ალპეტრაგიუსი (მთვარის კრატერი)
| მთვარის კრატერი | |
|---|---|
| ალპეტრაგიუსი | |
| ლათ. Alpetragius | |
|
| |
| მონაცემები | |
| ზვინულის სიმაღლე | 1.03 კმ (2015)[1] |
| დიამეტრი | 40.02 კმ[2] |
| მოცულობა | 1196.29 კმ³ (2015)[1] |
| უდიდესი სიღრმე | 2.19 კმ (2015)[1] |
| ტიპი | დარტყმითი კრატერი |
| სახელწოდება | |
| ეპონიმი | ნურ ად-დინ ალ-ბიტრუჯი |
| დამტკიცებულია | IAU (1935) |
| მდებარეობა | |
| 16.05° ს. გ. 4.51° დ. გ. / 16.05° ს. გ. 4.51° დ. გ. | |
| ციური სხეული | მთვარე |
| ალპეტრაგიუსი | |
კრატერი ალპეტრაგიუსი (ლათ. Alpetragius) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის ხილული მხარის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა არაბი ასტრონომის, ნურ ად-დინ ალ-ბიტრუჯის პატივსაცემად (დაამტკიცა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა 1935 წელს).[2]
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრატერის სახელწოდება მომდინარეობს, მისი ეპონიმის — ნურ ად-დინ ალ-ბიტრუჯის (ინგლ. Nur ad-Din al-Bitruji) ლათინიზებური ვარიანტისაგან — „ალპეტრაგიუსი“ (ლათ. Alpetragius). შესაბამისად, კრატერის ქართული სახელწოდებაა „ალპეტრაგიუსი“ და არა „ალ-ბიტრუჯი“, როგორც ეს 2009 წლის მთვარის ზედაპირის სახელწოდების რუსული ნომენკლატურული რიგის მიხედვითაა (რუს. Аль-Битруджи).[3]
კრატერის აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრატერის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ახალგაზრდა კრატერი არზაჩელი, ჩრდილო-აღმოსავლეთით - უძველესი კრატერი ალფონსუსი, ხოლო დასავლეთით - პატარა კრატერი ლასელი. ჩრდილო-დასავლეთით კრატერს ესაზღვრება თანამგზავრული კრატერის ალპეტრაგიუსი H-ის ნაშთები, რომელიც ღრუბლების ზღვის ფორმირების დროს ლავით აივსო. სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს კონცხი ტენარია და სწორი კედლის ფერდობი.[4] კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 16°03′S 4°31′W / 16.05° ს. გ. 4.51° დ. გ., დიამეტრი — 40.02 კმ,[2] სიღრმე — 2.19 კმ.[1]
კრატერის კიდეს თითქმის სწორი ფორმა აქვს, ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილებში მცირე რადიალური გამონაზარდებით; რგოლის ცალკეული მწვერვალების სიმაღლე თასის ფსკერზე 3650 მ-ს აღწევს,[5] თასის ფსკერზე საშუალო სიმაღლე 3140 მ-ია, მიმდებარე ტერიტორიიდან — 1.03 კმ.[1] ჩრდილო-აღმოსავლეთით, კრატერის კიდე ალფონსუსის კრატერის კიდესთან კრატერებს შორის რელიეფის აწევით არის დაკავშირებული, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით, არზაჩელის კრატერის კიდესგან გამოყოფილია კრატერის მსგავსი ჩაღრმავებების ჯაჭვით, რომელიც სამხრეთ-დასავლეთით ვრცელდება ალფონსუსის კრატერის კიდეს სამხრეთ ნაწილიდან. შიდა ფერდობის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებს ტერასის მსგავსი სტრუქტურა აქვთ. კრატერის მოცულობა 1196.29 კმ³-ია.[1]
კრატერის დამახასიათებელი ნიშანია არაპროპორციულად დიდი ცენტრალური მწვერვალი, რომლის ფუძის ფართობი 27.5 კმ²-ია და სიმაღლე 2000 მ, რომელიც კრატერის თასის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს. მწვერვალის თავზე, Ranger 9 კოსმოსური ხომალდის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს 1.6 კმ დიამეტრის ჩაღრმავება. ვარაუდობენ, რომ ცენტრალური მწვერვალის არაპროპორციულად დიდი ზომა განპირობებულია ვულკანური ამოფრქვევებით მისი გადიდებით და ზემოხსენებული ჩაღრმავება ვულკანის ჩამონგრეული კრატერია. ჟერარ კოიპერმა კრატერის ცენტრალურ მწვერვალს „კვერცხი ბუდეში“ უწოდა. თავისი ზომითა და სტრუქტურის სირთულით, ცენტრალური მწვერვალი ზოგიერთ ხმელეთის მთის სისტემას წააგავს, მაგალითად, სნოუდონის მასივს.
