ალპური წიწინაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალპური წიწინაური
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  წიწინაურისებრნი
გვარი:  წიწინაური
სახეობა:  ალპური წიწინაური
ლათინური სახელი
Polygala alpicola Rupr.

ალპური წიწინაური (ლათ. Polygala alpicola) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე, შიშველი. ღერო, ჩვეულებრივ, სწორია ან წამოწეული, ხშირი შეფოთვლით. ქვედა ფოთლები ძლიერ პატარაა, უკუკვერცხისებური ან ნიჩბისებური. ზედა ფოთლები უფრო დიდია, ლანცეტა ფორმის. ყვავილედი მოკლე მტევანია. გვირგვინი ლურჯია, იშვიათად – ვარდისფერი. მცენარე იზრდება სუბალპური და ალპური სარტყლების მდელოებზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]