შინაარსზე გადასვლა

ალფონსო კინონეს მოლინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალფონსო კინონეს მოლინა
დაბადების თარიღი 11 იანვარი, 1874(1874-01-11)
დაბადების ადგილი Suchitoto
გარდაცვალების თარიღი 22 მაისი, 1950(1950-05-22) (76 წლის)
გარდაცვალების ადგილი სან-სალვადორი
მოქალაქეობა  სალვადორი
განათლება University of El Salvador
ჯილდოები ალფონს XII-ის ორდენის დიდი ჯვარი

ალფონსო კინონეს მოლინა (დ. 11 იანვარი, 1874, სუჩიტოტო — გ. 22 მაისი, 1950, სან-სალვადორი) — სალვადორელი პოლიტიკოსი და ექიმი, რომელსაც სამჯერ ეკავა სალვადორის პრეზიდენტის თამდებობა არათანმიმდევრული ვადებით: 1914–1915, 1918–1919 და 1923–1927 წლებში. იგი ასევე იკავებდა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას თავისი ცოლისძმების, კარლოს მელენდესის (დ. 1915 – გ.1918) და ხორხე მელენდესის (დ. 1919 — გ.1923) ადმინისტრაციების დროს. კინიონეს მოლინა არის ერთადერთი ადამიანი სალვადორის ისტორიაში, რომელიც სამჯერ იყო პრეზიდენტი დროებითი ან ხალხის მიერ არჩეული და ორჯერ ვიცე-პრეზიდენტი. თავისი მმართველობის პერიოდში მან დააარსა სალვადორის ეროვნული რადიო.

მისი მშობლები იყვნენ ლუსიო კინიონესი და აურელია მოლინა დე კინიონესი.

იგი დაქორწინდა ლეონორ მელენდესზე (რესპუბლიკის პრეზიდენტების, კარლოს და ხორხე მელენდესების დაზე). ამ კავშირის შედეგად მათ შეეძინათ ქალიშვილი, სახელად მერსედეს კინიონეს მელენდესი.

ეს ოჯახი იმ ადამიანებმა გაანადგურეს, რომლებმაც მისი მამა მოკლეს.

პროფესიული ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1914 წლის 4 მარტს ეროვნულმა ასამბლეამ იგი რესპუბლიკის პრეზიდენტობის პირველ კანდიდატად გამოაცხადა. იგი იყო ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორთა საბჭოს მესამე სათათბირო წევრი, სალვადორის უნივერსიტეტის ჰიგიენისა და თერაპიის კათედრის პროფესორი, მედიცინის ფაკულტეტის სათათბირო მრჩეველი, მოგვიანებით კი დირექციის მეორე წევრი და ვენერიულ დაავადებათა პროფილაქტიკის დირექტორი. იგი ხელმძღვანელობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოსა და სარას თავშესაფარს, სადაც ამ დაწესებულებების საკეთილდღეოდ ბევრი რეფორმა გაატარა. 1909 წელს რესპუბლიკის უმაღლესმა მთავრობამ მას მიანიჭა დელეგატის რწმუნება მეოთხე საერთაშორისო სანიტარიულ კონფერენციაზე, რომელიც სან-ხოსეში, კოსტა-რიკაში გაიმართა. მისი მმართველობის წლები დაემთხვა სალვადორში ყავის წარმოების უდიდესი აღმავლობის პერიოდს.

ალფონსო კინონეს მოლინას პრეზიდენტობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კინონეს მოლინა ქვეყანას ყავის წარმოების უდიდესი აღმავლობის წლებში მართავდა, ფინანსთა მინისტრ ხოსე ესპერანსა სუაისთან ერთად.

