ალფეოსი (მითოლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალფეოსი (ბერძ. Αλφειός) — მდინარე ალფეოსის ღმერთი პელეპონესში. ბევრი სხვა მდინარის ღმერთის მსგავსად, ისიც ოკეანოსისა და თეტიდას შვილი იყო. არტემიდეს გულის მოგების ამაო მცდელობის შემდეგ, მას შეუყვარდა ნერეიდა არეთუსა.