ალპი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალპი — გერმანული სული-ვამპირი, რომელიც ბუგიმენსა და ინკუბუსს უკავშირდება. ალპი მამრობითი სქესისაა, ხშირად იგი ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ნათესავის სულია და უმეტესად დემონია. ალპებად შეიძლება იქცნენ ბავშვებიც, რომელთაც ორსული დედა ცხენის ფაფარის საშუალებით იშორებს. შუა საუკუნეებში ალპი კატის, ღორის, ფრინველის თუ სხვა ცხოველის სახით ჩნდებოდა; მათ შორის, ლექორუსის — დემონი-ძაღლის სახით კელნში და ამგვარად უკავშირდება მაქციასაც. ნებისმიერ განსხეულებაში ალპი შლაპას ატარებს; სვამს მოზრდილთა და ბავშვების სისხლს, თუმცა უპირატესობას ქალის რძეს ანიჭებს. ალპის მოკვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ალპი&oldid=2779055“-დან