მან დროებითი პრეზიდენტობა მიიღო 1914 წლის 29 აგვისტოს და ჩააბარა 1915 წლის 1 მარტს, არჩევნების შემდეგ, რომელშიც მისმა წინამორბედმა გაიმარჯვა. მისი ცოლისძმის, კარლოსის გადადგომის შემდეგ, მან კვლავ მიიღო დროებითი თანამდებობა 1918 წლის 21 დეკემბერს და ჩააბარა 1919 წლის 1 მარტს. მან კვლავ დაიკავა თანამდებობა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რამაც იგი პრეზიდენტად განამწესა 1923 წლის 1 მარტიდან 1927 წლის 1 მარტამდე. 1922 წლის არჩევნებში საარჩევნო კამპანიისთვის კვლავ გააქტიურდა „წითელი ლიგები“ (ligas rojas), სადაც ოფიციალური კანდიდატი იყო ალფონსო კინიონეს მოლინა. მისი მთავარი ოპონენტი იყო მიგელ ტომას მოლინა კონსტიტუციური პარტიიდან. წითელ ლიგებს ჰყავდათ უფროსი, რომელსაც მოჰყვებოდნენ უბნების უფროსები და კანტონების უფროსები (რომლებიც მეზობლებს აწევრიანებდნენ). სონსონატეს დეპარტამენტში მისი წევრების უმრავლესობა ინდიელი იყო, ისალკოში იყო ორი უფროსი, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ფელისიანო ამა. ეს კამპანია ხასიათდებოდა იმით, რომ იყო უკიდურესად ძალადობრივი, 1922 წლის 22 დეკემბერს მიგელ ტომას მოლინას მხარდამჭერი ქალთა მანიფესტაცია ჩაახშვეს თოფებისა და ტყვიამფრქვევების სროლით. ბოლოს მიგელ ტომას მოლინა ჩამოშორდა და არჩევნებში გაიმარჯვა კინონესმა.[1]

1922 წლის 25 დეკემბრის ხოცვა-ჟლეტა ელ-კალვარიოს ეკლესიასა და სან-სალვადორის ცენტრალურ ბაზარს შორის მდებარე ტერიტორიაზე.

ალფონსო კინიონეს მოლინას არჩეული პრეზიდენტობის პერიოდში, წარსული უთანხმოებების აღმოფხვრისა და საკუთარი პოპულარობის გაზრდის მიზნით, მან დაშალა „წითელი ლიგები“, თუმცა ძალაში დატოვა თავისი წინამორბედის მიერ შემოღებული საგანგებო მდგომარეობა. ამასთანავე, იგი ცდილობდა სახელმწიფოს მოქმედების სფეროს გაფართოებას ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დივერსიფიკაციის, სახელმწიფო ბიუროკრატიის განახლებისა და ეროვნული საგანმანათლებლო სისტემის რეორიენტაციის გზით. მისი მმართველობის დროს დაიგო ქალაქ სან-სალვადორის გზები, საფუძველი ჩაეყარა სალვადორის საჰაერო ფლოტილიას (დღევანდელი სამხედრო-საჰაერო ძალები) და დაარსდა პირველი რადიოსადგური (სახელწოდებით „რადიო A.Q.M.“). სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა პირველი პროფკავშირები, მიუხედავად იმისა, რომ მათ შესახებ საკანონმდებლო რეგულაციები არ არსებობდა.[2]

მისი მმართველობის პერიოდში განსაკუთრებით აღსანიშნავია ქვეყანაში ქალთა პირველი მანიფესტაციის დარბევა და ხოცვა-ჟლეტა. ეს დემონსტრაცია ჩაახშო „ეროვნულმა გვარდიამ“ და „წითელმა ლიგამ“, გასამხედროებულმა ჯგუფმა, რომელიც კინიონესმა ოპოზიციაზე თვალთვალისთვის შექმნა. მანიფესტაცია დასრულდა მსხვერპლით, რომელთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ზოგიერთმა ადამიანმა შეძლო თავშესაფარი ეპოვა ვაჟთა თავშესაფარში, რომელიც ელ კალვარიოს ეკლესიას ესაზღვრებოდა. სამი კვირის შემდეგ კინიონესმა არჩევნებში გაიმარჯვა. ამ მანიფესტაციაში მონაწილეობით გამორჩეული იყო 37 წლის პრუდენსია აიალა.

