილი მიაყენა ბრალდებებმა ქურდობის, ფულის გათეთრების, არმიისთვის ფულის უკანონო გადარიცხვისა და პანამაში, მექსიკასა და აშშ-ში საბანკო ანგარიშების შექმნის შესახებ, სადაც ჯამში 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი იყო აკუმულირებული.
2003 წლის ნოემბრის არჩევნებში მან მხარი დაუჭირა ყოფილ დიქტორს, ეფრაინ რიოს მონტს, თუმცა FRG დამარცხდა ოსკარ ბერჟესთან, რომელმაც პორტილიო 2004 წლის 14 იანვარს შეცვალა.[10] 2014 წლის აუდიტმა აჩვენა 2001 წელს სხვადასხვა დეპარტამენტებიდან სამხედრო უწყებაში განხორციელებული უკანონო გადარიცხვები.[11]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ „United States District Judge Robert P. Patterson“. United States Department of Justice. 22 May 2014. ციტირების თარიღი: 16 March 2022.
- ↑ Expresidente Portillo se declara culpable ante Corte de EE. UU. დაარქივებული 2014-03-23 საიტზე Wayback Machine. . Siglo 21, 18 de marzo de 2014.
- ↑ Jorge Palmieri. (June 3, 2013) LA EXTRADICIÓN DE ALFONSO PORTILLO.
- ↑ Jan McGirk (November 9, 1999). „Self-confessed killer leads poll in Guatemala“. The Independent (London). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-27.
- ↑ Serge F. Kovaleski (November 7, 1999). „A Killer, and Perhaps a President; Candidate With Violent Past Leads in Polls for Today's Guatemalan Vote“. The Washington Post. ციტატა: „Not only has leading presidential candidate Alfonso Portillo admitted to fatally shooting two men--in what he says was self-defense—during a brawl in Mexico 17 years ago, but he has come close to boasting about it in TV campaign commercials.“
- ↑ Larry Rohter (January 7, 1997). „Guatemala Election Becomes Referendum on Former Dictator“. The New York Times.
- ↑ Freedom House (2005). „Freedom in the World 2005: The Annual Survey of Political Rights and Civil Liberties“. Rowman & Littlefield Publishers Inc. p. 261. ISBN 9780742550513. ციტირების თარიღი: 16 March 2022.
- ↑ ALVARADO, HUGO. Gestión de Alfonso Portillo inyectó millones al Ejército – Prensa Libre es-GT (30 May 2014).