სატელიტური კრატერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]![]() | ||
|---|---|---|
| ალპეტრაგიუსი | კოორდინატები | დიამეტრი, კმ |
| B | 15°08′S 6°53′W / 15.13° ს. გ. 6.88° დ. გ. | 9.7 |
| C | 13°45′S 6°10′W / 13.75° ს. გ. 6.17° დ. გ. | 2.1 |
| G | 18°10′S 6°34′W / 18.17° ს. გ. 6.56° დ. გ. | 12.2 |
| H | 18°01′S 6°06′W / 18.01° ს. გ. 6.1° დ. გ. | 4.4 |
| J | 18°03′S 5°42′W / 18.05° ს. გ. 5.7° დ. გ. | 4.1 |
| M | 16°27′S 3°16′W / 16.45° ს. გ. 3.27° დ. გ. | 23.2 |
| N | 16°44′S 3°53′W / 16.74° ს. გ. 3.88° დ. გ. | 11.3 |
| U | 17°43′S 5°07′W / 17.71° ს. გ. 5.11° დ. გ. | 15.6 |
| V | 18°11′S 5°50′W / 18.19° ს. გ. 5.83° დ. გ. | 15.9 |
| W | 17°57′S 5°58′W / 17.95° ს. გ. 5.96° დ. გ. | 27.7 |
| X | 15°37′S 5°44′W / 15.61° ს. გ. 5.74° დ. გ. | 31.8 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Andersson, L. E.; Whitaker, E. A. (1982) NASA Catalogue of Lunar Nomenclature. NASA RP-1097.
- Bussey, B.; Spudis, P. (2004) The Clementine Atlas of the Moon. New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-81528-4.
- Cocks, Elijah E.; Cocks, Josiah C. (1995) Who's Who on the Moon: A Biographical Dictionary of Lunar Nomenclature. Tudor Publishers. ISBN 978-0-936389-27-1.
- McDowell, Jonathan. (July 15, 2007) Lunar Nomenclature. Jonathan's Space Report. ციტირების თარიღი: 2007-10-24
- Menzel, D. H.; Minnaert, M.; Levin, B.; Dollfus, A.; Bell, B. (1971). „Report on Lunar Nomenclature by the Working Group of Commission 17 of the IAU“. Space Science Reviews. 12 (2): 136–186. Bibcode:1971SSRv...12..136M. doi:10.1007/BF00171763. S2CID 122125855.
- Moore, Patrick (2001). On the Moon. Sterling Publishing Co.. ISBN 978-0-304-35469-6.
- Price, Fred W. (1988). The Moon Observer's Handbook. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-33500-3.
- Rükl, Antonín (1990). Atlas of the Moon. Kalmbach Books. ISBN 978-0-913135-17-4.
- Webb, Rev. T. W. (1962). Celestial Objects for Common Telescopes, 6th revised, Dover. ISBN 978-0-486-20917-3.
- Whitaker, Ewen A. (1999). Mapping and Naming the Moon. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-62248-6.
- Wlasuk, Peter T. (2000). Observing the Moon. Springer. ISBN 978-1-85233-193-1.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 6 Lunar Impact Crater Database (2015) Losiak et al., LPI Lunar Exploration Intern Program (2009). Revised by T. Öhman, LPI (2011) and (2015).
- 1 2 3 საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი — Alpetragius
- ↑ С. Г. Пугачева, Ж. Ф. Родионова, В. В. Шевченко, Т. П. Скобелева, К. И. Дехтярева, А. П. Попов. НОМЕНКЛАТУРНЫЙ РЯД НАЗВАНИЙ ЛУННОГО РЕЛЬЕФА. selena.sai.msu.ru. ციტირების თარიღი: 2019-09-22
- ↑ Кратер Аль-Битруджи на карте LAC-95. ციტირების თარიღი: 2019-12-02
- ↑ Описание кратера на сайте The Moon-Wiki. ციტირების თარიღი: 2025-09-07