მელენდეს-კინონესის დინასტიის დასასრული

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალფონსო კინიონეს მოლინა ცდილობდა პრეზიდენტად ხელახლა არჩევას 1927-1931 წლების პერიოდისთვის, რისთვისაც 1886 წლის კონსტიტუციაში რეფორმის გატარებას გეგმავდა, თუმცა დროის სიმცირის გამო ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. დამკვიდრებული ჩვეულებისამებრ, მან ძალაუფლება გადასცა დოქტორ პიო რომერო ბოსკეს, რომელიც კინიონესების ოჯახის პირადი ექიმი იყო, რამაც მას ამ თანამდებობისთვის საჭირო ნდობა შესძინა. რომერო ბოსკე არ ეკუთვნოდა ქვეყნის მსხვილ ყავის მწარმოებელ ოჯახებს, რის გამოც იგი გახდა ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან დამოუკიდებელ პრეზიდენტთაგან, რომლებმაც ძალაუფლება მოიპოვეს.

მელენდეს-კინონესის დინასტიამ პრეზიდენტის თანამდებვვობა დაუთმო პიო რომერო ბოსკეს, რომელიც აიჩიეს 1927 წლის 1 მარტს. მანამდე მას ეკავა ომის მინისტრის თანამდებობა ხორხე მელენდესისა და ალფონსო კინიონეს მოლინას ადმინისტრაციებში, ხოლო ამ უკანასკნელის მმართველობისას იყო ვიცე-პრეზიდენტი. ითვლებოდა, რომ რადგან იგი არ ეკუთვნოდა ქვეყნის მსხვილ მიწათმფლობელთა ოჯახებს, ახალი პრეზიდენტი მათ ხელში მარიონეტი იქნებოდა.

დოქტორ ალფონსო კინონეს მოლინას მთავრობის კაბინეტის წევრები და არმია, მარჯვნივ — მისი მემკვიდრე პიო რომერო ბოსკე.

თუმცა, რომერო ბოსკემ პირველივე მომენტიდან გამოავლინა თავისი დამოუკიდებლობა. 1927 წლის მაისისთვის მან გააუქმა საგანგებო მდგომარეობა და დააწესა პრესისა და მანიფესტაციის ფართო თავისუფლება. ამასთანავე, ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტთა პროტესტის გამო, მან ქვეყნიდან გააძევა ყოფილი პრეზიდენტი და იმ დროისთვის პრეზიდენტობის პირველი კანდიდატი ალფონსო კინონეს მოლინა, რომელიც საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა. ამის გამო, იმავე წლის დეკემბერში, ყოფილმა პრეზიდენტმა ხორხე მელენდესმა სცადა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა ზოგიერთ სამხედრო პირთან ერთად, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ არმიის არსენალის დირექტორი, პოლკოვნიკი ხუან ენრიკე აბერლე, ეროვნული პოლიციის მაღალჩინოსანი, მაიორი მანუელ ალფარო ნოგერა და პირველი ქვეითი პოლკის უფროსი კარლოს კარმონა ტადეი. თუმცა, აღნიშნული ქმედება სრული კრახით დასრულდა. სამთავრობო ძალებმა დააკავეს სულ 140 პირი პისტოლეტებითა და მაჩეტეებით, ხოლო საგანგებო სამხედრო საბჭომ პოლკოვნიკ აბერლესა და მაიორ ალფარო ნოგერას დახვრეტა მიუსაჯა. ყოფილმა პრეზიდენტმა მელენდესმა კი მოახერხა ჰონდურასში გაქცევა, მოგვიანებით კი კოსტა-რიკაში დასახლდა.[3]

  1. El Salvador celebró el primer centenario en medio de tensiones. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-20. ციტირების თარიღი: 2026-04-08
  2. Alfonso Quiñones Molina.
  3. Dr. Alfonso Quiñonez Molina.