ალპური ჭვინტაკა
იერსახე
ალპური ჭვინტაკა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Prunella collaris | ||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||
![]() IUCN 3.1 Least Concern : 22718617 | ||||||||||||
|
ალპური ჭვინტაკა (ლათ. Prunella collaris) — ფრინველი ჭვინტაკასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე დაახლოებით 15-18 სმ, წონა 40 გ. გავრცელებულია ევროპასა და მცირე აზიაში. აღმოსავლეთი მიმართულებით იაპონიამდე გვხვდება. ბინადრობს ალპების, კარპატებისა და სუდეტების მაღალმთიანეთში, ტყის საზღვრის ზევით, ალპურ სარტყელში, ზღვის დონიდან 1500-3000 მეტრამდე. იკვებება მწერებით, ობობებით, მცენარეთა სხვადასხვა მარცვლებითა და სხვა. ბუდობს კლდეებზე. სიცოცხლის ხანგრძლივობა ბუნებაში 8 წელი. გვხვდება საქართველოშიც.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალპური ჭვინტაკა დაარქივებული 2016-04-25 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)