ალპური ასტრა (ლათ. Aster alpinus) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო მარტოულია, კენწრული კალათით. ფესვთანური და ღეროსეული ფოთლები ნიჩბისებურია, ბლაგვი და კიდემთლიანი.ზედა ფოთლები მჯდომარეა. კალათა 3-5 სმ-მდე დიამეტრისაა. საბურველი ნახევრად სფეროსებურია. მილის მსგავსი ყვავილები ყვითელია, განაპირა ყვავილები – მოლურჯო-იისფერი. იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყლებში – კლდოვან, ბალახოვან ბიოტოპებზე. გავრცელებულია საქართველოს ყველა მაღალმთიან რეგიონში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპას, ახლო აღმოსავლეთს და შუა აზიას.