ალუბლის გემო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალუბლის გემო
დამდგმელი რეჟისორი აბას კიაროსტამი
პროდიუსერი აბას კიაროსტამი
სცენარის ავტორი აბას კიაროსტამი
როლებში ჰომაიუნ ერშადი, აბდულჰუსეინ ბაგერი, აფშინ ბახთიარი
ოპერატორი ჰომაიუნ პაივარი
დისტრიბუტორი Zeitgeist Films
გამოსვლის თარიღი მაისი, 1997
ხანგრძლივობა 95 წუთი
ქვეყანა ირანი
ენა სპარსული

ალუბლის გემო (სპარს. طعم گيلاس) — აბას კიაროსტამის ფილმი. ფილმმა მიიღო ოქროს პალმის რტო.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირანელი, აღა ბადი თავისი ავტომობილით თეირანის ახლად მშენებარე გარეუბნების გარშემო დადის და ეძებს პირს, რომელიც ერთობ დელიკატურ სამსახურს გაუწევს მას საკმაო ანაზღაურების საფასურად. ბადის უკვე გათხრილი აქვს სამარე მთებში და მას სჭირდება ადამიანი, რომელიც მას მიწას მიაყრის, მას შემდეგ რაც იგი ძილის წამლის სასიკვდილო დოზას მიიღებს. ბადი ხვდება და ესაუბრება სხვადასხვა ჯურის ხალხს, მათ შორის არიან ახალგაზრდა ქურთი გლეხი, ჯარისკაცი, ავღანეთიდან ლტოლვილი, მედრესეში ღვთისმეტყველების სტუდენტი, მარტოხელა დარაჯი. თითოეული მათგანი უარს ამბობს მისთვის სამსახურის გაწევაზე, მიუხედავად იმისა რომ ანაზღაურება ძალიან მაღალია. მედრესეს სტუდენტი ბადის ეუბნება რომ „ალაჰმა მისცა ადამიანებს სხეული და ადამიანები ვალდებულები არიან პატივი სცენ ალაჰის ნაბოძებს". ერთი მოხუცი თანამგზავრი უყვება ბადის თვითმკვლელობის მცდელობის საკუთარ ისტორიას. მრავალი პრობლემით გატანჯული თავის ჩამოხრჩობას აპირებდა, თუმცა სანამ თავის განზრახვას შეასრულებდა, მან ალუბალი შეჭამა, რომელიც ისე მოეწონა რომ სიცოცხლეზე უარის თქმა გადააფიქრებინდა. სწორედ ეს მოხუცი თანხმდება ბადის სამსახურის გაწევაზე..

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]